კიტეიშვილი შეიძლება ცნობილ თურქულ გუნდში გადავიდეს

ავსტრიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ოთარ კიტეიშვილს მალე “შტურმთან” კონტრაქტი დაუსრულდება და ჯერ უცნობია, დარჩება თუ სხვა გუნდში გადავა. თურქული Fotospor-ი იტყობინება, რომ ფეხბურთელის აგენტი გურამ კაჭახიძე ტრაპიზონში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, სადაც კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ზეიატ კაფკასს და მწვრთნელს აბდულა ავჩის შეხვდა. სტატიაში აღნიშნულია, როგორ წარმატებას მიაღწია ქართველმა მესიმ ავსტრიაში, მისი ხელში ჩაგდება შეუძლიათ, თანაც უფასოდ, […]

ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თანამედროვე პირდაპირი დემოკრატიის შესახებ გამართულ მე-12 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. დემოკრატიული პროცესები და საარჩევნო ადმინისტრაციების როლი ამ მიმართულებით, ქვეყნების გამოცდილების განხილვა, გამოწვევები, რეფერენდუმის დაგეგმვა, ჩატარება და მისი მნიშვნელობა – ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ფორუმის ფარგლებში გამართული პანელის – სახელწოდებით „ძლიერი ინსტიტუციები: პირდაპირი დემოკრატიის […]

კონგრესმენი კოენი: რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა, მაგრამ “ოცნება” როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს

მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა “ამერიკის ხმის”ვებსაიტზე “კოშმარად ქცეული ოცნება” – ასე აფასებს საქართველოში განვითარებულ პროოცესებს ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი, ტენესის შტატის დემოკრატი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის წევრი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, უფრო და უფრო აკარგვინებს ამერიკას დ აევროკავშირს სურვილს კარი გაუღონ საქართველოს. კოენი, რომელიც 2012 […]

რა წერია პრეზიდენტის ვეტოში

საქართველოს პრეზიდენტმა გამოაქვეყნა მოტივირებული შენიშვნები საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 14 მაისს მიღებულ რუსულ კანონზე. პრეზიდენტის დასაბუთებაში ნათქვამია, რომ კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და ფაქტობრივად იგივეა, რაც 2023 წელს უკან გაწვეული ე.წ. აგენტების კანონი. პრეზიდენტის თანახმად, კანონი არაკონსტიტუციურია, რადგან: · „ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 22-ე მუხლს (გაერთიანების თავისუფლება) — კანონი აიძულებს ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ. უცხო ძალის […]

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის” წევრები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის” წევრები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძემ და ჯგუფის წევრმა ბაჩუკი ქარდავამ შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობაზე. „ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე რაც საარჩევნო კანონმდებლობას და პოლიტიკურ სისტემას აქვს ჩვენს ქვეყანაში. […]

პროკურატურამ სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 მაისს, სენაკში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. მათივე ცნობით, მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს ცივი იარაღით […]

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა „ქართული ოცნება“ ტყუილში დაადანაშაულა

ე.წ. აგენტების კანონზე დადებული ვეტოს შესახებ ორბელიანების სასახლეში საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგი გამართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ. მან „ქართული ოცნება“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. „თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო, რომელიც დაადო რუსულ კანონს, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს. ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, – თქვა მსხილაძემ. მისი მტკიცებით, პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული, მასში აღწერილია […]

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, გადაადგილების შეზღუდვა პირველ ეტაპზე რესპუბლიკის მოედანს შეეხება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „21 მაისის 07:00 საათიდან 27 მაისამდე, რესპუბლიკის მოედანზე, სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას ვეღარ შეძლებენ. ამ პერიოდში რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება; 23 მაისის 20:00 საათიდან 24 […]

ნავთობის ფასი გაიზარდა

2024 წლის 17 მაისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 83.98 (+1.23) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 79.17 (+0,38) დოლარი/ბარელზე.

პრეზიდენტის მდივანი: უმრავლესობა ცდილობს ხალხის შეცდომაში შეიყვანოს – ვეტო მოტივირებულია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის ვეტოსთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მსხილაძის თქმით, უმრავლესობა ამბობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო მოტივირებული შენიშვნების გარეშე გადააგზავნა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული შენიშვნებით, მასში აღწერილია კონსტიტუციის 4 მუხლი. “საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, […]