ბათუმში, სკოლა „ევრო 2000“-ის მასწავლებლებმა პროტესტის ნიშნად გორგილაძის ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში, სკოლა “ევრო 2000“- ის მასწავლებლებმა პროტესტის ნიშნად გორგილაძის ქუჩა გადაკეტეს. პედაგოგების განცხადებით, აქცია-გაფიცვას აწყობენ და მოითხოვენ, რომ ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები დროულად გათავისუფლდნენ. „500- მდე ადამიანი არის დაკავებული, 300- ზე მეტი კი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, არ შეიძლება სკოლაში ერთი რამ ისწავლებოდეს და ქვეყანაში სხვა რამ ხდებოდეს. თუ […]

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა, რომლის თანახმადაც, დაუმთავრებელ მშენებლობებს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების ვადა გადაუვადდებათ. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა, თავის დროზე კანონის მიღებით დაუმთავრებელი მშენებლობების ხელშეწყობა მოხდა. კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი ცვლილება 2020 წელს „ადგილობრივი მოსაკრებლების […]

პაველ ჰერჩინსკი ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია X-ზე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ გამოაქვეყნა. “მან გაიზიარა სინანული ქართული ოცნების ევროკავშირისა და მისი ღირებულებების დაშორების გამო და ხაზი გაუსვა იმ საშინელ შედეგებს, რაც მოაქვს ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობებზე”, – წერს დელეგაცია. პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ბიზნესმენები ღრმად შეშფოთებულები არიან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ის […]

მაჭარაშვილის თქმით, “ხალხის ძალა” უმრავლესობას ტოვებს და “ჯანსაღ ოპოზიციას დაუდებს სათავეს”

ქართული ოცნების სატელიტმა პარტიამ, ხალხის ძალამ გადაწყვიტა ერთპარტიული პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. როგორც გურამ მაჭარაშვილმა თქვა, ამის მიზანი “ჯანსაღი ოპოზიციის” ჩამოყალიბებაა. მის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. 2022 წელს ქართული ოცნება რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და ცალკე პარტია ხალხის ძალა ჩამოაყალიბა. მაშინ მიზეზად გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეუთავსებლობა დასახელდა. ამავე დროს, ხალხის ძალა დარჩა საპარლამენტო უმრავლესობაში, მისი წევრები […]

თბილისის მერიასთან საჯარო მოხელეების აქციას ლექტორები შეუერთდნენ

თბილისის მერიასთან საჯარო მოხელეების აქციას ლექტორები შეუერთდნენ თბილისის მერიასთან საჯარო მოხელეები იკრიბებიან – აქციაზე მივიდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები, რომლებიც ამბობენ, რომ 1 საათით გაიფიცნენ და გამოვიდნენ აუდიტორიებიდან, რათა გააპროტესტონ “არალეგიტიმური ხელისუფლების ის ქმედებები, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ხორციელდება.“ ლექტორები მიიჩნევენ, რომ “აკადემიური სივრციდან გამოსვლა აუცილებელი წინაპირობაა სწორედ იმ ცოდნისა და კულტურული გაზიარებისა, რასაც დასავლური ღირებულებები […]

სტუდენტების პროტესტი – განათლების ეროვნულ ცენტრთან ახალგაზრდები იკრიბებიან

სტუდენტების პროტესტი – განათლების ეროვნულ ცენტრთან ახალგაზრდები იკრიბებიან სტუდენტების პროტესტი – განათლების ეროვნული ხარისხის ცენტრთან ახალგაზრდები და ლექტორები იკრიბებიან. ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოშალეს EQAR დაENQA სიიდან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენმა უმაღლესმა განათლებამ ევროპაში ნდობა დაკარგა. აქციის მონაწილეები ასევე მოთხოვენ, გათავისუფლდეს ყველა დაკავებული მოქალაქე და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. […]

„ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ „ჯანსაღ ოპოზიციაში“ გადადის

ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფი – „ხალხის ძალა“ – აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას გამოეყოფა და „ჯანსაღი ოპოზიციის“ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთანხმებლობა არ ჰქონიათ. „სამწუხაროდ, ყველა პრობლემასთან ერთად, ქვეყანაში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს თავისი […]

სი ძინ პინი ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება – CBS

ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი არ დაესწრება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას, რომელიც ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. მოსალოდნელია, რომ ცერემონიას დაესწრება ჩინეთის ელჩი აშშ-ში, რაც სტანდარტული პროცედურაა. ამერიკული ტელეარხის თანახმად, ინაუგურაციას დაესწრებიან ასევე ჩინეთის სხვა ოფიციალური პირები, მაგრამ არა სი ძინ პინი. CBS News-ის ცნობით, არაოფიციალური […]

„ხალხის ძალა“ ფსევდოოპოზიციას ქმნის

„ხალხის ძალამ“ გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას, — განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც უნდა ედებატოს ხელისუფლებას ქვეყნის განვითარებისთვის. „ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ოპოზიციას რადიკალური შევარქვით, მაგრამ ამანაც არ უშველა. შესაბამისად, საქართველოში დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება […]

კახა კალაძე – ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს, საღამოს აინთება, აქცია-მანიფესტაცია კი, დილის საათებშია დაგეგმილი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება, აქცია-მანიფესტაცია კი რუსთაველის გამზირზე დილის საათებშია დაგეგმილი. ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ საახალწლო განწყობის შექმნას განსაკუთრებით პატარები ელოდებიან. „არაერთი განმარტება გავაკეთეთ ახალ წელთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი პატარები განსაკუთრებით ელოდებიან. მნიშვნელოვანია, დედაქალაქის მერიამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, […]