რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე

უკრაინის ქალაქი სუმი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ძალებმა ენერგოობიექტებს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ ღამით საოკუპაციო ძალებმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით დაარტყეს სუმის ოლქის შოსტკის და კონოტოპის რაიონებში მდებარე ენერგოობიექტებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების აღდგენა. რუსეთი არაერთი თვეა ინტენსიურად უტევს უკრაინის ჰესებს, თბოელექტროსადგურებს და სხვა ენერგოობიექტებს. […]
უკრაინამ და შვედეთმა უსაფრთხოების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს

უკრაინისა და შვედეთის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვა აწარმოებდა. მხარეებმა განიხილეს ხელშეკრულების პროექტის დებულებები და შეთანხმდნენ შემდგომი ნაბიჯების შესახებ დოკუმენტის სწრაფად დასასრულებლად და ხელმოწერისთვის. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება ცხრა ქვეყანასთან გააფორმა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაისის დასაწყისში […]
იტალიის თავდაცვის მინისტრი ჰოსპიტალიზებულია

იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც ქვეყნის თავდაცვის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე შეუძლოდ გახდა. მედიის ინფორმაციით, მინისტრი სან კარლო დი ნენსის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის თებერვალში, კარდიოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობდა. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის თავდაცვის მინისტრს გამოკვლევისას პერიკარდიტის მსუბუქი ფორმა დაუდგინდა და გულის დაზიანება არ დადასტურებულა.
ენტონი ბლინკენი მზადაა, ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე კონგრესთან იმუშაოს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, იმუშაოს კონგრესთან, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციები დააწესოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტის მოსმენაზე „რესპუბლიკელმა“ ლინდსი გრეჰემმა ბლინკენს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები უნდა დაუწესოს სასამართლოს პროკურორ კარიმ ხანის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა. „მსურს […]
კონგრესმენთა ჯგუფი პენტაგონს მოუწოდებს, უკრაინას რუსეთში მდებარე სამიზნეებზე შეტევის ნება დართოს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა გაავრცელა კონგრესმენთა ჯგუფის მიმართვა თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის მიმართ, სადაც მინისტრს მოუწოდებენ, დაუშვას უკრაინის თავდასხმა რუსეთში მდებარე სამიზნეებზე და გააფართოოს უკრაინელების წვრთნა ამერიკულ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე. კანონმდებლები თვლიან, რომ უკრაინელებს არ შეუძლიათ ეფექტურად დაიცვან თავი ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო, რომელიც უნდა შეიცვალოს. „ჩვენი უკრაინელი მოკავშირეები ითხოვენ ნებართვას გამოიყენონ შეერთებული […]
ბოლო ზარი პარლამენტის წინ

ბოლო ზარის ცერემონიის აღნიშვნა, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა საპროტესტო მსვლელობითა და პარლამენტის წინ, აქციაზე შეკრებით დაასრულეს. “დღეს უნდა ვიბრძოლოთ, რომ ხვალ რუსეთში არ გავიღვიძოთ. გართობას მერეც მოვასწრებთ”, – მიიჩნევენ აბიტურიენტები. “რუსული კანონის” წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
ისრაელის ჯარმა პალესტინელთა ტერიტორიაზე – ჯენინში, პალესტინელების თქმით, შვიდი ადამიანი მოკლა

ისრაელის ჯარებმა 21 მარტს რეიდი მოაწყვეს იორდანეს დასავლეთ ნაპირის ქალაქი ჯენინში და და Reuters-ის თანახმად, მოკლეს შვიდი პალესტინელი, მათ შორის ექიმი. მსხვილ ოპერაციაში ჩართული იყო ათობით სატრანსპორტო საშუალება, როგორც თვითმხილველებმა და პალესტინის ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ოპერაციის სამიზნე იყვნენ შეიარაღებული მებრძოლები ქალაქში, რომელიც დიდი ხანია წარმოადგენს მათ შორის, ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში […]
“კოშმარად ქცეული ოცნება” – კონგრესმენი სტივ კოენი

კონგრესმენი სტივ კოენი ამბობს, რომ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, აკარგვინებს ამერიკას და ევროკავშირს სურვილს კარი გაუღონ საქართველოს. კოენი, რომელიც 2012 წლის 2 ოქტომბერს თბილისში იყო, დღეს ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა ხალხს იმედი გაუცრუა და დაპირებები არ შეუსრულა.
აშშ და ევროკავშირი აკრიტიკებენ კოსოვოს “არაკოორდინირებულ” ნაბიჯებს სერბებით დასახლებულ არეალში

ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მზარდი შეშფოთება გამოთქვეს კოსოვოს პრემიერ-მინისტრის, ალბინ კურტის მთავრობის არაკოორდინირებულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის დაძაბულობის შემდგომ გამწვავებას ეთნიკურ უმცირესობაში მყოფ სერბებთან კოსოვოს ჩრდილოეთში. 21 მაისს, პრიშტინაში ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ნიკოლ ჩულიკმა მოუწოდა კოსოვოს, “მოუსმინოს თავისი უახლოესი პარტნიორების რჩევებს,” როცა სერბეთის ნაწილობრივ აღიარებული ყოფილი პროვინცია ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში […]
მიქაუტაძით სამი ფრანგული კლუბი სერიოზულად დაინტერესდა

le10sport წერს, რომ “მეცში” ბრწყინვალე სეზონის მეორე ნახევრის ჩატარების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძით ფრანგული და საზღვარგარეთული კლუბები დაინტერესდნენ. გამოცემის ცნობით, “მეცმა” შეიძლება “აიაქსისგან” მიქაუტაძე 13 მილიონ ევროდ გამოისყიდოს და იხეიროს კიდეც – 20-25 მილიონად გაყიდოს. აღნიშნულია, რომ ლიგა 1-ის კლუბებიდან განსაკუთრებით გიორგის მშობლიური “ლიონი” და “ლილი” აქტიურობენ, ხოლო “მონაკო” ჩასაფრებულია და არაა გამორიცხული, ზაფხულში მის შეძენას […]