,,ქოცებოო, არ დათანხმდეთ არაფლით, ამერიკის შემოთავაზებას, სატნები არიენ მაგნები..” – გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე ,,ქართული ოცნების” განცხადებას ასე ეხმაურება: ,,ქოცებოო, არ დათანხმდეთ არაფლით, ამერიკის შემოთავაზებას, სატნები არიენ მაგნები . რაის სამხედრო დახმარებაო კაცო, რათ გვინდა მაგათი სამხედრო, ომში უნდათ რო ჩაგვითრიონ მაგ ფრიი იმნაირებმა? ისო კიდეო, ვიზალიბერალიზაციაო, რა სიკვტილათ გვინდა მაგათი სამათხოვროდ მოცემული ვიზალიბერალიზაცია მექსიკიდანაც დაშხოშიანათ გადავდივართ ჩვენ მაგ ამერიკაში.. ბჯოს.. #ამერიკის_საელჩო თქვენი მოსატყუარი […]

გიგა ბოკერია – ივანიშვილს და მის გარემოცვას ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ერთი გზით ესმით – ჩვენს მტერთან იდეოლოგიური და ფაქტობრივი შეკვრით

ივანიშვილს და მის გარემოცვას ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ერთი გზით ესმით – ჩვენს მტერთან იდეოლოგიური და ფაქტობრივი შეკვრით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა. ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე საუბრისას, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პირველად, 90-იანი წლების შემდეგ, საქართველოს აქვს შანსი, რუსულ გავლენას თავი დააღწიოს, მიაღწიოს ეკონომიკურ კეთილდღეობას და თავისუფალი, დასავლური სამყაროს წევრი გახდეს. „ერთ […]

შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი – შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული მდგომარეობით – დროა, საქართველომ გააგრძელოს წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ

შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული მდგომარეობით – დემონსტრაციებით, რომელსაც ვხედავთ, კანონით, რომელსაც იღებენ, – ამის შესახებ შესახებ შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ჯესიკა როსვალმა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა. „ახლა დროა, საქართველომ წინ გადადგას ნაბიჯები და გააგრძელოს წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ჯოზეფ ბორელი – მოლდოვამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს

მოლდოვამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩანის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შედეგად, მოლდოვა პირველი სახელმწიფო გახდა, რომელთანაც ევროკავშირმა უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. „ეს პარტნიორობა ქვეყნის მდგრადობას გააძლიერებს. ეს საშუალებას მოგვცემს უსაფრთხოების საერთო გამოწვევებს […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი პრობიოტიკებით გამდიდრებული ხაჭოს ახალი ტექნოლოგიებით დამუშავების შესაძლებლობებს იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მაგისტრანტი ლედი ხაჩიძე პრობიოტიკებით გამდიდრებული ხაჭოს ახალი ტექნოლოგიებით დამუშავების შესაძლებლობებს იკვლევს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, სამაგისტრო თემა – „პრობიოტიკებით გამდიდრებული ხაჭოს ტექნოლოგია მაყვლის დამატებით“, მოიცავს შერჩეული ლაბორატორიული სტარტერების და მაყვლის გამოყენებით გაუმჯობესებული სენსორული – ფერი, სუნი, გემო, ტექსტურა და რეოლოგიური – სიბლანტე, ელასტიურობა, […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპულ კონფერენციას (European Conference of Data Protection Authorities) უმასპინძლებს

13-16 მაისს, რიგაში გამართულ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 32-ე ევროპულ კონფერენციაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, როგორც მომდევნო ევროპული კონფერენციის მასპინძელი უწყება, სამსახურის უფროსმა – ლელა ჯანაშვილმა წარადგინა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, სამსახური ევროპულ კონფერენციას მომდევნო წელს, ბათუმში უმასპინძლებს. „საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთვის დიდი პატივია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი […]

მუსიკალურ-კულტურული ცენტრში კურტ ელინგისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა

თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალზე გაიმართა ჯაზმომღერლის, „გრემის“ ორგზის მფლობელის, კურტ ელინგისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. კურტ ელინგმა მსოფლიოს საუკეთესო ჯაზმომღერლებს შორის დაიმკვიდრა ადგილი და 25-წლიანი საშემსრულებლო კარიერის განმავლობაში მოიპოვა სამი „ვოკალური ჯაზის პრიზი“ საფრანგეთში, ორი „ექოს პრიზი“ გერმანიაში, ორი „ედისონის […]

,, რეალურად, ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს: ,, 1. ის, რასაც აშშ-ს პოზიციად ცდილობენ დღეს გაყიდონ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა, რომლის მსგავსი არაერთი დაინიცირებულა, თუმცა უშედეგოდ. 2. ⁠ინიციატივა ერთდროულად შეიცავს მუქარას და ქვეყანასთან ვაჭრობას მის სუვერენიტეტზე. მუქარას – სანქციებით, ვაჭრობას – ვიზალიბერალიზაციით, სამხედრო დახმარებით და თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობით. 3. რეალურად, ამ სატესტო ინიციატივის […]

შრომის ინსპექციის სამსახური – 2023 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 34 და დაშავდა 347 დასაქმებული

2023 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 34 და დაშავდა 347 (95 მძიმე და 252 საშუალო) დასაქმებული. როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 34 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან 100 ქალი და 247 კაცი. დოკუმენტის მიხედვით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა მშენებლობის სფეროში იყო. […]

ირანში გარდაცვლილი პრეზიდენტისთვის პატივის მისაგებად ათასობით ადამიანი შეიკრიბა – ებრაჰიმ რაისს ხუთშაბათს მშობლიურ ქალაქში დაკრძალავენ

ირანში, ქალაქ თავრიზში სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს, სადაც ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისისა და სხვების ცხედრებს ქუჩებში მსვლელობით აცილებენ. გარდაცვლილი პრეზიდენტისთვის პატივის მისაგებად თავრიზში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. თავრიზის შემდეგ ცხედრებს რელიგიურ ქალაქ ყუმში გადაასვენებენ. მომდევნო ორი დღის განმავლობაში მსვლელობა გაიმართება ირანის დედაქალაქ თეირანსა და რაისის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში. თეირანში დიდი პანაშვიდი გაიმართება. მოსალოდნელია, რომ […]