1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7536 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0262 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9639 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9940 ლარს შეადგენდა. […]
ველი ბიზნესი – უნივერსალური გადაწყვეტა ნებისმიერი ინდუსტრიის ბიზნესისთვის

ველი ბიზნესი კორპორატიული შოპინგის ტრადიციულ პროცესს ცვლის და მას ბევრად უფრო მარტივ, სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. მრავალფეროვანი მიმართულებებითა და ინდივიდუალური მიდგომით ველი ბიზნესი ნებისმიერი ინდუსტრიისა თუ ზომის ბიზნესის საჭიროებებს აკმაყოფილებს. „მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპების, მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესების საჭიროებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება – ველი ბიზნესის შექმნისას, გვინდოდა თითოეული სეგმენტისთვის მათზე მორგებული გადაწყვეტები შეგვეთავაზებინა, რომლებიც შესყიდვების […]
EBIT 2024- ბათუმში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა გაიმართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბათუმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EBIT 2024 მიიღო მონაწილეობა. ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენა Expo Batum-ის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. EBIT 2024-ზე 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია, სასტუმრო, რესტორანი, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებელი, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სატრანსპორტო კომპანია, მუნიციპალიტეტი, ტურისტული ასოციაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო და […]
რუსეთში 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი ივან პოპოვი დააკავეს

რუსეთში 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალ-მაიორი ივან პოპოვი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, პოპოვმა თითქმის 2 ტონა მეტალის კონსტრუქციები გაყიდა, რომლებიც ზაპოროჟიეს მიმართულების გამაგრებისთვის იყო გამოყოფილი. გენერალი იმ პერიოდში ზაპაროჟიეს დაცვას ხელმძღვანელობდა. პოპოვთან ერთად საქმეში ფიგურირებს ბიზნესმენი კრასნოდარის ოლქიდან. ზარალი სავარაუდოდ 100 მილიონ რუბლს შეადგენს. საქმე ორგანიზებული თაღლითობის მუხლით განიხილება. პოპოვი 58-ე არმიის ხელმძღვანელობიდან 2023 […]
პუტინმა თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან შოიგუსთან დაახლოებული გენერალი გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს იური სადოვენკო, რომელიც ამ უწყების ყოფილი მეთაურის, სერგეი შოიგუს ახლო მოკავშირე იყო. სადოვენკოს პოსტზე ოლეგ საველიევი დაინიშნა. საველიევი აქამდე ბუღალტერიის პალატის აუდიტორი იყო. ის 2014-2015 წლებში იკავებდა ოკუპირებული ყირიმის საქმეთა მინისტრის პოსტს. ამის შემდეგ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 2014 წელს ის საველიოვი აშშ-ს მიერ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა, […]
ICC-ის დასასჯელად ყველა ზომას განვიხილავთ, მათ შორის სანქციებს – ჯონსონი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორების მიერ ისრაელელი მაღალჩინოსნების დაკავების ორდერების მოთხოვნის ფონზე, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ მათ წინააღმდეგ ზომებს განიხილავენ. “ისრაელი სამართლიან ომს აწარმოებს თავისი თავის გადასარჩენად, ხოლო ICC ცდილობს, ისრაელელი მაღალჩინოსნები ბოროტ ტერორისტებთან გააიგივოს, რომლებმაც 7 ოქტომბრის ხოცვა მოაწყვეს. თეთრი სახლის მხრიდან ლიდერობის ნაკლებობის ფონზე, კონგრესი ყველა შესაძლებლობას […]
სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება

ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კალოუბნის ქუჩის N18-ში თბილისის მერია კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობა. კერძოდ, დასრულებულია საფუძვლისა და ხიმინჯების მოწყობა, ასევე, მიმდინარეობს მე-2 სართულზე დიაფრაგმების ყალიბების მოწყობა. პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, […]
ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მლნ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა – The Lancet

Telethon Kids Institute-ის ახალი კვლევის თანახმად, 1974 წელს იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის (Expanded Programme on Immunisation)დაწყების შემდეგ, ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. აქედან უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვი იყო. კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა. EPI, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის მიერ, 1974 წელს დაარსდა. მისი მიზანი იყო ბავშვების ვაქცინაცია ჩუტყვავილაზე, ტუბერკულოზზე, დიფთერიაზე, ტეტანუსზე, ყივანახველაზე, პოლიომიელიტსა და წითელას […]
გიგა ბოკერია გენერალ ბრაუნის განცხადებაზე – ეს განცხადებაც იმ ღალატის გამოვლინებაა, რომელსაც ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა სჩადის საქართველოს მიმართ

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, გენერალ ჩარლზ ბრაუნის მიერ საქართველოში რუსულ გავლენებზე გაკეთებულ განცხადება „იმ ღალატის გამოვლინებაა, რომელსაც ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა სჩადის საქართველოს მიმართ“. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი მოკავშირე ამაზე საუბრობს, არამედ ის, რომ „ეს განცხადება საქართველოში არსებულ მძიმე რეალობას ასახავს“. „იმის ნაცვლად, რომ […]
ტურიზმის ადმინისტრაციისგან ოფიციალურად მოგვწერეს… გვეკითხებიან, რა განწყობა აქვს სექტორს – თამარ თანდაშვილი

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, არ უჭერს მხარს დისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს დონორ ორგანიზაციებთან გაერთიანების თანამშრომლობის ფორმატს, ქვეყნის სამსახურში მყოფი ორგანიზაციების რეპუტაციასა და მისიას, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც “რუსულ კანონს” ეხება. ტურიზმის ალიანსის თანადამფუძნებელი თამარ თანდაშვილი BMGTV-ის ეთერში ამბობს, რომ გუშინ გავრცელებული განცხადების შემდეგ მათ მიიღეს ოფიციალური წერილი ტურიზმის […]