ქოჩორაშვილმა გაიტანა – “ლევანტემ” გამარჯვება ხელიდან გაუშვა

სეგუნდა დივიზიონის მეცხრამეტე ტურში „ლევანტე“ საკუთარ მოედანზე „კორდობას“ დაუზავდა – 2:2. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, შესვენების შემდეგ სტუმრები ზინედინ ზიდანის შვილმა, თეომ დააწინაურა, მალე ხოსე ლუის მორალესმა ანგარიში გაათანაბრა, მერე გიორგი ქოჩორაშვილმა პენალტით მასპინძლები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში კი ჯაკობო გონსალესმა თერთმეტმეტრიანით თანაფარდობა აღადგინა. ქოჩორაშვილი 85-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში flashscore-მ 7.6 ქულით შეაფასა, ხოლო […]
საახალწლო ზეიმი გადაიდო, დაიშალეთ – კალაძე მომხრეებს

რადიკალურმა ოპოზიციამ იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხესთან ბავშვების ადგილი დაიკავა. შეკრებილნი არიან აგრესიული მომიტინგეები. ნუ, ჩვენ, პროვოკაციებთან დაკავშირებით გუშინაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არ მისცემდნენ პატარებს ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ამ ფონზე, ლოგიკურად, გვინდა მოვიწოდოთ თანამოქალაქეებს, იმათ, ვინც მოდიოდა, შეკრებილნი არიან თბილისის საკრებულოსთან, მათ არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და გვინდა მოვუწოდოთ დაშლისკენ. […]
“დღეს საღამოს რამდენი ვიქნებით რუსთაველზე, ეს იქნება აქციის ტემპერატურის მაჩვენებელი” – ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტები დილიდან რუსთაველზე ვტრიალებთ (მე ვერ ჯერ, სამუშაო მაქვს) და აქციას ვაფორმებთ. საღამოსაც პირველ სკოლასთან ვიქნებით. კითხვები გაჩნდა სად უნდა ჩატარებულიყო აქცია და კომენტარებში კი ვუპასუხე, მაგრამ პოსტი არ მიმიძღვნია. მე ვერანაირად ვერ მოვახვევ თავს მოსაზრებას მთელ აქციას. ვიცი რომ არ გამოვხატავ ყველას ინტერესებს და არც ყველას ხმა ვარ. ასევე ძალიან, ძალიან კარგად მესმის იმ […]
თავისუფლების მოედანზე, სადაც წყლის ჭავლის მანქანები და საპოლიციო ძალებია განლაგებული, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების სანახავად მისული მოქალაქეები იკრიბებიან

თავისუფლების მოედანზე, სადაც წყლის ჭავლის მანქანები და საპოლიციო ძალებია განლაგებული მოქალაქეები იკრიბებიან. მათი განცხადებით, ტერიტორიაზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიების სანახავად არიან მისულები. ისინი ჯერჯერობით თავისუფლების მოედანზე რჩებიან, თუმცა აცხადებენ, რომ როდესაც ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი დაიწყება პარლამენტთან გადაინაცვლებენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, საპოლიციო ძალები განლაგდნენ. კერძოდ, პოლიციის დანაყოფები განლაგებულები არიან უშუალოდ […]
ფოთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ფოთშიც. მოქალაქეები ნიკო ნიკოლაძის კოშკთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს. ისინი გმობენ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებენ თბილისში პოლიციის მიერ ნაცემ და დაკავებულ ადამიანებს. ასევე, აპროტესტებენ პარლამენტის საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. დემონსტრანტების განცხადებით, „დღეს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო დღე დაიწერა“. „დღეს იყო ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო დღე, დარბაზში, სადაც ზვიად გამსახურდიამ […]
“უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციებიც”- ვაშინგტონში “ქართული ოცნებისთვის” დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს აფასებენ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა “ქართული ოცნების” წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს. ვაშინგტონის საექსპერტო წრეებში ამას სიმბოლურ და მნიშვნელოვან ნაბიჯად აღიქვამენ, თუმცა ფინანსური სანქციების აუცილებლობაზეც საუბრობენ. Facebook Forum
“თქვენი მკაფიო ხმა, მტკიცე მოქმედებებთან ერთად, გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოში საგანგაშო სიტუაციის დეესკალაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო ჩარჩოს აღდგენაში” – 4 ოპოზიციური პარტია საერთო წერილით კაია კალასს მიმართავს

“თქვენი მკაფიო ხმა, მტკიცე მოქმედებებთან ერთად, გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოში საგანგაშო სიტუაციის დეესკალაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო ჩარჩოს აღდგენაში” – 4 ოპოზიციური პარტია საერთო წერილით კაია კალასს მიმართავს 4 ოპოზიციური პარტია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს, საერთო წერილით მიმართავს. წერილს “კომერსანტი” უცვლელად გთავაზობთ: “საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის […]
პარლამენტთან საპოლიციო ძალების უპრეცედენტო მობილიზებაა – ნაძვის ხის ანთება 19:00 საათზე გეგმავს

პარლამენტთან საპოლიციო ძალების უპრეცედენტო მობილიზებაა – ნაძვის ხის ანთება 19:00 საათზე გეგმავს პარლამენტთან საპოლიციო ძალების უპრეცედენტო მობილიზებაა – გომელაურის რაზმის თანამშრომლები ჩიტაძის მხარეს დგანან, იქ, საიდანაც დღეს დაგეგმილ ღონისძეიბაზე სტუმრები უნდა შევიდნენ. თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადება – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკრანები აქვთ დადგმული და ხმის გამაძლიერებლები, განათებები დამონტაჟებული. ნაძვის ხის ანთებას კახა […]
არ გაუმართლათ დახურულმა საჯარო სამსახურებმა. იმავე გზას ადგებიან, რასაც ერთხმად კიცხავდნენ 2012 წლამდე, – საჯარო მართვის სპეციალისტი

არ გაუმართლათ დახურულმა საჯარო სამსახურებმა. იმავე გზას ადგებიან, რასაც ერთხმად კიცხავდნენ 2012 წლამდე, – საჯარო მართვის სპეციალისტი “არ გაუმართლათ დახურულმა საჯარო სამსახურებმა და რასაც ერთხმად კიცხავდნენ 2012 წლამდე, იმავე გზას ადგებიან,” – ასე აფასებს კლუბ “რა სად როდის” მოაზროვნე, საჯარო მართვის ლექტორი, თინათინ კუპრაშვილი, საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესის გამარტივებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში. […]
ALDE/Liberal International: ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი ზურაბიშვილის აღიარებას

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) და მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება (Liberal International) ქართული ოცნების მიერ მიხეილ ყაველაშვილის “გაპრეზიდენტებასთან” დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის სურვილს არ ასახავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აღიარებას აგრძლებენ. “ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულნი და შეშფოთებულნი ვართ ახალი პრეზიდენტის “არჩევით” ამომრჩეველთა კოლეგიის […]