ჩვენს ქვეყანაში ლიბერალურ ფაშიზმს არ აქვს არავითარი გამარჯვების შანსი – კობახიძე

თავის დროზე ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს ჩვენს ქვეყანაში, ახლა ლიბერალურ ფაშიზმს არ აქვს არავითარი გამარჯვების შანსი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული მისია, რომ არა მხოლოდ არ გავამარჯვებინოთ, არამედ საბოლოოდ დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის მთავარი გამავრცელებლები არიან მდიდარი „ენჯეოები“ და 4 ცნობილი […]
მიხაილ როთი – მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს

მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს, – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. „საქართველოს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის „არჩევა“ კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში არსებული ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის „გლაიხშალტუნგისკენ“. მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს […]
112-მა 30 სათვალთვალო კამერა შეიძინა, რომლებსაც ადამიანების სახის ამოცნობა შეუძლია

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა 112-მა სათვალთვალო კამერები შეიძინა, რომლებსაც ადამიანების სახისა და ემოციების ამოცნობა შეუძლია. ინფორმაცია შესყიდვების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა განთავსებული. დოკუმენტების თანახმად, კონტრაქტის ღირებულება 85 000 ლარამდეა. (84 963.00) 112-მა 12 დეკემბერს ჩინური კომპანია Dahua-ს წარმოების 30 სათვალთვალო კამერა შეისყიდა. კომპანიის ვებგვერდზე კამერის აღწერაში ნათქვამია, რომ მას ადამიანის სქესის, ასაკის, ადამიანის […]
ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვერონა-თელავის მონაკვეთთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, ცესკო-ს სხდომაზე მისთვის შავი საღებავის შესხმის საქმეზე გამოძიება გრძელდება, სითხეს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის შედეგებიც მისთვის ცნობილი არა

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცესკო-ს სხდომაზე მისთვის შავი სითხის შესხმის საქმეზე გამოძიების პროცესი კვლავ მიმდინარეობს, სითხეს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის შედეგებიც მისთვის ცნობილი არაა. ამის შესახებ კალანდარიშვილმა არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე დავით კირთაძის მიერ მისთვის შავი სითხის შესხმის თაობაზე მიმდინარე გამოძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „ამ შავი სითხის შემოსხმით მივიღე თვალის დაზიანება, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ მძიმე ტკივილით […]
ვინ აკვირდებოდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევის პროცედურას – კალანდარიშვილის განმარტება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეადგინა საბოლოო შემაჯამებელი ოქმი და მისი გასაჩივრების უფლება მხოლოდ შესაბამის უფლებამოსილ, დაინტერესებულ პირებს გააჩნია კანონმდებლობის თანახმად, ანუ მისივე შეფასებით, ეს, ფაქტობრივად, საბოლოო მონაცემებია. რაც შეეხება არჩევნების პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობას, კალანდარიშვილი ამბობს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგულირების სფეროს არ […]
ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ საქართველოს პრეზიდენტის არჩევას

საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის საქმიანობა ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩევლის დამსახურებაა, რომლებმაც ნდობა გამოუცხადეს „ქართულ ოცნებას“. „კიდევ ერთხელ ვულოცავ […]
4 პარტია და 10-ზე მეტი მდიდარი „ენჯეო” 2000 კაცსაც კი ვერ უყრიან თავს აქციებზე. უსამშობლობა არის მათი ხელწერა – კობახიძე ოპონენტებზე

საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, ხედავთ ახალ რიტუალს ამ აქციაზე – აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურს, რომელზეც არის ეროვნული სიმბოლოები გამოსახული, ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უსამშობლობა არის მათი ხელწერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არიან ადამიანები, რომლებიც ჩაითრიეს ლიბერალურ ფაშიზმში […]
112 რუსთაველის გამზირზე დასამონტაჟებლად 85 ათას ლარად 30 კამერას ყიდულობს

112-მა პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ შეისყიდა ჩინური წარმოების 30 სათვალთვალო კამერა, რომლებსაც ადამიანების სახისა და ემოციების ამოცნობა შეუძლია. აქციებზე სახის დაფარვა იკრძალება ახალი რეგულაციებით, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა უკვე მიიღო და რომელიც ძალაში შესასვლელად ხელმოწერას ელოდება. 112 განმარტავს, რომ რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების დროს არაერთი კამერა დაზიანდა და მათი ჩანაცვლება გახდა საჭირო. კონტრაქტის ღირებულება თითქმის […]
ყაველაშვილის არჩევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პოლარიზაციის შემცირებაში – კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და ამტკიცებს, რომ ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებაში. კობახიძე დარწმუნებულია, რომ ყაველაშვილის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია. „მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი […]