„არ გავჩერდებით მარტო ერთ „წიწილაზე“ – თბილისში ქათმის პირველი რესტორანი გაიხსნა

რამდენიმე დღის წინ, თბილისში, კოსტავას გამზირზე ქათმის პირველი რესტორანი „წიწილა“ გაიხსნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „წიწილას“ თანადამფუძნებელი მარიამ მარხულია ამბობს, მათი რესტორანი რამდენიმე დღეში „ვოლტზე“ და „გლოვოზე“ დაემატება და მიტანის სერვისიც ექნებათ. რაც შეეხება გეგმებს, წელს სურთ „წიწილა“ ბრენდად აქციონ და სამომავლოდ მარტო ერთ რესტორანზე გაჩერებას არ აპირებენ. „კომერსანტი“ მარიამ მარხულიას „წიწილას“ შექმნაზე, მენიუზე, ფასებსა და […]
რუსეთი ბალტიის ზღვაში თავისი საზღვრების გაფართოებას აპირებს

რუსეთის ხელისუფლება აპირებს ბალტიის ზღვაში თავისი ტერიტორიული წყლები გააფართოვოს ლიეტუვის და ფინეთის საზღვრებთან. ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times-ი წერს რუსეთის სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. რუსეთის მთავრობის დადგენილების პროექტით, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა, რუსეთი აპირებს შიდა ტერიტორიულ წყლებად გამოაცხადოს აკვატორიის ნაწილი ფინეთის ყურის აღმოსავლეთით და კალინინგრადის ოლქის ქალაქების, ბალტიისკის და ზელენოგრადსკის მახლობლად. ამისთვის […]
უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძემდე გვირაბის გაყვანაზე მერია ხელშეკრულებას ამზადებს – გამარჯვებული გამოვლენილია

თბილისის მერია უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩისკენ ახალი გვირაბის გაყვანას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად გვირაბის გაყვანა 14 მილიონი ლარი დაჯდება. შესყიდვაზე წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწყო და 13 მაისს დასრულდა. სისტემაში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი შპს “ნიუ ტრანს როუდი” ჩანს, რომლის მხრიდანაც წარდგენილი ფასი 11’787’078 ლარია. ამ ეტაპზე თბილისის მერია კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულებას […]
ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გაღვივებას ემსახურება – ნინო წილოსანი

“ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პოლიტიკური გზავნილებით არის გაჯერებული, რომელიც, დამატებით, არაერთ ფაქტობრივ შეცდომას შეიცავს. საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, წერილში სამართლებრივი მსჯელობა პრაქტიკულად არ არის და ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს მანიპულაციურ მიდგომებსა და საქართველოში საპროტესტო მუხტის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებენ. “შინაარსობრივი არგუმენტები არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ არცერთ ექსპერტსა თუ წარმომადგენელს არ მოუწოდებია. ვენეციის […]
ავიაკატასტროფაში დაღუპული ირანის პრეზიდენტის სამგლოვიარო ცერემონია თეირანში მიმდინარეობს

ირანში სამგლოვიარო ცერემონია გრძელდება. ავიაკატასტროფაში დაღუპული პრეზიდენტისა და ჩინოსნებისთვის პატივის მისაგებად, თეირანში ათასობით ადამიანია გამოსული. პრეზიდენტის ცხედარი დღეს დილით თეირანის ყველაზე დიდ მეჩეთში გადაასვენეს, სადაც პანაშვიდი გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ლოცვას ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ჰამენეი უხელმძღვანელებს. ირანის პრეზიდენტს ხვალ მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ. ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ […]
ცაკნა: ვენეციის კომისიის დასკვნა მთავრობისთვის ნიშანი უნდა იყოს, რომ არ მიიღონ კანონი

ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის დასკვნა საქართველოს მთავრობისთვის მკაფიო ნიშანი უნდა იყოს, რომ არ მიიღონ უცხოური გავლენის კანონი და დააბრუნონ საქართველო ევროპული ნორმებისა და პრინციპებისაკენ.
მაჭარაშვილი: ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა

ბოლოში რომ მიეწერა ვენეციის კომისიას – “არა რუსულ კანონს“, აი, ეს იყო შინაარსი. გარდა სამართლებრივი შენიშვნებისა, მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც თავიდან ბოლომდე სცილდება ვენეციის კომისიის კომპეტენციას… ბოლოს და ბოლოს, უკვე ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ყოფილა ცუდი.
ბაქოში, CASPIAN AGRO 2024-ზე ქართველმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ბაქოში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2024 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების „აჩინებული“, „ანიგოზი“, „ქალაქური“, „სადილი“, „კულა“, „მაისი“, „ჯორჯიან ბეიქერსი“ და „ზელატოსი“ წარმოებული ქართული კაკალი, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, […]
დღეს ნიკოლოზობაა

დღეს ნიკოლოზობაა. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს – თეოფანესა და ნონას – შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ […]
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 22 მაისს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 22 მაისს – ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7274; 1 ევრო – 2.9639; 1 ფუნტი – 3.4687; 1 ლირა კი 0.0847 ლარი ეღირება.