„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი განცხადებების გამო, ესტონელი დეპუტატების ნაწილმა პარლამენტში ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააყენა

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი განცხადებების გამო, ესტონელი დეპუტატების ნაწილმა პარლამენტში ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააყენა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი განცხადებების გამო, ესტონელი დეპუტატების ნაწილმა პარლამენტში ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ლაური ლაატსის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააყენა. ესტონური მედიის ინფორმაციით, მმართველი კოალიციის ზოგიერთმა დეპუტატმა და ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრმა განაცხადეს, რომ ლაური ლაატსმა პრორუსული საქართველოს მმართველი […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 დეკემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 დეკემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 დეკემბერს 06:00 საათიდან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო და მიმდებარე სოფლებში. 10:40 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს ზაჰესში. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, […]

ალეკო ელისაშვილი – ალენ ბერსეს ვესაუბრე ჩემს ამბავზე, უფრო მეტი ვილაპარაკე სხვა პოლიტპატიმრებზე – ჩემი თავი ჯანდაბას, სხვები ისეთ დღეში არიან, იმ ხალხს უნდა შველა – ცაში არ დაფრინავენ, კარგად არიან ინფორმირებულები

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მან ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, შეხვედრისას, საკუთარი დაკავებასთან ერთად, აქციაზე დაკავებულ სხვა პირებთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „ვესაუბრე ჩემს ამბავზე, როგორ დაიწყო ჩემი დაკავება, ცემა-ტყეპა, წაყვანა და მერე რა ხდებოდა. ასევე ჩემს თავზე მეტი ვილაპარაკე დანარჩენ პოლიტპატიმრებზე. ავუხსენი, რომ პოლიტიკოსი ვარ, ჩემი სახელი […]

საქართველოს ადგილი რომ ევროპაშია, ამაში დარწმუნებული ვარ – “კოდას” დირექტორი

საქართველოს ადგილი რომ ევროპაშია, ამაში დარწმუნებული ვარ,- ამის შესახებ BM.GE-ს “კოდას“ გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჭუჭულაშვილმა განუცხადა. მან BM.GE-სთან ინტერვიუში წელი შეაჯამა, ასევე გეგმებსა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

“არ ვუცემივართ, იქით უფრო ბევრი მოხვდათ” – სოსო მანჯავიძე ამტკიცებს რომ წინა ხელისუფლების “ზონდერებს” იქეთ სცემდნენ

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე, ნიკა მელიას მიმართავს, რომელიც ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროსაც ძალადობდნენ ადამიანებზე და დღეს, იგივე ადამიანები, ვინც მაშინ ძალადობის მსხვერპლი იყო, ძალადობას “რეცხავს” და ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, ის და მისი ახლობლები არ უცემიათ და იქეთ სცემდნენ მაშინ ისინი ხელისუფლების “ზონდერებს”. ნიკა მელია წერს, რომ “არც საქართველოს, არც თბილისს, ძალადობა […]

ილია მეორე – ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა

ყველას გილოცავთ მსოფლიო დიდი წმინდანის და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მფარველის, წმ. ნიკოლოზის ხსენებას, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, „ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა“. „ყველას გილოცავთ მსოფლიო დიდი წმინდანის და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მფარველის, წმ. ნიკოლოზის ხსენებას. მისი მეოხება და მეოხება წმ. იოანე დამასკელის, წმ. ბარბარესი […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგრანტო პროექტების მართვისა და მონიტორინგის პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა ფაკულტეტების დეკანების, მეცნიერებსა და მკვლევრებისთვის საგრანტო პროექტების მართვისა და მონიტორინგის პორტალის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მითი ცნობით, პრეზენტაციებზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით სტუ-ის ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ მიმართა. როგორც პროფესორმა აღნიშნა, ახალი ინტერაქტიური პორტალი მეცნიერებსა და მკვლევრებს ერთ სივრცეში ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს […]

მეუფე შიო – სიყვარული არის ადამიანის არსებობის საფუძველი, რომელშიც აისახება ღვთის ხატება – სიყვარული საფუძვლად უნდა ედოს ჩვენს ყველა ურთიერთობებს

სიყვარული არის ადამიანის არსებობის საფუძველი, რომელშიც აისახება ღვთის ხატება. სიყვარული საფუძვლად უნდა ედოს ჩვენს ყველა ურთიერთობებს. ეს არ ეხება მხოლოდ პირად ურთიერთობებს, არამედ საზოგადოებრივსაც, რადგან საზოგადოებრივ ურთიერთობებში, საზოგადოების აშენებისთვისაც მთავარი არის სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებაზე განაცხადა. მან მრევლს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა. „სახელითა მამისათა და ძისათა და […]

ვახტანგ ცინცაძე – იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული მაჩვენებელი, 21 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა, მათ შორის ექსპორტის რეკორდული მოცულობა, რომელიც 7.9%-ით გაიზარდა და 6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს,- ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის წინასწარი ეკონომიკური მონაცემები. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ასევე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც რეკორდულია. „ნოემბრის თვეში ექსპორტის საკმაოდ მაღალი ზრდა […]

ვლადიმერ პუტინი – მალე ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ – ჩვენ მზად ვართ, მაგრამ აუცილებელია, რომ მოლაპარაკებებისთვის და კომპრომისებისთვის მეორე მხარე მზად იყოს

მალე ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ბატონი ჯონსონი, კარგი ვარცხნილობით, ჩავიდა და მან თქვა, რომ მათ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იბრძოლონ. ისინიც იბრძვიან, მაგრამ ის უკრაინელები, რომელთაც ბრძოლა სურთ, მალე ამოიწურება. ჩემი აზრით, მალე აღარ დარჩებიან ისინი, ვისაც ბრძოლა სურთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. […]