“აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თქვა, მშურს უკრაინისო.. წარმოუდგენელია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს შურდეს, რაც ხდება სამწუხაროდ უკრაინაში“ – კახა კალაძე

“აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თქვა, მშურს უკრაინისო.. წარმოუდგენელია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს შურდეს, რაც ხდება სამწუხაროდ უკრაინაში“ – კახა კალაძე “აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გამოვიდა და თქვა, მშურს უკრაინისო.. წარმოუდგენელია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს შურდეს, რაც ხდება სამწუხაროდ უკრაინაში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად ზეწოლისა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს […]
ევროსაბჭოს გენმდივანი ოცნებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს

ვროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ქართულ ოცნებას მოუწოდებს, განახორციელოს რეკომენდაციები. “მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ჩვენი, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ევროპის საბჭო მზად არის დახმარების გაწევისთვის”, – წერს ის X-ზე. I call upon authorities to implement […]
გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ

მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის, და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ“, – წერს […]
Apple-ი უფრო თხელი iPhone-ების წარმოებას გეგმავს – The Information

ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი მომავალი წლიდან უფრო თხელი iPhone-ების წარმოებას გეგმავს. ამის სესახებ ინფორმაციას The Information-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ პოტენციური უფრო თხელი სმარტფონის წარმოება სავარაუდოდ 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყება და მას Apple-ი iPhone 17-თან ერთად წარადგენს. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით Apple-ი კომენტარის გაკეთებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებს. ტექნოლოგიური ანალიტიკოსების მოსაზრებით, Apple-ის გადაწყვეტილება კომპანიის კონკურენტული უპირატესობის გაზრდას ემსახურება. […]
ევროპის საბჭოს გენმდივანი: მოვუწოდებ მთავრობას, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რათა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ევროპის საბჭო მზად არის დახმარების გასაწევად. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ქართულ ოცნებას მიმართავს. მანამდე, ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩია, ამ ფორმით კანონი უკან გაიწვიოს.
“თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება” – კახა კალაძის განცხადება

“თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება” – კახა კალაძის განცხადება კახა კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით დარეგისტრირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა. „ეს არის მკაფიო დასტური იმისა, რომ თუ ვინმეს რაიმეს გაკეთება უნდა, აბსოლუტურად არავის აქვს წინააღმდეგობა ამასთან მიმართებით. მინდა, ცოტა უკან დავბრუნდე და კიდევ ერთხელ ხაზი […]
ევროსაბჭოს გენმდივანი ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები რუსული კანონის უკან გაწვევასთან დაკავშირებით. „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ევროპის საბჭო მზადაა დასახმარებლად,“ — წერს გენერალური მდივანი. ვენეციის კომისიამ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავ რუსულ კანონზე რეკომენდაციები 21 […]
მამუკა ხაზარაძე – სათქმელი აღარაფერი დარჩა, “ოცნების” ხელისუფლება საქართველოს დეკლარირებულ და კონსტიტუციით დადგენილ ინტერესებს ღალატობს – გააჩერეთ ეს კანონი!

ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებები გავხსნათ ევროკავშირთან – ეს არის “ოცნების” “რუსული პოლიტიკის” შედეგი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საფუძველს აძლევს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მუშაობა დაიწყონ. „ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებები გავხსნათ ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანებაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კი, […]
ვენეციის კომისია – ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ – უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად

ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ – მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაშია ნათქვამი. როგორც ვენეციის კომისია განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქართული კანონმდებლობა უკვე მოიცავს პირობებს, რომელიც ვალდებულებებს აკისრებს ორგანიზაციებს რეგისტრაციის, ასევე, ანგარიშების ჩაბარების, მათ შორის […]
იაგო კაჭკაჭიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაწყვიტა, რკინის ფარდა ჩამოაფაროს – ბრიფინგზე გამოიყვანეს უცნობი ადამიანი, რომელსაც დეპუტატებიც კი არ იცნობენ, ეს არის ჟესტი, აბუჩად აიგდეს ავტორიტეტული ორგანო

„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ რკინის ფარდა ჩამოაფაროს მასა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის, – ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პლიტრანიუსის გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ოფისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა. იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ წავიდეს „ვა-ბანკზე“ , ანუ „წავიდეს ავტორიტარიზმის გამყარების მიმართულებით“. […]