აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი – უარს ვაცხადებ დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და ბოიკოტს ვუცხადებ 14 დეკემბერს დაგეგმილ პრეზიდენტის არჩევნებს

მე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი უარს ვაცხადებ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და ბოიკოტს ვუცხადებ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს, – აღნიშნულის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრის, საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თემურ მჟავიას განცხადებაშია ნათქვამი. მაჟავიას შეფასებით, მმართველი პარტიის ხელისუფლება დაადგა მკვეთრად გამოხატულ იზოლაციონიზმის გზას როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე საკუთარ მოსახლეობასთან […]
ზურაბიშვილი: ხვალ რაც მოხდება პარლამენტში პროვოკაცია და პაროდიაა

პროვოკაცია არის, ხვალ რაც ხდება პარლამენტში. პროვოკაცია თუ პაროდია, არ ვიცი როგორ გამოვთქვა. ალბათ, უფრო პაროდია, რადგან ეს იქნება ღონისძიება, რომელიც ლეგიტიმაციას არის მოკლებული, არაკონსტიტუციურია. ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება და არც გაჩერება ამ თემაზე. დღეს რაც ხდება, ყველაფერი პაროდიაა, თუნდაც, ოცნებიდან ხალხის ძალა გადის, მერე დაბრუნდება და ა.შ. მოკლედ, ეს უკვე აღარ არის არაფერი, […]
,, დღეს რუსთაველზე 48 პროფესიის 1500 დემონსტრანტი შეიკრიბა” – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელშო წერს: ,,დღეს რუსთაველზე 48 პროფესიის 1500 დემონსტრანტი შეიკრიბა”
,, ხომ საინტერესოა, რატომ უთხრა ქრისტიანმა მღვდელმა გაბრაზებულ ხალხს: შვილები რომ მოგიკვდებათ, ვინ უნდა აუგოს წესიო?!” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: ,,ისე ხომ საინტერესოა, რატომ უთხრა ქრისტიანმა მღვდელმა გაბრაზებულ ხალხს: შვილები რომ მოგიკვდებათ( გარდაგეცვლებათ კი არა, მოგიკვდებათო ) ვინ უნდა აუგოს წესიო და არ უთხრა, ახლობელი რომ გარდაგეცვლებათო. ახლობელი შეიძლება იყოს მშობელი, საყვარელი ადამიანი, მეუღლე, მეგობარი და ყველა ვინც ძვირფასია ადამიანისთვის. არა, ყველაზე დიდი სიმწარე შვილია და მის ტვინს უკვე ნაფიქრი აქვს, რომ […]
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ რუმინეთის მოქალაქეს კიევთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ

ოკუპირებული აფხაზეთში 10 დეკემბერს რუმინეთის მოქალაქე დევიდ კეჩრა ადრიანი დააკავეს, როგორ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების სამსახური ირწმუნება, ის უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობდა – უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან. დე ფაქტო უწყების ცნობით, დევიდ კერჩა ადრიანს, რომელიც „აფხაზეთში ტურისტული ვიზით შევიდა და უკრაინის დაზვერვის დავალებით, დრონიდან უნდა გადაეღო რესპუბლიკაში სამხედრო ობიექტები და ბაზები“. ირწმუნებიან, რომ რუმინეთის […]
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

“რა თქმა უნდა, რთული ჯგუფია, ესპანეთიც და ნიდერლანდებიც წამყვანი გუნდები არიან მსოფლიოს მასშტაბით. ესპანეთის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი თამაში დაგვიგროვდა, დღესდღეობით ვთვლი, რომ საუკეთესო ნაკრებია. თურქეთს გამორჩეული ინდივიდუალური მოთამაშეები ჰყავს, ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მათ წინააღმდეგაც ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე, ბულგარეთი ტრადიციული საფეხბურთო ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის. ვიცით, რომ […]
ესთეტიკური ცენტრი სერვისის დასაფარად მომხმარებლებს სესხის ხელშეკრულებებს აფორმებინებდა – “მედ სტატუსი” დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სამედიცინო ესთეტიკურ ცენტრს შპს “მედ სტატუსს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის – აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა.
სსს-მა აქციაზე დაკავებული პირის ინტიმური კადრების გავრცელებისთვის 46 წლის კაცი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული აქტივისტის ს.ქ.-ს პირადი ცხოვრების კადრების სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე, 46 წლის მამაკაცი დააკავეს: “2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბრალდებულმა, სოციალურ ქსელ Facebook-ის ყალბი მომხმარებლისგან, დაზარალებულის ამსახველი ინტიმური ხასიათის ვიდეო მოიპოვა და 12 დეკემბერს, მისი დამცირების და სახელის შებღალვის მიზნით Facebook-ზე ერთ-ერთ საჯარო პოსტზე, რომელსაც ათასობით ნახვა ჰქონდა, კომენტარის სახით ატვირთა […]
ისრაელი თავის ჯარისკაცებს სირიაში დატოვებს, დრუზები მათი სოფლების ისრაელისთვის მიერთებას ითხოვენ

ისრაელი თავის ჯარისკაცებს სირიის ტერიტორიაზე, ბუფერულ ზონაში დატოვებს ზამთრის განმავლობაში რამდენიმე თვით. თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ბრძანებით, მათ სირიაში გამოზამთრებისთვის მზადება უნდა დაიწყონ. ისრაელმა მეზობელ სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ჯარი განათავსა თავის მიერ ადრე დაკავებულ გოლანის მაღლობებსა და სირიას შორის. კაცის თქმით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰერმონის მთაზე, სირიის მხარეს ჯარის ყოლა უსაფრთხოების პოლიტიკის მხრივ დიდი […]
„საახალწლო კორპორაციულ შეკვეთებზე მოთხოვნა რადიკალურად არის შემცირებული. წელს სულ რამდენიმე შეკვეთა გვაქვს“ – ირაკლი კახიძე

დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო დაზარალდა სარესტორნე ინდუსტრიაც. რესტორნებში მკვეთრად შემცირებულია სტუმრების რაოდენობა. მომსახურების ობიექტებში მიუთითებენ, რომ კლებაა როგორც უცხოელების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც. პირველ შემთხვევაში უქმდება ტურისტული ჯავშნები, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს კი შესაბამისი განწყობა არ აქვთ. უკვე მეთხუთმეტე დღეა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტი ყოველიურად ბევრ ქალაქში იმართება. ასეთ ფონზე კი პრობლემები შეიქმნა ბიზნესში. მომსახურების […]