პროკურატურამ, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. ამისათვის, […]
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის 144-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ესტუმრა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის 144-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ავრცელებს. „ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს შემეცნებითი ტურების ჩატარებას თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის. ამჯერად კომპანიას თბილისის 144-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის სათავო ოფისში განთავსებული ეროვნული […]
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს. „საზენიტო ბრძოლის შედეგად უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, სუმისა და ოდესის ოლქებში 24 დრონი ჩამოაგდეს“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა დრონები რუსეთის ქალაქებიდან პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან, ასევე, დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. შეტევა უკრაინის თავდაცვის ძალების […]
უკრაინა რუსული სარაკეტო ხომალდი ციკლონის განადგურებას ადასტურებს

21 მაისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ მათ 19 მაისს ოკუპირებულ ყირიმში რუსული მცირე ზომის რაკეტმზიდი ხომალდი ციკლონი გაანადგურეს. 19 მაისს უკრაინელი სამხედროები წერდნენ, რომ მათ ყირიმზე მდებარე სევასტოპოლში გაანადგურეს რუსული გამნაღმველი ხომალდი კოვროვეცი. თუმცა, ამას გარდა უკრაინული ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ დაზიანდა ერთ-ერთი ნავსაყუდელი, სადაც მცირე რაკეტმზიდი ხომალდი ციკლონი იდგა. მომდევნო დღის ფოტოებში ეს გემი […]
“მეორე ტონი კროოსი აღარ დაიბადება” – მოდრიჩმა თანაგუნდელს ემოციურად მიმართა

გუშინ მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის ჩეპმიონატის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. “ბლანკოსში” კროოსის მეწყვილე ლუკა მოდრიჩი თანაგუნდელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და გერმანელს მიმართა. “ამის დაწერა ძალიან რთულია. ახლა საფეხბურთო სამყარო სევდიანია, რადგან უნიკალური ფეხბურთელი მიდის. ვერ დავმალავ, ძალიან ვწუხვარ. შენ ამ სპორტისა და მადრიდის “რეალის” ლეგენდა ხარ. ამ კლუბის მაისურით შენთან […]
არანაირ სივრცეს არ ტოვებს ეჭვებისთვის – ეს კანონი ღამის კოშმარია – კახა გოგოლაშვილი „რუსულ კანონზე“

არანაირ სივრცეს არ ტოვებს ეჭვებისთვის – ეს კანონი ღამის კოშმარია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილი წერს. მისი შეფასებით, მმართველი პარტიის წევრებს ადრე თუ გვიან მოუწევთ იმის აღიარება, რომ ამ კანონის მიღებით დანაშაულს ჩადიოდნენ. „იმდენად მაგარი ანგარიშია ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი, რომ სიტყვები არ მყოფნის. ყველაფერი, რასაც ქართველი […]
მსოფლიო ბანკმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის $35 მლნ ინვესტიცია დაამტკიცა

გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გთავაზობთ: ESPIRE პროგრამა ჯამში სამი ფაზისგან შედგება 500 მლნ. აშშ დოლარის პოტენციური დაფინანსების პაკეტით, რომლის დანიშნულებაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებისთვის საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემის გაძლიერება და პირდაპირი ელექტროკავშირის დამყარება სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის. ამასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებული პარალელური ციფრული კავშირი შეამცირებს ინტერნეტის ხარჯებს, გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას […]
ევროპის ბიბლიოთეკებიდან წიგნის ქურდობისთვის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს პროკურატურა იუწყება, რომ ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. როგორც გამოძიებით დადგინდა, საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორის ძვირადღირებულ წიგნებს. „დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად […]
ISW: კრემლი ისევ ბირთვული იარაღის „ჟღარუნით“ ცდილობს დასავლეთზე ზემოქმედებას

რუსეთის ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნების დაწყებას „რეფლექსური კონტროლის კამპანიის“ გაგრძელებად აფასებს ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW). ცენტრის ექსპერტების თანახმად, კრემლი განაგრძობს ბირთვული იარაღის „ჟღარუნის“ დაკავშირებას დასავლეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ დისკუსიებთან. ამჯერად, ეს ეხება დისკუსიას, უნდა მისცეს თუ არა უკრაინას დასავლეთმა მისგან მიღებული იარაღის გამოყენების უფლება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლის […]
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

აბუ-დაბიში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), ფინალურ ბრძოლამდე ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ, თურქ, ტაჯიკ და სამხრეთკორეელ სპორტსმენებს სძლია. ფინალში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვი დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ოქროს მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი ძიუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ […]