ლევან ხაბეიშვილი – უნდა იცოდნენ კახა კალაძემ და მისმა ბიზნესპარტიორმა წულაიამ – არ გამოვა, ბიჭებო, აქ ხალხს თავპირი დაალეწოთ და ფლორიდაში ბიზნესი ააწყოთ, თქვენც სანქციების რიგში დგახართ

მინდა, საზოგადოებას ვუთხრა ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება დედაქალაქის მერს და მის ბიზნესპარტნიორ წულაიას, რომელიც აშშ-ში, უფრო კონკრეტულად, ფლორიდაში ცდილობს სამშენებლო ბიზნესის დარეგისტრირებას, საქართველოდან ნაძარცვი ქონების გადატანას , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, კალაძეც და წულაიაც სანქციების სამიზნეები არიან. “მინდა, საზოგადოებას ვუთხრა ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება დედაქალაქის […]
პარლამენტის მიმართულებით „მამების მარში“ და კალათბურთელების მსვლელობა დაიწყო

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამების მარში დაიწყო. როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა: აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება, ხელახალი და სამართლიანი არჩევნები და ევროინტეგრაცია. “ეს ურჩევნია მამულსა, შვილნი გვჯობნიან მამებსა!”, – ასეთი შინაარსის ბანერები აქვთ მამებს მარშზე. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მამების აქციას შეუერთდნენ კალათბურთის მოყვარულები და კალათბურთელებიც. როგორც მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ, კალათბურთელმა ნიკა მეტრეველმა განაცხადა, […]
თეონა აქუბარდია – ბრიტანეთის სანქციებს გაგრძელება მოჰყვება ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც – „ქართული ოცნება“ „მელა და ყურძნის“ პოზიციაშია, მაგრამ რაც არ უნდა იძახონ, რომ არა უშავს, სისტემა დასუსტებულია

პროტესტის დამსახურებაა დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციები, ეუთოს განცხადება, ბალტიის ქვეყნების ინდივიდუალური სანქციები, ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური პასპორტების დასანქცირება. რაც არ უნდა იძახონ, რომ არა უშავს, მელა და ყურძენი რომ არის, დაახლოებით ამ პოზაში არიან [„ქართული ოცნება]. სისტემა არის დასუსტებული! , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. აღნიშნულით, თეონა […]
ანა ნაცვლიშვილმა ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

19 დეკემბერს, გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრებმა გამართეს საგანგებო შეხვედრა, რომელშიც პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ჯგუფი და სხვადასხვა კომიტეტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე, დოქტორი ანტონ ჰოფრაითერი. შეხვედრაზე მიწვეული იყო „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, რომელიც ონლაინ ჩაერთო სხდომას. პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაცვლიშვილმა ისაუბრა „გაყალბებულ არჩევნებზე, „ქართული […]
მიხაილ როთი გაერთიანებული სამეფოს სანქციებზე – გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიბაძონ

გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიბაძონ გაერთიანებულ სამეფოს. ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და სხვა ძალოვანების დასანქცირებას. “გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიბაძონ [გაერთიანებულ სამეფოს],” – წერს როთი. ცნობისთვის, 19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ […]
მეტრო „რუსთაველში“ მოქალაქეების მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებული ორი პირი გირაოთი გათავისუფლდა

რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს დაკავებული ორი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000-2000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო. პროკურორმა 3000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა ბრალდებულებმა მოსამართლეს განუცხადეს, რომ მათ ფინანსური პრობლემები აქვთ და თუ შესაძლებელი იქნებოდა „შეღავათი გაეწიათ“. მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდებულების თხოვნა გაითვალისწინა და 2000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. […]
სალომე ზურაბიშვილი – ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობისა და თავისუფლების წელი – შევხდეთ ერთად!

ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობისა და თავისუფლების წელი. შევხდეთ ერთად! , – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ დაანონსებულ საახალწლო პროტესტთან დაკავშრებულ აქტივობას. სოციალურ ქსელში მოქალაქეების ორგანიზებით, 31 დეკემბერს 23:00 საათზე „ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამეს“ იგეგმება. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აპირებენ შეიკრიბებიან. „ამ ქვეყანაში მხოლოდ ჩვენ ვართ ლეგიტიმური – ქართველი ხალხი“, […]
ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე შესაძლოა, 100 კმ-მდე გაიზარდოს

ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძემ 18 დეკემბრის მდგომარეობით 49 კილომეტრს მიაღწია. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში წერია. წინა დღით უწყებამ დაბინძურება 35 კმ-ით შეაფასა, ამდენად, 24 საათის განმავლობაში ეს მაჩვენებელი, თითქმის, ერთნახევარჯერ გაიზარდა. რუსეთის ველური ბუნების დაცვის ცენტრი პროგნოზირებს, რომ დაბინძურებული სანაპირო ზოლის სიგრძე შესაძლოა, 100 კმ-მდე გაიზარდოს. მიზეზად სახელდება […]
„იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული მაჩვენებელი, 21 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი შეადგინა“ – ვახტანგ ცინცაძე

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა, მათ შორის ექსპორტის რეკორდული მოცულობა, რომელიც 7.9%-ით გაიზარდა და 6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები შეაფასა, მისი ინფორმაციით, ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც. „ნოემბრის თვეში ექსპორტის საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება – მისი მოცულობა 542,5 […]
TV იმედის მფლობელს შეეძლო, ლესბოსელი შვილის ამაყი მამა ყოფილიყო – პრაიდის დირექტორი

თბილისი პრაიდის დირექტორი თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში ჰომოფობიური სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის მფლობელის, ირაკლი რუხაძის მავნებლურ პროპაგანდაზე საუბრობს. ჯაყელის თქმით, რუხაძის შვილი, ალექსანდრა (ლექსი) რუხაძე ღიად ლესბოსელი ქალია და ამერიკაში ამერიკელ ქალ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ისინი შვილის აყვანას აქტიურად ცდილობენ. როგორც თბილისი პრაიდის დირექტორი წერს, ეს ფაქტი კიდევ უფრო ცხადს ხდის, თუ რამდენად ამორალურია რეჟიმის პროპაგანდა. […]