ამასობაში, თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის
ამასობაში, თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის! ყველა ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტისა და საზოგადოების დაცვას სამართლებრივი ბერკეტებით ახერხებს, რათა პროქსი და ჰიბრიდული მანიპულაციებით ვერავინ მოახერხოს ზეგავლენა, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთი აპირებს “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონპროექტის მიმღები ქვეყნების რიგს შეუერთდეს. ქადაგიძის თქმით, თურქეთი, რომელიც ნატოს წევრი და […]
დაიძრა ყინული – ზაალ ანჯაფარიძე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ თურქეთი უერთდება იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც “უცხოელი აგენტების” კანონს განიხილავენ. ანალიტიკოსის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს 1 ივლისს წარედგინება. „უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს 1 ივლისს წარედგინება. დაიძრა ყინული“-წერს ზაალ ანჯაფარიძე. Previous: მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად […]
პარტნიორობა იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობაა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გამოცემა Politico-ს ინფორმაციაზე განაცხადა: “სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ნიშნავს უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას მუქარის გარეშე, გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა მიუღებელია.” ანალიტიკოსის განცხადებით, პარტნიორობის ფუძემდებლურ პრინციპებში ულტიმატუმების, დათქმების და შეზღუდვების დაწესება ვერ წაადგება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას. “ორ ქვეყანას შორის […]
იარაღის მოწოდებას და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე – საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის
იარაღის მოწოდებას და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე – საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე Politico-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს […]
ველი ბიზნესი – უნივერსალური გადაწყვეტა ნებისმიერი ინდუსტრიის ბიზნესისთვის

ველი ბიზნესი კორპორაციული შოპინგის ტრადიციულ პროცესს ცვლის და მას ბევრად უფრო მარტივ, სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. მრავალფეროვანი მიმართულებებითა და ინდივიდუალური მიდგომით ველი ბიზნესი ნებისმიერი ინდუსტრიისა თუ ზომის ბიზნესის საჭიროებებს აკმაყოფილებს.
ბორელი: მოლდოვამ EU-სთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ცნობით, მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. “მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა. ეს პარტნიორობა ქვეყნის გამძლეობას გააძლიერებს. საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად გავუმკლავდეთ უსაფრთხოების სფეროში საერთო გამოწვევებს, უფრო ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი ჩართულობა […]
,,ღირსებით მექსიკიდან!“ – სოფო ჭყონია

სოფო ჭყონია ,,ქართული ოცნების” განცხადებას ასე ეხმაურება: ,,ღირსებით მექსიკიდან! რა თქმა უნდა! უარი ვუთხრათ დასავლეთს. ევროპას და ამერიკას! ჩვენ მარტო რუსეთის ტ….ში შეგვათრევენ სამუდამოდ 🙌”
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7536 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0262 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9639 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9940 ლარს შეადგენდა. […]
მაიკლ კარპენტერი – შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას – ეს ორი რამ თავსებადი არ არის – გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ

შეუძლებელია, რომ ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა ამ კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყნის შიგნით. ეს ორი რამ არ არის თავსებადი, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა სურს, მას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს; ერთ-ერთი […]
გურამ ბაღდოშვილი რესტორან „ჩვენი“-ს პირველ ფილიალს ლისაბონში ხსნის

რესტორანი „ჩვენი“ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის. მისი დამფუძნებელი, შეფ გურამ ბაღდოშვილი ქვეყნის გარეთ პირველი ფილიალის გახსნას პორტუგალიის დედაქალაქში გეგმავს. BM.GE-სთან საუბრისას გურამ ბაღდოშვილი ამბობს, რომ „ჩვენი ლისაბონი“-ს გახსნა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბრისთვის სურთ და ამისთვის ქალაქის გულში შესაფერისი ფართიც უკვე ნაყიდი აქვთ. რესტორნის გახსნის საინვესტიციო ღირებულება კი 300 000 ევროა. „ჩვენ შევიძინეთ კომპანია, რომელიც 130 წლის […]