აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა წმიდისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარიში (1087)

წმიდა ნიკოლოზი დაიბადა ლუკიის მხარის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულზე), შეძლებულ ოჯახში. მისი ღვთისმოშიში მშობლები დიდხანს ევედრებოდნენ უფალს, მათთვის შვილი მიემადლებინა. ღმერთმა ისმინა თეოფანეს და ნონას თხოვნა და მისცა ვაჟი, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. წმიდა ნიკოლოზი სიყრმეშივე ღრმად განისწავლა საღმრთო წერილში. პართიის ეპისკოპოსმა ღვთისმოშიში ყმაწვილი მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება მრავალი სასწაულით […]

მიცვალება ღირსი შიო მღვიმელისა (VI)

ღირსი შიო მღვიმელი, ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის იოანეს (ხსენება 7 მაისს) ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც წინასწარჭვრეტის მადლით […]

საქართველოს ევროპაში ყველაზე მეტი უქმე დღე აქვს

საქართველოს ევროპაში ყველაზე მეტი უქმე დღე აქვს. მიზეზი მთავრობის 30 აპრილისა და 15 მაისის დადგენილებებია, რის საფუძველზეც, ჯერ 7,8,10 მაისი გამოცხადდა უქმე დღედ, შემდეგ კი 2024 წლის 17 მაისი(ოჯახის სიწმინდის დღე). ოფიციალურად, შრომითი კოდექსის თანახმად დასვენებებისთვის წელიწადში 17 დღე არის გამოყოფილი, მაგრამ წელს მათი რაოდენობა 21-მდე არის გაზრდილი, რაც ევროპის მასშტაბით რეკორდული მაჩვენებელია. ცნობისთვის, საფრანგეთში […]

სათქმელი აღარაფერი დარჩა, “ოცნების” ხელისუფლება საქართველოს დეკლარირებულ და კონსტიტუციით დადგენილ ინტერესებს ღალატობს – მამუკა ხაზარაძე

ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებები გავხსნათ ევროკავშირთან – ეს არის “ოცნების” “რუსული პოლიტიკის” შედეგი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საფუძველს აძლევს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მუშაობა დაიწყონ. „ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებები გავხსნათ ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანებაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კი, […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 24-29 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18-23 გრადუსი იქნება. ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ დედაქალაქში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსი დაფიქსირდება, სინოპტიკოსების ცნობით, 24 მაისიდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი და მათივე თქმით, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.

გაზის მიწოდება 5000-მდე აბონენტს შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, ისანი-სამგორის რაიონში, გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით, ხვალ, 22 მაისის 22:00 საათიდან, გაზის მიწოდება, დროებით, 5000-მდე აბონენტს შეუწყდება. კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს – 23 მაისის, 10:00 სთ-დან და დასრულდება საღამოს 18:00 სთ-მდე. “გაზის მიწოდება შეუწყდება: შანდორ პეტეფის ქუჩაზე, ნაკვ. 04/043-ში მდებარე შპს ,,ტრიუმფ გრუპი”-ს, ვარკეთილის IV მ/რ – კვ. 3-ში მდებარე […]

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია „უცხოური გავლენის კანონის“ გაწვევის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი არ მიიღოს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ვენეციის კომისიის „მკაცრ რეკომენდაციას” ეხმაურება, რომლის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით. „ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია „უცხოური გავლენის კანონის“ გაწვევის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი არ მიიღოს და საქართველო ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს დაუბრუნდეს“, – წერს მარგუს ცაჰკნა. შეგახსენებთ, ვენეციის […]

წილოსანი: ვენეციის კომისიის დასკვნა უფრო მეტად არეულობების მუხტის აწევას ემსახურება

სამწუხაროდ, როგორც მოველოდით, ვენეციის კომისიის დასკვნა უფრო მეტად ემსახურებოდა ქვეყნის შიგნით ამ რაღაც არეულობების მუხტის აწევას და არა ამ კანონთან დაკავშირებულ შინაარსობრივ შენიშვნებს. თავისთავად, ჩვენი მხრიდან, აქამდე არსებული შეთავაზებაც, ნებისმიერი შინაარსის კუთხით ამ კანონის დახვეწასთან დაკავშირებით, ასევე დგას ძალაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ ვგებულობთ და ვერ ვიღებთ და ვერ მივიღეთ ამ დრომდე ჩვენი პარტნიორების […]

როგორი იქნება „დიღომი ჰესი“ და რა კავშირი აქვს მშენებლობას ტარიელ გიორგაძესა და რუსეთის მოქალაქეებთან?

თბილისში ახალი ჰესი აშენდება. საბურთალოსა და გლდანის ადმინისტრაციული რაიონების ტერიტორიაზე 11,26 მგვტ დადგმული სიმძლავრის კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგური – „დიღომი ჰესის“ მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. შპს „დიღომი ჰესის“ სკრინინგის ანგარიშის მიხედვით, რომელიც გასული წლის ზაფხულში გამოქვეყნდა, პროექტის ხანგრძლივობა 12 თვეს, ღირებულება კი 23 210 241 დოლარს შეადგენს. „დიღომი ჰესის“ საპროექტო დადგმული სიმძლავრე 11.260 მგვტ, ხოლო საშუალო მრავალწლიური […]

“ჩელსიმ” პოჩეტინო გაათავისუფლა

“ჩელსიმ” მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა, ამის შესახებ ინფორმაცია ლონდონურმა კლუბმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. “არისტოკრატებმა” პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩი მოიგეს და თითქოს არგენტინელის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დამდგარიყო, “ჩელსიმ” პოჩეტინოს ხელმძღვანელობით ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საგზურიც მოიპოვა, ამიტომ “ლურჯების” ხელმძღვანელების ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. პოჩეტინომ “ჩელსი” გასულ ზაფხულს ჩაიბარა და კლუბთან 2 […]