4 პარტია და 10-ზე მეტი მდიდარი „ენჯეო” 2000 კაცსაც კი ვერ უყრიან თავს აქციებზე. უსამშობლობა არის მათი ხელწერა – კობახიძე ოპონენტებზე

საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, ხედავთ ახალ რიტუალს ამ აქციაზე – აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურს, რომელზეც არის ეროვნული სიმბოლოები გამოსახული, ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უსამშობლობა არის მათი ხელწერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არიან ადამიანები, რომლებიც ჩაითრიეს ლიბერალურ ფაშიზმში […]
112 რუსთაველის გამზირზე დასამონტაჟებლად 85 ათას ლარად 30 კამერას ყიდულობს

112-მა პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ შეისყიდა ჩინური წარმოების 30 სათვალთვალო კამერა, რომლებსაც ადამიანების სახისა და ემოციების ამოცნობა შეუძლია. აქციებზე სახის დაფარვა იკრძალება ახალი რეგულაციებით, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა უკვე მიიღო და რომელიც ძალაში შესასვლელად ხელმოწერას ელოდება. 112 განმარტავს, რომ რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების დროს არაერთი კამერა დაზიანდა და მათი ჩანაცვლება გახდა საჭირო. კონტრაქტის ღირებულება თითქმის […]
აგენტების ხვედრი ტრაგიკულია – კობახიძე ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილს აქვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უკვე პირდაპირი გაგებით ორი პარასკევი დარჩა მას, ზუსტად ორ კვირაში ტარდება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და სალომე ზურაბიშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აგენტების ხვედრი არის ტრაგიკული და ამის მაგალითია არაერთი ქართველი პოლიტიკოსი. „გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვიწევდა […]
„ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილს ულოცავს პრეზიდენტად არჩევას და ამბობს, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში: „მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე, ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში. ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირებაში“. ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას ახსენა ყოფილი პრეზიდენტებიც: „20 წელიწადზე […]
“ამას ძალიან ვნანობ” – მაიკ ტაისონი

ლეგენდარულმა მოკრივე, მაიკ ტაისონი, რამდენიმე კვირის წინ ჯეიკ პოლთან გამართულ ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას ნანობს, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ვნანობ, რომ ეს გავაკეთე. დილით როგორც კი გავიღვიძე, მეუღლეს ვკითხე თუ რატომ დავთანხმდი ამ ბრძოლას. უკვე 58 წლის ვარ და ასეთი გადაწყვეტილებები მეტი სიფრთხილით უნდა მივიღო”, – განაცხადა ტაისონმა. აღსანიშნავია, რომ ტაისონმა ოფიციალური ბრძოლა 2005 წლის […]
დღევანდელ საქართველოში ყველაზე უბედური, ხელმოცარული, საწყალი და განწირული ადამიანი არის მიხეილ ყაველაშვილი – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს: “დღევანდელ საქართველოში ყველაზე უბედური, ხელმოცარული, საწყალი და განწირული ადამიანი არის მიხეილ ყაველაშვილი. სიცოცხლის ბოლომდე გაუჭირდება სულიერი სიმშვიდისა და მყუდროების პოვნა. დამღას ვერ მოიცილებს ვერასდროს.”
გიორგი კალანდარიშვილი – ცესკო-მ შეადგინა მიხეილ ყაველაშვილის არჩევის საბოლოო შემაჯამებელი ოქმი და მისი გასაჩივრების უფლება მხოლოდ შესაბამის უფლებამოსილ პირებს აქვთ – დამკვირვებლების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის

ეს ფაქტობრივად საბოლოო მონაცემებია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეადგინა საბოლოო შემაჯამებელი ოქმი და მისი გასაჩივრების უფლება მხოლოდ შესაბამის უფლებამოსილ, დაინტერესებულ პირებს გააჩნია კანონმდებლობის თანახმად, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის არჩევის პროცედურის დასაკვირვებლად რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაცია, კალანდარიშვილმა უპასუხა, რომ ეს პარლამენტთან თანხმდებოდა. „რაც […]
მარკო მიხელსონი – საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას ეხმაურება. „საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია“, – წერს მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში.
ირაკლი კობახიძე – ჩავარდა „ნაცმაიდანი“ – ჩვენი წინადადება რჩება ძალაში და იმედი მაქვს, ახლა მაინც გაბედავენ კონკრეტული ადამიანები და მიიღებენ წინადადებას საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიის თაობაზე

ჩვენი წინადადება რჩება ძალაში და იმედი მაქვს, ახლა მაინც გაბედავენ კონკრეტული ადამიანები და მიიღებენ ამ წინადადებას საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ნაცმაიდანის“ გეგმა ჩავარდა და ახლა მზად არის, ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ისევ აქვს პროტესტის გრძნობა. „ჩავარდა „ნაცმაიდანი” და ამ ფონზე, მე […]
ირაკლი კობახიძე – გვაქვს „წითელი ხაზები“, მაგრამ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მკაფიოდაა განსაზღვრული, მათ შორის, კონსტიტუციის დონეზე და ჩვენი მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია, ამისთვის, ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი არის ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, […]