ალიკანტეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

ალიკანტეს მოქმედი დიასპორის ინფორმაციით, 26 მაისს, ალიკანტეში, ექსპლანადაზე (La Concha de Explanada), დილის 11 საათიდან 2 საათამდე, დიასპორა მართავს საზეიმო ღონისძიებას,რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ღონისძიების მსვლელობისას გაიმართება კონცერტი დიასპორასთან არსებული ანსამბლის მონაწილეობით. „გიწვევთ ყველა მსურველს, მხარდამჭერსა და ქომაგს ვისაც სურს ჩვენი სამშობლოსთვის ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა, გვესტუმროთ და შემოუერთდეს ამ საზეიმო ღონისძიებას“, – ნათქვამია […]
The Financial Times – საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოვლენ – ვარიანტები უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვას მოიცავს

ევროპული დედაქალაქები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი აღნიშნულ საკითხთან დაახლოებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. FT-ის ცნობით, მომავალ კვირას გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოდიან. ვარიანტები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი […]
სამინისტრო – ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილი 13 600 რეისიდან, საქართველოდან ევროპაში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები 18%-ს, გალფის ქვეყნებთან – 17%-ს, რუსეთთან – 13%-ს, დანარჩენ ქვეყნებთან ჯამურად – 52%-ს შეადგენს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600 ავიარეისის შესრულება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ივნისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი – 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს. ინფორმაციის თანახმად, ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის […]
გიორგი ამილახვარმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ლონდონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების – Edsby-ის, Times Higher Education-ისა და Google For Education-ის ხელმძღვანელ პირებთან. „Edsby LMS წარმოადგენს სწავლა-სწავლების მართვის მრავალფუნქციურ და უნივერსალურ სისტემას, რომელიც მორგებულია მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლების, სკოლის […]
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაელებს ფესახ-შენის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ფესახ-შენის დღესასწაულს ულოცავს ქართველ და მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ებრაელს და მშვიდობას უსურვებს მათ. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში განმარტავენ, 22 მაისს ებრაელი თემი ფესახ-შენის (მეორე პასექის) დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც ფესახის დღესასწაულიდან ერთ თვეში აღინიშნება.
ბაქოში, გამოფენაზე – CASPIAN AGRO 2024 ქართველმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაქოში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე – CASPIAN AGRO 2024 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების „აჩინებული“, „ანიგოზი“, „ქალაქური“, „სადილი“, „კულა“, „მაისი“, „ჯორჯიან […]
„საქპატენტის“ ტერიტორიაზე 16 სახეობის 136 ხე, ყვავილი და სხვა მცენარე დაირგო

„საქპატენტის“ ეზოს მწვანე სივრცის მოწყობის მიზნით და თანამშრომლებისთვის კომფორტული, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, მარადმწვანე წიწვოვანი თუ სხვა სახის მცენარეები და ყვავილები დაირგო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათი ცნობით, გამწვანების ღონისძიების ფარგლებში 16 სახეობის 136 ნერგი დაირგო, რომელთა შორისაა: ირმის რქა, არიზონას კვიპაროსი, ტუია ბრაბანტი, ჯუჯა ფიჭვი, ჯუჯა ვერცხლისფერი ნაძვი, ტუია რეინგოლდი, ლოროპეტალუმი, დეკორატიული შინდი, სირიული […]
დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

დღეს, ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. წინა სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა და ამჟამად 8.25%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში 2-ჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.
ზაფხულის სეზონზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1761 რეისი შესრულდება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600 ავიარეისის შესრულება. აღსანიშნავია, რომ ივნისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი – 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს. იზრდება ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთანაც […]
მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ის პირად გვერდზე წერს. „როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის, და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ“, – წერს […]