სანიოლი: მნიშვნელოვანია, როგორ ჩავატარებთ საშინაო შეხვედრებს

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრის შემდეგ, სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა: “რთული ჯგუფია. ესპანეთი და ნიდერლანდები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის არიან. თურქეთის ნაკრებს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვიხილეთ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან და წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშობენ. თურქეთში თამაში ყოველთვის რთულია, რადგან დიდი მხარდაჭერა აქვთ გულშემატკივრებისგან. ბულგარეთის ნაკრები კი […]
აშშ-ში მიგრანტების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა

აშშ-ში მიგრანტების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა მიგრაცია აშშ-ში ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, უკმაყოფილო ,,რესპუბლიკელები“ კი ელოდებიან, როდის აიღებს ხელში მართვის სადავეებს დონალდ ტრამპი. ბაიდენის მიერ შერბილებული საიმიგრაციო პოლიტიკის შემდეგ, მიგრანტები აშშ-ს საერთო მოსახლეობის 15.2%-ს შეადგენენ. როგორც The New York Times-ი ირწმუნება ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 1890 წელს დაფიქსირდა. მეტიც, გამოცემამ დაადგინა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წლებში […]
საქართველოში რუსეთის იმპერიის აჩრდილები ჯერ კიდევ არიან და ჩნდებიან იმაში, რაც დღეს ხდება – ჯიმ რიში

საქართველოში რუსეთის იმპერიის აჩრდილები ჯერ კიდევ არიან და ჩნდებიან იმაში, რაც დღეს ხდება, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯიმ რიშმა კონგრესში განაცხადა, სადაც ქართველი ხალხისა და დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ტაქტიკა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება იყენებს, არის ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება რუსეთში. „ეს არის სისასტიკე. ის მოიცავს წამებას, მოიცავს დაპატიმრებებს. ყველაფერს, რასაც […]
„წყეული იყოს ყველა ცილისმწამებელი საპატრიარქოს სპიკერების ჩათვლით“ – ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი: „წყეული იყოს ყველა ცილისმწამებელი საპატრიარქოს სპიკერების ჩათვლით.
მონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა – მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შემდეგ, თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ისაუბრა. შეგახსენებთ, თურქეთის ეროვნული გუნდი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნების“ ერთ-ერთი მეტოქეა. „შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის მზად ვართ. მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს. ესპანეთი ევროპის ჩემპიონია. მესამე კალათიდან ისევ ყველაზე მძიმე მეტოქე შეგვხდა – საქართველო. მეოთხედან ბულგარეთი, რომელიც ამ კალათაში […]
მიხეილ სააკაშვილი – ყველაფერი ვიზუალურად საკმაოდ დაემსგავსა ბელარუსის პროტესტებს – საჭიროა მუდმივად ახალი შემტევი ფორმების ძიება და განხორციელება, მოწინააღმდეგის მუდმივი გაოცება

უამრავი ახალი სპიკერის გამოჩენა სხვადასხვა ეთერებში ნიშნავს სრულიად ახალი რეალობის დადგომას, – ასე ეხმაურება დღევანდელ აქციებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი თავის მიმართვაში აღნიშნავს, რომ საჭიროა მუდმივად ახალი შემტევი ფორმების ძიება და განხორციელება. “თავისი ბიზნესების წინ გამოსული თანამშრომლები ძალიან ამაღელვებელი სანახავია – ავეჯის მაღაზია “ლაბორატორია ჩემი სახლის”, “თეგეტა მოტორსის” და ათეულობით სხვა დაწესებულების წინ, […]
ევროპარლამენტის დელეგაცია: საქართველოს დემოკრატიული მომავალი საფრთხის ქვეშ დგას

ევროპარლამენტის მრავალპარტიულ დელეგაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. რომელიც ქვეყნის დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერად და არსებული პოლიტიკური კრიზისის გასაუმჯობესებლად მიმართულ ნაბიჯებს მოიცავს. “გაყალბებული არჩევნები, სასტიკი რეპრესიები, მოპარული მომავალი – საქართველო გზაჯვარედინზეა. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა შემოიღოს სანქციები, მოითხოვოს ახალი არჩევნები და მხარი დაუჭიროს დემოკრატიისთვის მებრძოლებს”, – წერს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე X-ზე და ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას […]
ომბუდსმენი ოცნების ახალ კანონებზე: არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს

იოესელიანის აზრით, სამწუხაროა, რომ საბოლოოდ მიღებული საკანონმდებლო პროექტით საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს აღარ ექნებათ საჯარო სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება, რაც მათ სხვა საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეებთან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს. ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, კერძოდ რიგ შემთხვევებში ჯარიმების გაზრდა, საქართველოში მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა ინდივიდებისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იყოს. […]
ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლები ლოზუნგებით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” “ვითხოვთ ახალ არჩევნებს!” მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ

ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლები მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ საპროტესტო აქციას ელექტრონული მუსიკის ფონზე მართავენ. მუსიკოსებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” “ვითხოვთ ახალ არჩევნებს!” “ქლაბერები მოდიან” და ა.შ. ამასთან, აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საპროტესტო ბანერი, რომელზეც იმ ადამიანების ფოტოებია, რომლებიც თბილისში ბოლო დღეებში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაშავდნენ და ცემეს. ისინი […]
ბათუმში მეზღვაურები აქციას მართავენ

ბათუმში მეზღვაურების მარში მიმდინარეობს. მეზღვაურები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ „ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტა, მეზღვაურებს პრობლემებს შეუქმნის“. შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი ევროპულ კომპანიებში ვერ დასაქმდებიან და უმუშევარი რჩებიან. მეზღვაურები ხელისუფლებას საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ. “გვინდა ევროპული მომავალი და განვითარება, მეზღვაურებს გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ევროპულ კომპანიებში დავსაქმდეთ, ევროპული სტანდარტებით განვითარებული ქვეყანა, რომ გვექნება, ვერავინ ვერ დაგვჩაგრავს. […]