მარკო მიხელსონი – საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას ეხმაურება. „საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია“, – წერს მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში.
20 წელზე მეტია, დღემდე, საქართველოს პატრიოტი, ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი არ ჰყოლია – კობახიძე ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს

20 წელზე მეტია, დღემდე, საქართველოს პატრიოტი, ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი არ ჰყოლია – კობახიძე ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს 20 წელზე მეტია საქართველოს პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია, – ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტობა. პრემიერის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის განმტკიცებაში. „მინდა, […]
პარლამენტის წინ აქციას დიზაინერებისა და მთასვლელთა მარშებიც შეუერთდნენ

პარლამენტის წინ აქციას დიზაინერებისა და მთასვლელთა მარშებიც შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციას დიზაინერების მარშიც შეუერთდა. მათ ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც. პარლამენტთან მიმდინარე აქციას ცოტა ხანში შეუერთდება მთამსვლელთა მარშიც. ექსტრემალური სპორტისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ – ამ წუთებში ისინი ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. პროტესტის ავანგარდში მყოფ […]
ნებისმიერ ფორმატში ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერ ადამიანთან დისკუსიისთვის მზად ვარ – კობახიძე

ნებისმიერ ფორმატში ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერ ადამიანთან დისკუსიისთვის მზად ვარ – კობახიძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმეორებს, რომ ნებისმიერ ადამიანთან დისკუსიისთვის მზადაა, ნებისმიერ საკითხზე და ფორმატში. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, საჭიროა დიალოგი საზოგადოებასთან. “ჩვენ გვჭირდება დიალოგი საზოგადოებასთან. ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო ჩემი შეთავაზება, საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, ნებისმიერ ფორმატში, […]
ირაკლი კობახიძე – 20 წელიწადზე მეტია საქართველოს არ ჰყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი – ამ კუთხით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება

მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია და დაუბრუნდება ღირსება. მე მინდა წარმატებები ვუსურვო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის განმტკიცებაში. „მინდა, მიხეილ ყაველაშვილს მივულოცო საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. […]
ირაკლი კობახიძე – საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საფეხბურთო ნაკრების მაისურს და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უსამშობლობა არის მათი ხელწერა

საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, ხედავთ ახალ რიტუალს ამ აქციაზე – აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურს, რომელზეც არის ეროვნული სიმბოლოები გამოსახული, ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უსამშობლობა არის მათი ხელწერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არიან ადამიანები, რომლებიც ჩაითრიეს ლიბერალურ ფაშიზმში […]
კობახიძე: ყაველაშვილის არჩევა წვლილს შეიტანს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის განმტკიცებაში

მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე, ქვეყანაში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში.
ვატო ბჟალავას სასამართლომ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის, რონდელის ფონდის მკვლევარს ვატო ბჟალავას 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო. ბჟალავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ის 12 დეკემბერს დააკავეს. დღევანდელ სხდომაზე ბჟალავამ დაკავების დეტალები მოყვა და აღნიშნა, რომ პოლიციელებს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდათ, ასევე არ წარუდგინეს საბუთები ბჟალავას და […]
ISFED: არლეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა უკანონო და არაკონსტიტუციურია

სამართლიანი არჩევნები განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ, არლეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი არჩევა, უკანონო და არაკონსტიტუციურია. “25 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ მოწვეულ პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის წევრების უფლებამოსილება ისე იქნა ცნობილი, რომ პარლამენტის სამანდატო კომისია არ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს […]
პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დიზაინერების მარშიც შეუერთდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დიზაინერების მარშიც შეუერთდა. პარლამენტის წინ მყოფი მოქალაქეები მათ მისვლას ოვაციებით შეხვდნენ. ისინი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გამართეს. მათ ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც. პარლამენტთან მიმდინარე აქციას ცოტა ხანში შეუერთდება მთამსვლელთა მარშიც. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან მობილიზებულები არიან მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში შექმნილი […]