“შტატების მხრიდან ვითომ მეგობრული საუბარი და მეორეს მხრივ, რაღაცა დაშინება, პირიქით მოქმედებს” – გურამ მაჭარაშვილი

,,ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი: ,,უნდა ვთქვათ, რომ ერთი კონგრესმენი ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებას. თუ ეს იქნება ოფიციალური წინადადება შტატებიდან, ჩვენ აქამდეც გვითქვამს და ვამბობთ, რომ პარტნიორული ურთიერთობა გვინდა შეერთებულ შტატებთან. ეს პირობა შეიძლება არ ეთქვათ, იმიტომ, რომ ეს არჩევნები თავისთავად ჩატარდება. კიდევ ვიმეორებ, შემოთავაზება თუ იქნება ოფიციალური ასეთი შტატებიდან, იგივე სავაჭრო შეთანხმებაზე, ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, […]

VIDEO: “ის ადამიანები, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში აქციებს აწყობენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არიან უმცირესობაში” – კალაძე ევროპული მარშის შესახებ

VIDEO: “ის ადამიანები, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში აქციებს აწყობენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არიან უმცირესობაში” – კალაძე ევროპული მარშის შესახებ კახა კალაძე ქვეყანაში მიმდიარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. „ხელისუფლებას ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ის ადამიანები, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში აქციებს აწყობენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არიან უმცირესობაში. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს […]

მელია კეზერაშვილზე: რაც უფრო შორს იქნება ქართული პოლიტიკისგან, მით უკეთესი ქვეყნისთვის

პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ მელია და გვარამია საზღვარგარეთ, დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ. მელიამ ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ კეზერაშვილთან შეხვედრას არცერთ საკითხთან დაკავშირებით არც ახლა გეგმავს და არც მომავალში. “ქართული ოცნების პარტიული ტელევიზიები, რომლებიც სუს-ის პირდაპირი დავალებით მოქმედებენ, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს, მე და […]

სლოვაკეთში მოქალაქეებმა უკრაინისათვის იარაღის შესაძენად 4 მილიონი ევრო შეაგროვეს

ერთი თვის განმავლობაში სლოვაკეთის მოქალაქეებმა 4 მილიონ ევროზე მეტი მოაგროვეს იმ აქციის ფარგლებში, რომელიც უკრაინისათვის სამხედრო ტექნიკის და საბრძოლო მასალების შესაძენად წამოიწყეს სამოქალაქო აქტივისტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა. “ევრონიუსის” ცნობით, ინიციატივა „საბრძოლო მასალა უკრაინისათვის“, სლოვაკეთში ამოქმედდა აპრილის შუა რიცხვებში და ერთი თვის განმავლობაში შემომწირველთა რაოდენობამ 67 ათასს მიაღწია. ამას წინ უძღოდა უკრაინის მემარცხენე-პოპულისტური მთავრობის კურსის […]

მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სადაც მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ხელშეწყობის მნიშვნელობას, რაც ბუნებაში ფუტკრისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო სასარგებლო მწერთა სასიცოცხლო როლზე მიუთითებს. ფუტკრის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით 20 მაისს ფუტკრის დაცვის დღე აღინიშნება. 2024 წელს, […]

მოხარულები ვართ, რომ EBRD-იმ საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია – ნათია თურნავა

მოხარულები ვართ, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა საქართველო ბაზრის განვითარების წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ EBRD-ის ხაზინისა და სებ-ის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების ახალი ანალიზის პრეზენტაციაზე განაცხადა. ერთობლივ ღონისძიებაზე EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა ოფიციალურად წარმოადგინეს ნაშრომი სათაურით „ფინანსური ბაზრის განვითარების […]

პრეზიდენტი კომისიის მიერ შერჩეულ სებ-ის საბჭოს წევრობის 5 კანდიდატს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატთან, რომლებიც სპეციალურმა შესარჩევმა კომისიამ წარადგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები 16 მაისს გაიმართა. „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტება უმნიშვნელოვანესია ეროვნული ბანკის სრულფასოვანი ფუნქციონირების, მისი დამოუკიდებლობისა და რეპუტაციის შენარჩუნებისათვის. ამასთანავე, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ევროკავშირის 9 დათქმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს პრეზიდენტის […]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანში, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში, მოქალაქეს ცირკული ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტყიბულის […]

აპრილში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 14.9 ათასი ტონა შეადგინა – იმპორტის 27.5% რუსეთზე მოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2024 წლის აპრილის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,9 ათასი ტონა, რაც 9,4 ათასი ტონით ანუ 170,9-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (5,5 ათასი ტონა) შედარებით. მ/წლის აპრილში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან – 10,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 68,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 4,1 […]

„ქართული ოცნება“ – ამგვარი კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში ორჯერ დაინიცირდა, მაგრამ დღის სინათლე ვერც ერთმა იხილა – ურთიერთობების გაუმჯობესება ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებებზე არაა დამოკიდებული

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული და ამისათვის არა „სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო“. ამ განცხადებით მმართველი პარტია გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული […]