პოლონეთში რუსეთიდან მართულ საბოტაჟში მონაწილეობისთვის 9 ადამიანი დააკავეს

პოლონეთში რუსული სპეცსამსახურების მიერ მართულ საბოტაჟის ოპერაციაში მონაწილეობისთვის 9 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “ჩვენ ახლა გვყავს 9 ეჭვმიტანილი, რომელთაც ბრალად ედებათ პოლონეთში საბოტაჟის აქტებში მონაწილეობა რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ. ეს აქტები მოიცავს პირებზე თავდასხმას, ცეცხლის გაჩენას და ცეცხლის გაჩენის მცდელობებს” – თქვა დონალდ ტუსკმა. ტუსკის თქმით, რადგან პოლონეთი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების […]

გერმანია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტოლობის ნიშანი არ დასვას

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადება ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ, ქმნის ცრუ შთაბეჭდილებას მათ შორის ტოლობის შესახებ. „ერთი მხრივ, „ჰამასის“ ლიდერების და მეორე მხრივ, ისრაელის ორი ჩინოვნიკის წინააღმდეგ დაკავების ორდერის ერთდროულმა მოთხოვნამ ტოლობის ნიშნის მცდარი შთაბეჭდილება შექმნა. თუმცა, ახლა სასამართლოს სრულიად განსხვავებული ფაქტების შეფასება მოუწევს, რაც […]

„საქპატენტმა“ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ ორგანიზებულ „თაღლითობის საწინააღმდეგო ქსელის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებით, თაღლითობის საწინააღმდეგო ქსელის (Anti-Scam Network Meeting) მე-9 შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ალიკანტეში გამართულ შეხვედრაზე საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ პირველად მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის სახელით, „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ჩიქოვანი დაესწრო. „შეხვედრა გახსნა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების […]

“კვარაცხელია უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე გასულ სეზონში იყო” – Sky Sport-ის ჟურნალისტი

Sky Sports-ის კორესპონდენტმა მარკო ბუჩანტინიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “პარტენოპეის” გარემარბმა გასული სეზონის შემდეგ პროგრესი განიცადა. “კვარასთვის ეს სეზონი ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე წინა. შარშან ყველა გაანადგურა, მცველებს არ ესმოდათ, როგორ შეეჩერებინათ ქართველი. წელს თამაში განსხვავებულ “ნაპოლიში” მოუწია. სეზონის დასაწყისში კი ფიზიკური პრობლემები ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მას პროგრესი აქვს, გარკვეულ ასპექტებში მოუმატა”, – […]

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამას იტალიელი ენტომოლოგები ეცნობიან

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში სამუშაო ვიზიტით იტალიელი მეცნიერები იმყოფებიან. ვიზიტი თხილის მწარმოებელი კომპანია ,,აგრიჯორჯიას“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის და სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში, იტალიელმა მეცნიერებმა ადგილზე მობილიზებული სპეციალიზებული ტექნიკა და მართვის ცენტრის აღჭურვილობა დაათვალიერეს; აბაშის მუნიციპალიტეტში მავნებლის […]

მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე – მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები

კრიპტოვალუტებმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაიმსახურა ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი დეცენტრალიზებული და ციფრული ბუნებით, ციფრულ სამყაროში რევოლუციის მოხდენით. ციფრული აქტივების განვითარების ფონზე, მათი ფასების დინამიკისა და მერყეობის პატერნების გაგება ინვესტორებისთვის, ტრეიდერებისთვის და კანონმდებლებისთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კრიპტოვალუტის ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სხვადასხვა კრიპტოვალუტებზე მაღალი სიხშირის ინტერვალებით ერთობლივი მერყეობაა. მაღალი სიხშირის ერთობლივი მერყეობა გულისხმობს მოკლე დროით […]

ბაიდენი: რაც ხდება, გენოციდი არაა, ნეთანიაჰუს დაკავების მოთხოვნა აღმაშფოთებელია

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანთის დაკავების ორდერის მოთხოვნას აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განოეხმაურა და გააკრიტიკა. ბაიდენმა საუბარში აღნიშნა, რომ ღაზაში “რაც ხდება, გენოციდი არაა”. “ICC-ის პროკურორის აპლიკაცია ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერთან დაკავშირებით აღმაშფოთებელია.” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა. სავარაუდოდ, პროკურორი კარიმ ხანის გადაწყვეტილება გაართულებს აშშ-ს […]

„ეს არის უძრავი ქონებისთვის პირველი წელი, როცა აშკარად იკვეთება მომხმარებლის გადახდისუნარიანობის კუთხით პრობლემები“ – ლევან ელიზბარაშვილი

„2024 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის ერთ-ერთი საინტერესო და უაღრესად მნიშვნელოვანი წელია, რადგან შეიმჩნევა ცვლილებები მომხმარებლის ანუ პოტენციური მყიდველის ქცევაში. ეს არის პირველი წელი, როცა აშკარად იკვეთება მომხმარებლის გადახდისუნარიანობის კუთხით გარკვეული პრობლემები“, – ამის შესახებ უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტის“ ხელმძღვანელმა ლევან ელიზბარაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მომხმარებლებისგან […]

გერმანიის ინიციატივას კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიებაზე რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ 22-ე შეხვედრაზე რამდენიმე სახელმწიფომ მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანიის ინიციატივას კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიებაზე, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყების ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძიების ინიციატივას ბელგია, დანია, კანადა, ნიდერლანდები და ნორვეგია დააფინანსებენ. გარდა ამისა, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთო, ლიეტუვა, რუმინეთი, აშშ და საფრანგეთი უკრაინას აღჭურვილობითა […]

თბილისში გასტრობარი „დაირა“ გაიხსნა – რას სთავაზობს ობიექტი სტუმრებს?

რამდენიმე კვირაა, რაც თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიასთან ახლოს გასტრობარი „დაირა“ გაიხსნა. სტუმარმასპინძლობის ახალი ობიექტი 200-მდე მწარმოებლის ღვინის საცავს და სარესტორნე სივრცეს აერთიანებს, სადაც მისულ სტუმრებს ქართულ, ფრანგულ და იტალიურ ნოტებით შედგენილ შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილის კერძებთან ერთად ღვინის დაგემოვნებაც შეუძლიათ. „დაირა“ შეფმზარეულმა პარტნიორებთან ერთად გახსნა. როგორც ის BM.GE-სთან ჰყვება, გასტრობარი ყოფილი კაფეს ადგილას გაიხსნა და არსებული […]