TKT.GE & TBC – თიბისი-ს სახელით ყველა ბილეთი გაყიდულია!

TKT & TBC დაზარალებული სფეროების მხარდასაჭერად ერთიანდებიან – რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ TKT.GE & TBC – თიბისი-ს სახელით ყველა ბილეთი გაყიდულია: ჩვენი გუნდი დააიდენტიფიცირებს 1 იანვრამდე დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო გაუქმდა და ჩარიცხავს დარბაზის სრულ ღირებულებას მსახიობების და მუსიკოსების მხარდასაჭერად. ყველა ბილეთი გაყიდულია: თეატრებში, ოპერასა და კონსერვატორიაში. კეთილი სურვილებით […]

“იყო დუბინკით გაუპატიურების მუქარა; იარაღით მუქარა – ტვინს გაგასხმევინებთო” – ვის და რისთვის აჯარიმებენ “მოსამართლეები”

სანქცირებულმა მოსამართლემ ლელა მილდენბერგერმა, სასტიკად ნაცემი აქტივისტი სამართალდამრღვევად ცნო და გიორგი ჩუტკერაშვილი ორი ათას ლარით დააჯარიმა. დღეს ჩუტკერაშვილმა ნიღბიანი სპეცრაზმელები სასტიკ ძალადობასა და დუბინკით გაუპატიურებით მუქარაში ამხილა. გზაში ერთ-ერთი პოლიციელი მხდის ბოტასს და თან მეუბნება, რა კარგი ბოტასი გაცვიაო, ასევე ქურთუკიც მოეწონათ, ქურთუკიც გამხადეს, ასევე ჩანთაც წაიღეს. შემდეგ შემაგდეს ფურგონში და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8091 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8091 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8091 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8023 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0068 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9248 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9416 ლარს შეადგენდა. […]

ფორთოხლის წვენი რეკორდულად ევროპაშიც გაძვირდა

ლონდონის ICE-ბირჟაზე ფორთოხლის წვენის იანვრის ფიუჩერსებმა ფუნტზე (0,45 კგ) 5,32 დოლარს მიაღწია. უამინდობის გამო მოსავლის მკვეთრი კლების მოლოდინის ფონზე ფორთოხლის წვენზე გაცვლითი ფასები მთელი წელი იზრდებოდა. წლის განმავლობაში გაყინული წვენის კონცენტრატის ღირებულება 70%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო გასული კვირას ფიუჩერსების ფასმა კიდევ 0,4 დოლარზე მეტად მოიმატა. აგვისტოს ბოლოს ნიუ-იორკის Intercontinental Exchange-ზე ფასებმა რეკორდულ მაჩვენებელს, ფუნტზე 5,04 […]

EU-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ წერტილზეა ვიდრე ოდესმე ყოფილა – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ მიმართ მხარდაჭერა გამოხტა. ელჩის თქმით, ვერ წარმოიდგენდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან 1 წლისთავზე, ასეთი მედიის მიმართ ასეთი სასტიკი მოპყრობის თვითმხილველი აღმოჩნდებოდა. ელჩმა ჰერჩინსკიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დემოკრატიულ ტრაექტორიას დაუბრუნდება და ევროკავშირში ინტეგრაცია განახლდება. პაველ ჰერჩინსკის სიტყვა: “ძალიან მადლობელი ვარ ამ რთულ დროს თქვენთან […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8091 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8091 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8091 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8023 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0068 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9248 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9416 ლარს შეადგენდა. […]

გია ვოლსკი – მოსახლეობის უმრავლესობა ბოლო 9 არჩევნებში ხმას “ქართულ ოცნებას” აძლევს, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებაში პროდასავლური და პროევროპული განწყობა მნიშვნელოვანწილად ნაკარნახევია პოლიტიკით, რაც ხელისუფლებას გააჩნია

საზოგადოების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამავე დროს, მოსახლეობის უმრავლესობა ბოლო ცხრა არჩევნების განმავლობაში ხმას “ქართულ ოცნებას” აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არსებული პროდასავლური და პროევროპული განწყობა მნიშვნელოვანწილად ნაკარნახევია იმ პოლიტიკით, რაც ხელისუფლებას გააჩნია , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში არსებული კონიუნქტურა უახლოეს […]

“საქართველოს არ დავტოვებ – არ მინდა ვიხილო წინადადებები, რომ ტიხანოვსკაია ან ვენესუელას პრეზიდენტი გავხდე“- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის დროს TVPWorld-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს დატოვებას არ აპირებს. “მე არ დავტოვებ საქართველოს, საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მე იქ ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიხილო წინადადებები, გავხდე ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს როგორც კი ქვეყანა დატოვა და ახლა, როგორც გავიგე, სახაროვის პრემიაც გადასცეს. არ მინდა, […]

“ტიტუშკები”, რომლებიც აქციის მონაწილეებს მოკვლით ემუქრებოდნენ, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

“ტიტუშკები”, რომლებიც აქციის მონაწილეებს მოკვლით ემუქრებოდნენ, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა ფოტო – ტვ პირველი ორი “ტიტუშკა”, ვინც, აქციის მონაწილეებს მკვლელობით ემუქრებოდა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო. ბრალდების მხარე გიგა შუბითიძისა და აკაკი ფჩხაურის წინააღმდეგ 3 000 ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ტიტუშკებს 2 000 – 2 000 ლარიანი გირას […]

“მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!” – ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა

ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის სამშობლოში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადდა. სერბეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც ამა წლის პირველ ნოემბერს ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას 15 ადამიანი ემსხვერპლა. მატარებლის სადგური საზეიმოდ სახელმწიფო მაღალჩინოსნების თანდასწრებით გაიხსნა. სერბეთის საზოგადოება თვლის, ადგილი კორუფციას ჰქონდა, რამაც უხარისხო […]