Politico: ევროკავშირი მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან, ევროკავშირში მისი გაწევრიანების შესახებ ივნისში

ევროკავშირის ხელმძღვანელობა დაბეჯითებით მოითხოვს, 25 ივნისიდან დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ წერს Politico წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანამოსაუბრეთა თქმით, უკრაინელი და ევროპელი დიპლომატები აქტიურად მუშაობენ “კულისებში” და ცდილობენ უნგრეთის დარწმუნებას. როგორც Politico აღნიშნავს, მოლაპარაკებების დაწყება მხარს დაუჭერს უკრაინას, რომელიც ორ წელიწადზე მეტია ებრძვის რუსეთს და დიდი ხანია მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. დეკემბერში, ევროპული […]
ტრამპის სოციალური ქსელი $327.6 მილიონიან ზარალზეა

ტრამპის სოციალური ქსელი Truth Social $327.6 მილიონიან ზარალზეა. ამის შესახებ ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს. კომპანიის აქციები ახლა 48.38 დოლარი ღირს, ხოლო თავად ტრამპი 5.5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების 64.9%-ს ფლობ. მას, საფონდო ბირჟაზე შესვლიდან, ექვსი თვის განმავლობაში აქციების გაყიდვა ეკრძალება. გავრცელებული ინფორმაციით, ძირითადი ზარალი TMTG-ის Digital World Acquisition Corp-თან შერწყმამ გამოიწვია.
ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. 26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობებზე, ამომრჩეველთა განათლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობების შესახებ მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია […]
მე-3 ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვის ნებართვების გაცემის წესი ამოქმედდა

მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესი დამტკიცდა. დადგენილება განსაზღვრავს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის და მის გაცემაზე უარის თქმის წესსა და პირობებს. სანებართვო დოკუმენტი ასოციაციების დონეზე გაიცემა, გასაცემი დოკუმენტაციის კვოტებიც სააგენტოებისთვის გამოიყოფა გაცემის წესს კი მხოლოდ სააგენტო ადგენს. 20 მაისს სააგენტოს დირექტორის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, მხოლოდ მას აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს […]
რუსეთიდან მიგრანტების შესაკავებლად ფინეთი ახალ კანონს იღებს

ფინეთის მთავრობამ 21 მაისს საგანგებო კანონპროექტი წარმოადგინა, რომლითაც ის ცდილობს, როგორმე შეზღუდოს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა მუდმივი შედინება რუსეთიდან. ჰელსინკი მიიჩნევს, რომ რუსეთი მიგრაციას პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს იმის გამო, რომ ფინეთი უკრაინას უჭერს მხარს და რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ტრანსატლანტიკურ ალიანსში, ნატოში გაწევრიანდა. გასულ წელს ფინეთმა რუსეთთან საზღვარი დახურა, მას შემდეგ, რაც […]
ფორმულა – სენატში მზადდება კიდევ ერთი აქტი, ის ოცნების წევრების სანქცირებას გულისხმობს

ფორმულას ვაშინგტონის ბიუროს ინფორმაციით, ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი აქტიურად მუშაობს კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს სანქციებს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში და ასევე, მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. საკანონმდებლო ინიციატივას “ქართველი ხალხის აქტი” ერქმევა. ფორმულას წყარო აცხადებს, რომ გარდა სანქციებზე ჩანაწერებისა, ტექსტი მოიცავს მყარ გარანტიებს იმისთვის, რომ ვაშინგტონის დახმარება […]
გაყინული რუსული აქტივების მოგება უკრაინის დასახმარებლად – ევროკავშირმა გეგმა დაამტკიცა

სამშაბათს ბელგიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ოფიციალურად მიიღეს გეგმა, რათა რუსეთის ცენტრალური ბანკის ევროკავშირში გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინის დაცვისთვის გამოიყენონ. მაისის დასაწყისში ევროკავშირის ელჩების მიერ მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მინისტრებს მხოლოდ გეგმის გაფორმება სჭირდებოდათ. რუსეთმა დასავლეთი არაერთხელ გააფრთხილა იმ შედეგების თაობაზე, რაც მის აქტივებთან შეხებას მოჰყვებოდა და ვაშინგტონს ბრალი დასდო, რომ ევროპას აიძულებს რადიკალური […]
ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. 26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობებზე, ამომრჩეველთა განათლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობების შესახებ მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია […]
მამუკა ხაზარაძე – ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ეთანხმება ალტერნატიული ცენტრის ჩამოყალიბების იდეას „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. მისი თქმით, ალტერნატიული ცენტრის შექმნის თაობაზე „ლელო“ მუშაობას აგრძელებს და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგმულია, თუმცა მეტ დეტალზე ამ ეტაპზე, ვერ ისაუბრებს. „მე ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. ჩვენ ამომრჩეველს და მოქალაქეებს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება. მე არ მინდა ასოცირებული […]
,,ქოცებო, ყველაზე დიდი ნაცი, გარეწარი და იმ ნაცების რეჟიმის ერთ ერთი მთავარი შემოქმედი გყოლიათ ლიდერად” – რას აქვეყნებს გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ,,ოცნების” დეპუტატის, 2005-2008 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გივი მიქანაძის ფრაზას აქვეყნებს და წერს: ,,კაცო ეს ადეიშვილის პირველი მოადგილე არ იყო და ამაზე ევროპულ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებში მრავალტომიანი ქეისები არ დაგვქონდა როგორც ყველაზე ბინძურ და გარეწარ დამწიოკებელზე და ხალხის გამაუბედურებელზე?.. ამის და ამისთანებისთვის არ ვებრძოდით წინა რეჟიმს?.. ქოცებო, ვის ეძახით […]