„ქართული ოცნების“ ოფისში, 21:00 საათზე, საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

„ქართული ოცნების“ ოფისში, 21:00 საათზე, საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. ამ დროისთვის უცნობია ვინ და რა საკითხზე ისაუბრებს. სავარაუდოდ, ბრიფინგი ვენეციის კომისიის დასკვნას შეეხება, რომელიც ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა.

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, პორტუგალიის შემადგენლობა ცნობილია

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა 26 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს. შეგახსენებთ, პორტუგალია საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ერთ ჯგუფშია და 26 ივნისს, ბოლო ტურში შეხვდება. მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტუ), ჟოზე სა (ვულვერჰემპტონი), რუი პატრისიუ (რომა) მცველები: ანტონიო სილვა (ბენფიკა), დანილუ პერეირა (პსჟ), დიოგო დალო (მანჩესტერი), გონსალო ინასიო (სპორტინგი), ჟოაო კანსელო (ბარსელონა), ნელსონ სემედუ (ვულვერჰემპტონი), […]

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რუსული კანონი უკან გაიწვიოს

ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. კომისია დასკვნაში საქართველოს ხელისუფლებას მტკიცე რეკომენდაციას აძლევს, გაიწვიოს რუსული კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით. “მისი [კანონის] ფუნდამენტური ნაკლოვანებებს მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ექნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებისთვის, საჯარო საკითხებში მონაწილეობის უფლებისთვის, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღკვეთის მიმართ”. – წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში. მასალა განახლებადია

ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა „მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდება არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ საქმიანობებს. ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება, რა თქმა უნდა, აღნიშნული არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. […]

ბადრი ჯაფარიძე – “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა” – “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ, ანტიეროვნულ პოზიციაში ცვლილებას არ ველოდები

მე შემიძლია, “ქართულ ოცნებაზე” ცნობილი გამონათქვამით გითხრათ – “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა”. აქედან გამომდინარე, რაიმე ცვლილებას “ქართულ ოცნების” მხრიდან, მათ ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ, ანტიეროვნულ პოზიციაში არ ველოდები, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არჩეული აქვს საზოგადოების დაყოფის, დაპირისპირების გზა. “ქართულ ოცნებას” არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს […]

ცესკო-ს თავმჯდომარე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წამომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკო-ში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წამომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ცესკო-ს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობებზე, ამომრჩეველთა განათლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობების შესახებ მისიის […]

გიგი წერეთელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE)-ის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE)-ის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოს შეხვდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. „რუსულ კანონს” და მასშტაბურ საზოგადოებრივ პროტესტს, ამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პარტნიორების რეაქციებს და თავად ევროპის საბჭოს ჩართულობას. „აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის დამტკიცების დღეს, თეოდოროს რუსოპულოსმა […]

მკაცრი რეკომენდაციაა, გააუქმოთ კანონი არსებული ფორმით – ვენეციის კომისიის დასკვნა

ვენეციის კომისია რუსულ კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. კომისია წუხს, რომ ქართულმა ოცნებამ კანონი მესამე მოსმენით კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე მიიღო. ვენეციის კომისია მკაცრად მოუწოდებს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ არსებული ფორმით კანონი ფუნდამენტურ ხარვეზებს გამოიწვევს, მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და საჯარო საქმიანობაში […]

რუსეთის სასამართლომ კარა-მურზას მოწამვლის საქმეების გამოძიებაზე უარი უთხრა

მოსკოვის სასამართლომ სამშაბათს გადაწყვიტა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი არ არის ვალდებული გამოიძიოს ციხეში მყოფი დისიდენტის, ვლადიმირ კარა-მურზას სიცოცხლის მოსპობის ორი მცდელობა. ამის შესახებ დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოცემა “მედიაზონა” ავრცელებს ინფორმაციას. მოსკოვში დაბადებული კარა-მურზა, რომელსაც როგორც რუსული, ისე – ბრიტანული პასპორტები აქვს, გასული წლის აპრილში დააპატიმრეს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ღალატის ბრალდებით. პოლიტიკოსმა არაერთხელ დაგმო […]

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს – ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი. დოკუმენტში წერია, რომ კანონის „ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით. „მისი [კანონის] ფუნდამენტური ნაკლოვანებებს მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ექნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებისთვის, საჯარო საკითხებში მონაწილეობის უფლებისთვის, […]