რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება არ შეესაბამება უფლებათა დაცვის სტანდარტებს – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი აკრიტიკებს ბოლოდროინდელი პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის ნიღბების აკრძალვასა და საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის გამარტივებას. ცვლილებები, რომლებიც ბოლო ერთ კვირაში წარადგინა და მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, რვა კანონში შედის. სახალხო დამცველის შეფასებით, მათგან „რამდენიმე არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს“. „აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების […]

ამერიკამ სირიაში ციხის ყოფილ უფროსს, ბრალი პატიმრების წამებაში წაუყენა

12 დეკემბერს შეერთებულ შტატებში სირიის ციხის ყოფილ უფროსს, ბრალი ასადის მთავრობის მოწინააღმდეგეთა წამებაში წაუყენეს. 72 წლის სამირ უსმან ალშეიხი, რომელიც შეერთებულ შტატებში 2020 წლიდან იმყოფება, სავარაუდოდ დამასკოს ცენტრალური ციხის უფროსი იყო, რომელიც ადრა ციხის სახელითაცაა ცნობილი. ის ციხეს დაახლოებით 2005-2008 წლებში მართავდა, სადაც პატიმრებს „სადამსჯელო ფრთაში“ შემაძრწუნებლად ეპყრობოდნენ. მას ბრალი ასადის ქვეყნიდან გაქცევიდან რამდენიმე დღეში […]

რუსეთში „აგენტების კანონს“ დაქვემდებარებულებს უძრავი ქონების გაყიდვა/გაქირავებას აუკრძალავენ

რუსეთის ხელისუფლება „უცხო ქვეყნის აგენტებისთვის“ უძრავი ქონების გაყიდვიდან ან გაქირავებიდან შემოსავლის მიღების აკრძალვას ამზადებენ. მათ საბანკო ანაბრებიდანაც აეკრძალებათ პროცენტების მიღება. „აგენტების კანონში“ შესაბამისი ცვლილებები დუმის დეპუტატებმა მოამზადეს. ამის შესახებ ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. „ისინი, ვინც ჩვენი ქვეყანა გაყიდეს, ვერ უნდა გამდიდრდნენ მისი მოქალაქეების ხარჯზე და რუსეთში გამომუშავებული ფული არ უნდა გამოიყენონ მის წინააღმდეგ“, […]

მოსახლეობის 65% უჭერს მხარს აქციებს – IPM კვლევები

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით IPM კვლევებმა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა. კვლევის შედეგებს ორგანიზაცია სოციალური ქსელით ავრცელებს. „მოსახლეობის 65% უჭერს მხარს აქციებს. აღსანიშნავია,18 -34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი უფრო მაღალია და 76% უჭერს მხარს.სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 3 – 12 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ წლის 1600 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება […]

სახალხო დამცველი – პარლამენტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, მათგან რამდენიმე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს არ შეესაბამება

საქართველოს პარლამენტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელთაგანაც რამდენიმე, სახალხო დამცველის შეფასებით, არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცელის , ლევან იოსელიანის განცხადებაშია ნათქვამი. ლევან იოსელიანის განცხადებაში აღინიშნება, რომ რომ საკანონმდებლო ცვლილებების არსებითი ხასიათის მიუხედავად, ეს საკანონმდებლო პროცესი წარიმართა დაჩქარებული წესით, დაინტერესებული საზოგადოების თუ შესაბამისი დარგის სპეციალისტების […]

პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადება 20:00 საათზე ჩაინიშნა.

“მირჩევნია, საფრანგეთში ნაგვის მანქანაზე ვიმუშაო, ვიდრე რუსულ სახელმწიფოში თანამდებობაზე” – ავთანდილ კასრაძე

“მირჩევნია, საფრანგეთში ნაგვის მანქანაზე ვიმუშაო, ვიდრე – რუსულ სახელმწიფოში თანამდებობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებს განუცხადა. ინდუსტრიის წარმომადგენელთა ნაწილი დღეს ტექნოპარკთან შეიკრიბა. საპროტესტო აქციის მიზანი GITA-ს ხელმძღვანელთან შეხვედრა და მათგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ მკაფიო პოზიციის მოსმენა იყო. შეხვედრაზე, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სტარტაპერები საქართველოს ევროპული […]

შამბას თქმით, რუსეთში აფხაზი სტუდენტების სამხედრო გაწვევას გეგმავენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, სერგეი შამბამ რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტების რუსეთის ფედერაციის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში რეგისტრაციის მოთხოვნებზე ისაუბრა. შამბა ამბობს, რომ საუბარია “ორმაგი მოქალაქეობის მქონე სტუდენტებზე – აფხაზური და რუსული”. მისი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა ჭიანურდება, რადგან საჭიროა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამატებითი განკარგულება. საზოგადოებრივი პალატის სხდომაზე, შამბამ ისიც აღნიშნა, […]

გერმანიაში ელოდებიან, რომ „მწვანე“ ელექტროენერგიის წილი ელექტროენერგიის მთლიან მოხმარებაში 54%-მდე გაიზრდება

გერმანიაში ელოდებიან, რომ „მწვანე“ ელექტროენერგიის წილი ელექტროენერგიის მთლიან მოხმარებაში წელს ახალ მაქსიმუმამდე – 54%-მდე გაიზრდება. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ Spiegel-ზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს განახლებადი ენერგიის სტატისტიკის სამუშაო ჯგუფის ოფისში განაცხადეს. 54% – წინა წელთან შედარებით 1,5 პროცენტული პუნქტით მეტია, იუწყება ოფისი. 2023 წელს უკვე მიღწეულია რეკორდული მაჩვენებელი 52,5%. ეს ნიშნავს, რომ […]

„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი, ოპოზიციის კვოტით, პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს – სუბარმა ვიცე-სპიკერის პოსტი ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით დაიკავა. პარლამენტის სპიკერატში ასევე წარმოდგენილი არიან: პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და უმრავლესობის კვოტით არჩეული ვიცე სპიკერები თეა წულუკიანი, ნინო წილოსანი და გიორგი კახიანი. დღეს “ხალხის ძალამ“ გამოაცხადა, რომ უმრავლესობიდან გადის და “ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადადის.