“ცუდად მძინავს, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს” – გვარდიოლა

“მანჩესტერ სიტის” და გუნდის მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას რთული დღეები აქვთ. “ქალაქელები” პრემიერლიგაში ლიდერ “ლივერპულს” 8 ქულით ჩამორჩება (მერსისაიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული), ჩემპიონთა ლიგაზე კი “იუვესთან” 0:2 მარცხის შემდეგ 22-ე ადგილს იკავებს. გვარდიოლამ Talksport-თან ინტერვიუში რთული პერიოდის შესახებ ისაუბრა. “კანის პრობლემები მაქვს, ორი-სამი წლის განმავლობაში ანტიჰისტამინური საშუალებები უნდა მივიღო. ბევრი ნერვიულობა მიწევს, რთული […]

მთავრობა ADB-სგან 13.5 მლნ ევროს სესხს თბილისის ახალი აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩასატარებლად აიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება)“ წარადგინა. სესხი გათვალისწინებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებისათვის. აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს საკრედიტო რესურსს მცირემასშტაბიანი პროექტების დაფინანსების ინსტრუმენტის (SEFF) გზით მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარებისთვის. SEFF […]

რა სამუშაოები მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მოწყობისთვის

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია) აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ამჟამად მიმდინარეობს: · კონკრეტული კვლევითი სამუშაოები, მათ შორის გეოლოგიურ-გეოტექნიკური კვლევები; · ტერიტორიაზე ტალღმტეხელისთვის საჭირო ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების შეტანა; · გრუნტის ზედაპირის მოსწორება და სამიმოსვლო გზის მოწყობა; · კომუნიკაციების შეყვანა (წყალი, ელექტროენერგია და სხვა); […]

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის მზად არ არის – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის მზად არ არის, ამიტომ აშშ-მა და მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ იარაღის გაგზავნა კიევში, რათა მასზე, მოლაპარაკებებში ჩართვის მიზნით, ზეწოლა მოახდინონ, – Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა. „პუტინი ფიქრობს, რომ ომს იგებს, მაგრამ ის ომს ვერ იგებს“, – აღნიშნა ბრაჟემ. ამასთან, ლატვიის საგარეო […]

ანაკლიის პორტისა და პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დაახლოებით ერთ პერიოდში დაიწყება – გიორგი კაკაურიძე

ანაკლიის პორტისა და პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დაახლოებით ერთ პერიოდში დაიწყება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. დეპუტატ დავით კოდუას კითხვაზე, თუ როდის დაიწყება ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, რადგან „ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზაა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც შეუწყობს ხელს“, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ გზის მშენებლობა 2026 […]

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა წინა მოწვევის პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმ კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში იყო ინიცირებული. აღნიშნული კანონპროექტების განსახილველად წინა მოწვევის პარლამენტმა წამყვან კომიტეტად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განსაზღვრა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა დეპუტატებს კანონპროექტების ნუსხა გააცნო. „კომიტეტში გაიმართა კონსულტაციები აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით. ეს […]

ბათუმში, სკოლა „ევრო 2000“-ის მასწავლებლებმა პროტესტის ნიშნად გორგილაძის ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში, სკოლა “ევრო 2000“- ის მასწავლებლებმა პროტესტის ნიშნად გორგილაძის ქუჩა გადაკეტეს. პედაგოგების განცხადებით, აქცია-გაფიცვას აწყობენ და მოითხოვენ, რომ ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები დროულად გათავისუფლდნენ. „500- მდე ადამიანი არის დაკავებული, 300- ზე მეტი კი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, არ შეიძლება სკოლაში ერთი რამ ისწავლებოდეს და ქვეყანაში სხვა რამ ხდებოდეს. თუ […]

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია მოისმინა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია მოისმინა. „მეათე მოწვევის პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი კანონები მივიღეთ, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი ქვეყნის და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარებას“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა. მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ კანონების სრულყოფილად ამოქმედებას, რასაც […]

მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, გიორგი ნაკაშიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა წვრილმან ხულიგნობაზე და ის გაამართლა, თუმცა, სამარღალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე. დღევანდელ სხდომაზე ორი პოლიციელი და მსახიობი, რეჟისორი ზურა გეწაძე დაიკითხა. სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ კინოსა და თეატრის მსახიობები, […]

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა, რომლის თანახმადაც, დაუმთავრებელ მშენებლობებს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების ვადა გადაუვადდებათ. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა, თავის დროზე კანონის მიღებით დაუმთავრებელი მშენებლობების ხელშეწყობა მოხდა. კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი ცვლილება 2020 წელს „ადგილობრივი მოსაკრებლების […]