ნიდერლანდები აღარ დაუშვებს შვილად აყვანას უცხო ქვეყნებში

ნიდერლანდების მთავრობის მინისტრმა 21 მაისს განაცხადა, რომ ნიდერლანდები აღარ მისცემს უფლებას თავის მოქალაქეებს, ბავშვები უცხო ქვეყნებიდან იშვილონ. იურიდიული დაცვის მინისტრმა, ფრანკ ვეერვინდმა თქვა, რომ ქვეყნებს შორის საჭირო პროცედურები უკვე დაიწყო და ისინი ამ დროისთვის გრძელდება. გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ნიდერლანდელმა მშობლებმა დაახლოებით 40 000 ბავშვი იშვილეს 80 ქვეყნიდან. ეს პრაქტიკა ბოლო წლებში შემცირდა: 2019 წელს […]

,, რაცხა ნამეტანი “ჯანსაღია” ეს “არაჯანსაღი” ოლიგარქი . მეშინია ბიძინას არ გადაუჯოკროს” – თაკო ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე

პარლამენტის წევრი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძეზე წერს: ,,ჯანსაღი ძალები უნდა გავერთიანდეთ ნაც მოძრაობის გარეშე” ანუ მეო ხაზარაძემ ანუ ჯანსაღი ძალა მე ვარო, ჰოდა რავიცი ასე არ ფიქრობს ბევრი თორემ არ მიარჭობდნენ შუბლზე (აქციაზე) “მწვანე ლაზერის წკიპურტს” . ვახ არ დაგვღალეს ამ “ჯანსაღმა” ოლიგარქებმა არაჯანსაღი ამბიციებით და ფანტაზიებით……. ამ კაცს უთხრას ვინმემ, რომ ჯანსაღი […]

მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც უსაფრთხოებისა და თავდაცვის პაქტი გააფორმა ევროკავშირთან

მოლდოვამ ხელი მოაწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობას ევროპის კავშირთან. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თქმით, მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთ პაქტს მოაწერა ხელი. “ეს პარტნიორობა გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას. ის შესაძლებლობას მოგვცემს, შევიმუშავოთ ერთობლივი მიდგომა უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ, ის უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს ჩართულობას და გზას გაუხსნის თანამშრომლობის ახალ სფეროებს”, – განაცხადა ბორელმა. მოლდოვამ, პროდასავლური […]

ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინისთვის გამოიყენებენ

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ოფიციალურად მიიღეს გეგმა, რომლის მეშვეობითაც რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინის სამხედრო და სხვა ტიპის დახმარებას მოხმარდება. აღნიშნული ინფორმაცია ბელგიის მთავრობამ 21 მაისს გაავრცელა. მანამდე, ევროკავშირის ელჩებმა გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებაზე შეთანხმებას მაისის თვის დასაწყისში მიაღწიეს, თუმცა ამჯერად გეგმაზე მინისტრებიც შეთანხმდნენ. თავის მხრივ, აღნიშნული გეგმა მაღალი რანგის რუსმა დიპლომატმა […]

რიმა ბერაძე და ნინო წილოსანი სალომე ქურასბედიანს ექომაგებიან

ოცნების დეპუტატები, რიმა ბერაძე და ნინო წილოსანი მათი გუნდის წევრს, სალომე ქურასბედიანს სოციალურ ქსელში მხარდამჭერი ტექსტებით ექომაგებიან. ქურასბედიანმა, რომელიც აქამდე ოცნების პრესკონფერენციებზე არ გამოჩენილა, 21 მაისს ვენეციის კომისიის დასკვნაზე მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. “ვენეციის კომისიაზე ქართული ოცნების ოფისში ჩატარებულ ბრიფინგს შინაარსობრივად რომ ვერ შეუტიეს, პარლამენტის წევრ სალომე ქურასბედიანს დაესხნენ თავს. სამწუხაროდ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქალი […]

ხაზარაძე: ერთიანი სიის არ მჯერა, გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე

ამომრჩევლებს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება. მე არ მინდა ვიყო ასოცირებული იმ ძალასთან, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ეს ქვეყანა, კარგად ვნახეთ. მე არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, გვაქვს ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ მეტ დეტალს ვერ გეტყვით. ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან […]

გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო გაზის მიწოდება დროებით 5000- მდე აბონენტს შეუწყდება

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ისანი-სამგორის რაიონში, გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით ხვალ, 22 მაისის 22:00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით 5000 მდე აბონენტს შეუწყდება. მათივე ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს – 23 მაისის, 10:00 სთ-დან და დასრულდება საღამოს 18:00 სთ-მდე. „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. „გაზის მიწოდება შეუწყდება: შანდორ პეტეფის ქუჩაზე, ნაკვ. 04/043-ში მდებარე შპს […]

რა გავლენა მოახდინა „რუსულმა კანონმა“ ტურისტულ სექტორზე?

კომპანია WST -ის და „ტურები და ბილეთების“ დამფუძნებელი, გერმანე ჭელიძე BM.GE-სთან ტურიზმის სექტორზე „რუსული კანონის“ გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „რუსულ კანონზე“ ლაპარაკი დაიწყო, ონლაინ ჯავშნების დაახლოებით 20-25% გაუუქმდათ. მისივე ინფორმაციით, ტურიზმის სექტორის მაცოცხლებელი სტაბილურობაა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში, სექტორი დაღუპვისთვისაა განწირული. „რა თქმა უნდა „რუსულმა კანონმა“ ჩვენზე გავლენა მოახდინა, რადგან […]

საწვავის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის – „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდება, საწვავის ფასი დაიწევს. როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამჟამად „მომატებული ფასების ტენდენცია არის, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ განგაში ავტეხოთ“. „რყევები იქნება იმიტომ, რომ ამას წლების განმავლობაში პრაქტიკა გვაჩვენებს. თუ მოიკლებს, ცუდი არ იქნება და უნდა მოიკლოს. ეს ყველა ბრენდირებული კომპანიის […]

ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტური პარლამენტი ქართველ სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს

ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტური პარლამენტი განცხადებას აქვეყნებს და ქართველ სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს. ისინი წერილს აქვეყნებენ და აღნიშნავენ, რომ “აღფრთოვანებულები არიან თითოეული სტუდენტით, რომლებიც მიუხედავად რთული გარემოებისა, არ ფიქრობენ გაჩუმებაზე”. “ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტების სახელით გვსურს გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მხარდაჭერა თქვენს მიმართ ამ დაძაბულ და გადამწყვეტ დროს, როდესაც თქვენი და თქვენი თანამებრძოლების ღირებულებების დაჟინებით დაცვას შესაძლოა […]