ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უმჯობესდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ინფორმაციას ამის შესახებ მისი მკურნალი ექიმი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის სასიცოცხლო მაჩვენებლები, ამ ეტაპისთვის, სტაბილურია. „დღევანელი სამედიცინო საბჭოს სხდომის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია“,- ამბობენ საავადმყოფოში, სადაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს მკურნალობენ. რობერტ ფიცოს გასულ კვირაში დაესხნენ თავს და მას ოთხჯერ ესროლეს. სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთლეობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, თუმცა […]
კრემლი აცხადებს, რომ ბირთვული წვრთნები “შესაბამის ვადებში” ჩატარდება

კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ წვრთნები არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღის გამოყენებით, რომლის ჩატარების ბრძანებაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა, “შესაბამის ვადებში” ჩატარდება. მათი თქმით, თავდაცვის სამინისტროს საქმეა, როდის და რა ვადებში ჩატარებს წვრთნებს. მაისის თვის დასაწყისში, ვლადიმირ პუტინმა სამხედროებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება უბრძანა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა განაცხადა, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა საფრანგეთის, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატებისგან. […]
„არ აქვს არანაირი გამართლება“ — COE-ს ექსპერტები „რუსულ კანონზე“

ექსპერტთა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის ორგანოა, გამოაქვეყნა მოსაზრება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ. 25-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც სათითაოდ განიხილავს სხვადასხვა საკანონმდებლო დებულებებს და მათ გავლენას განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, ნათქვამია, რომ ეს კანონმდებლობა აუცილებლად გამოიწვევს სუბიექტების სტიგმატიზაციას იმის მტკიცებით, რომ ისინი ახორციელებენ უცხო სახელმწიფოს ინტერესებს მხოლოდ მათი […]
პაატა კვიჟინაძე – „საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები პოლიტიკური გახდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, ეს არ იყო მოტივირებული შენიშვნები. მისი თქმით, მთლიანად ამოღებული იყო დამტკიცებული ცვლილება და პრეზიდენტის სამოტივაციო ნაწილი სრულად ეყრდნობოდა ე.წ. დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ იყო […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს, 10:30-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, კორშა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში კოტორაანთკარი, ბურიანი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის […]
93 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ექიმი-კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ექიმი-კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ექიმი-კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე. ინფორმაციას ადასტურებს მისი ოჯახი. გულიკო ჩაფიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1962-1964 წლებში კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1965-1994 წლებში – თერაპიის […]
რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. ზურაბიშვილის ვეტო ბიუროს დღეს წარედგინა. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ვეტოს შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევენ. პრეზიდენტმა კანონს ვეტო შაბათს, 18 მაისს დაადო. სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა – კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი […]
ირანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფამ იმსხვერპლა

დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურმა პირებმა და სახელმწიფო მედიამ საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ერთი დღით ადრე, 18 მაისს დაიღუპა ქვეყნის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი. ვერტმფრენი, რომელშიც რაისი იმყოფებოდა, აზერბაიჯანის საზღვართან, მთებში, ცუდ ამინდში ჩამოვარდა და ოფიციალური ცნობების მიხედვით, მთლიანად დაიწვა. 63 წლის პრეზიდენტი რაისი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პოტენციურ მემკვიდრედ განიხილებოდა. კატასტროფის მომენტში მასთან ერთად […]
“კანონმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ტურიზმის ინდუსტრიაში… საფრთხეშია ტურისტული სეზონის წარმატება” – “ტურიზმის ალიანსი”

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, არ უჭერს მხარს დისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს დონორ ორგანიზაციებთან გაერთიანების თანამშრომლობის ფორმატს, ქვეყნის სამსახურში მყოფი ორგანიზაციების რეპუტაციასა და მისიას, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც “რუსულ კანონს” ეხება: “საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ტურიზმის სფეროში ჩართული მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ხმა და 20-ზე მეტი დარგობრივი ასოციაციის […]
მთავრობამ 15 მუნიციპალიტეტს უცხოური გრანტის მიღების ნება დართო – განკარგულება

საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმოწერილი 20 მაისის განკარგულებით, 15 მუნიციპალიტეტს უფლება ეძლევა მიიღონ უცხოური ორგანიზაციის ფილიალის “გოეთეს” ინსტიტუტისგან გრანტის სახით თანხა, თითოეულმა 5 000 ევროს ოდენობით. განკარგულების მიხედვით ჩოხატაურის, ლანჩხუთის,ოზურგეთის, ლაგოდეხის, ბაღდათის, ფოთის, ქუთაისის, ხაშურის, ზესტაფონის, კასპის, ახალციხის, სიღნაღის, თელავის, საგარეჯოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს მთავრობამ მისცა უფლება, უცხოური არასამეწარმეო პირის ფილიალისგან – “გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში” მიიღონ […]