„გაჩუმდით, თქვენი ხმა არ გავიგოთ, ესაა დღეს მთავრობის დამოკიდებულება სექტორისადმი“ – ალავერდაშვილი

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის თქმით, მიმდინარე პროცესების ფონზე ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის, ხელისუფლება კი პროცესების გამოსწორებით დაინტერესებული არ არის. როგორც ალავერდაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ნაცვლად იმისა, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია მოვლენების ეპიცენტრში არსებული ტურისტული ობიექტების დახმარებით იყოს დაკავებული, მათი გზავნილი სექტორის გაჩუმებაა. „ტურიზმის ინდუსტრიას ბოლო წლებში არაერთი გამოწვევა ჰქონდა. გავრილოვის ღამის […]

“რეალურად ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება“- მამუკა მდინარაძე Politico-ს ინფორმაციაზე

ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, Politico-ში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. მდინარაძის თქმით, „ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება”. უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ წარმოუდგენელია მეგობარი ქვეყნის კანონმდებლისგან სანქციებით მუქარა, ქვეყნის ბედზე და მის სუვერენიტეტზე ვაჭრობა. მისი განცხადებით-ეს ყოველწლიური, გამუდმებული, ხელოვნური ტურბულენტობა და რევოლუციების მცდელობები ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს: […]

,, ხალხო, არ გეშინიათ?! საკუთარი ხელით ითხრით საფლავს!“ – რას აქვეყნებს თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ფოტოებს აქვეყნებს და წერს: ,,ვაშლიჯვრის მოსახლეობა დამიკავშირდა, სადარბაზოები წყლით გვევსება წვიმის დროსო. მივედი, რა თქმა უნდა გრუნტისა და წვიმისგან გრუნტში ჩაჟონილი წყალი მოდიოდა მდინარედ ლისის ფერდზე და ავსებდა წყლით სადარბაზოებს და მაჭავარიანის მართობულ ქუჩას. მოვექეცით ზემოთ, დაგვხდა ეს სურათი. მიუხედავად უამრავი გაფრთხილებისა, საოცარი ტემპით მიმდინარეობს მაჭავარიანის ქუჩის გაყოლებაზე, ფერდის ზემო განაშენიანება. დაუწყიათ […]

მაია ბითაძე – ყოველდღე ვფიქრობ, სადამდე მივა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, აქტივის, ჟურნალისტების ზიზღი და აგრესია – სავარაუდოდ, საკონცენტრაციო ბანაკებსაც შექმნიდნენ სიამოვნებით

ყოველდღე ვფიქრობ, სადამდე მივა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, აქტივის და ჟურნალისტების ზიზღი და აგრესია. სავარაუდოდ, საკონცენტრაციო ბანაკებსაც შექმნიდნენ სიამოვნებით. სალომე ქურასბედიანს ესხმიან თავს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახალი დეპუტატია ამ მოწვევის და არის უმაგრესი და უნიჭიერესი გოგო! – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს. „ყოველდღე ვფიქრობ სადამდე […]

ლანდსბერგისი: მადლობა ვენეციის კომისიას კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, მადლობას უხდის კომისიას კანონის გაუქმების “ძლიერი რეკომენდაციისთვის”. “როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის, და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ”, – წერს ის X-ზე.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისს, 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ციხისძირი, მუხრანი, ძველი ქანდა, წიწამური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – ჩანადირთკარი და საშაბურო; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – ფასანაური, ცხვედიეთი, ხევშა, ქოჩორაანი და მიმდებარე სოფლებში; […]

თურქეთმა მოდერნიზებული Su-25 ML Lachin გამანადგურებელი აზერბაიჯანს გადასცა

თურქეთმა მოდერნიზებული Su-25 ML Lachin გამანადგურებელი აზერბაიჯანს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია APA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თვითმფრინავი აღჭურვილია მართვადი ბომბებით და ტებერის რაკეტებით, ასევე აღჭურვილობით, რომელიც საკრუიზო რაკეტების კონტროლის საშუალებას იძლევა. თვითმფრინავი აღჭურვილია ANS/KKS პროგრამული უზრუნველყოფით, რათა გაზარდოს ფრენის დიაპაზონი ფრთების გახსნით და მკაცრი ამინდის პირობებში მეთვალყურეობის გაზრდის გზით. თვითმფრინავი ასევე აღჭურვილია KGK ლაზერული რაკეტების […]

პალესტინელთა ცნობით, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მსხვერპლია

21 მაისს ისრაელის ძალებმა რეიდი მოაწყო მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. პარალელურად, გრძელდებოდა შეტაკებები “ჰამასის” დაჯგუფებასთან ღაზის სექტორის სამხრეთში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში. პალესტინელთა ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა დღეს განაცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა შვიდი ადამიანი მოკლა ქალაქ ჯენინში მოწყობილი რეიდისას. ჯენინის სამთავრობო საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ დაღუპულთაგან ერთ-ერთი ექიმი იყო, ქირურგი. ისრაელის ძალები კი აცხადებს, რომ მისი […]

ბრიუსელს უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ივნისში სურს – Politico

Politico-ს ინფორმაციით, ბრიუსელში ოფიციალური პირები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ფორმალური მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობიან. როგორც გამოცემა წერს, ევროპელი და უკრაინელი დიპლომატები ინტენსიურად მუშაობენ უნგრეთის მთავრობასთან, რომ მიიღონ თანხმობა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებაზე. ხუთმა დიპლომატმა, რომლებმაც Politico-სთან ანონიმურობის დაცვით თქვეს, რომ მათი მიზანია, ფორმალური მოლაპარაკებები დაიწყოს არაუგვიანეს 25 ივნისისა. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ […]

კაკაბაძემ “კრაკოვიასთან” კონტრაქტი გააგრძელა

ბიჭო, დაეცადა, დასრულდებოდა ევროპის ჩემპიონატი და მერე შესაძლოა გაცილებით ძლიერი კლუბი გამოვენილიყო? თუ დააძალა კლუბმა? ვერ გავიგე რა ხდება! ნუთუ პოლონურ საშუალო კლუბზე ძლიერი არ შეიძლებოდა ყოფილიყო?!