ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სხდომაზე – მოგიწოდებთ, ზეწოლა მოახდინოთ, ბიძინა ივანიშვილსა და “მის მეგობრებზე”

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, ზეწოლა მოახდინონ ბიძინა ივანიშვილზე და „მის მეგობრებზე“. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში „რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია“ მუშაობს. “სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენაში ჩაითრიოს და ევროპული გზიდან გადაახვევინოს. თბილისში მოქმედი მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს”, […]
რუსული მაფია და ივანიშვილი – გაზარდეთ ზეწოლა მის გარემოცვაზე – ზელენსკი EU-ს

ევროკავშირმა ზეწოლა უნდა მოახდინოს საქართველოს პრორუსულ მთავრობაზე, რომელმაც უარი განაცხადა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე – განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. “სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ევროპული გზიდან გადაიყვანოს. თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე მოგიწოდებთ, რომ გაზარდოთ ზეწოლა, განსაკუთრებით […]
მომავალ წელს AI მოგზაურობის მენეჯმენტში ასისტენტის როლს შეასრულებს – SAP Concur

SAP Concur-ის ექსპერტებმა 2025 წლის საქმიანი მოგზაურობის ხარჯების მართვის შესახებ თავიანთი პროგნოზი გააკეთეს, სადაც ხაზგასმულია კომპანიების წინაშე არსებული ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები. კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ხელმძღვანელის, კრის ჯუნოს თქმით, მომდევნო წლებში კომპანიები მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებენ ციფრულ სისტემებსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში. „კორპორატიული კლიენტები 2025 წელს შეიმუშავებენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა პროცესების ავტომატიზაცია და გენერაციული AI“, – თქვა […]
გახარია ორი ბანკის გადაწყვეტილებაზე: მისასალმებელი პირველი ნაბიჯია… ყინული დაიძრა

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ორი მსხვილი ბანკის გადაწყვეტილება, აქციებზე დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხა გამოყონო, “მისასალმებელი პირველი ნაბიჯია”. როგორც მან ფორმულას დღეში თქვა, “ყინული დაიძრა”. “ორი ბანკის გადაწყვეტილება მეუბნება იმას, რომ ეს არის ფრთხილი, მაგრამ ძალიან მისასალმებელი პირველი ნაბიჯი. მე მესმის მათი მდგომარეობა, ეს სისტემური ბანკებია… მათდამი ფრთხილი დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკონომიკური […]
ზელენსკი: რუსეთიდან კონტროლირებადი მაფია ცდილობს, საქართველო პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს

არც ერთი დემოკრატიული ერი არ უნდა დარჩეს ერთიანი ევროპისა და ალიანსის მიღმა – ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას და ბალკანეთის ქვეყნებს. სამწუხაროდ, საქართველოში რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია ცდილობს, ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ევროპული გზიდან გადაიყვანოს. დღევანდელი მთავრობა თბილისში უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. მოგიწოდებთ, განახორციელოთ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილსა და მის ახლობლებზე, რათა არ დაუშვათ, საქართველოსთვის […]
ირანი ატომურ სახელმწიფოდ გადაქცევის ზღვარზეა – IAEA

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, განაცხადა, რომ ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენა აზრს კარგავს, რადგან თეირანი უკვე ფაქტობრივად ატომურ სახელმწიფოდ გადაქცევის ზღვარზეა. იტალიაში ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე გროსიმ ხაზი გაუსვა IAEA-ს მზარდ უკმაყოფილებას ირანთან მიმართებით, რომელმაც დაარღვია 2015 წლის შეთანხმების პირობები და უარი თქვა მონიტორინგის პროცესზე მას შემდეგ, რაც აშშ-მ […]
რა თანხას გადაუხდიან მუნიციპალიტეტები არტისტებს საახალწლო კონცერტებზე? – ჩამონათვალი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოქვეყნდა მუნიციპალიტეტების გამარტივებული კონტრაქტები არტისტებთან, რაც დეკემბერში სხვადასხვა ღონისძიებაზე – ახალი წლის ღამეზე, ნაძვისხის ანთებაზე და სხვა საახალწლო ღონისძიებებზე სიმღერას და მუსიკალურ გაფორმებას მოიცავს. გამოქვეყნებული კონტრაქტების თანახმად, ყველაზე დიდი 80,000 ლარის კონტრაქტები გაფორმდება გადაცემა ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან წამყვანთან და გადაცემის ბენდთან, რაც ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესყიდვებს უკავშირდება. ჯგუფ ურსას […]
რადიო თბილისის საგანგებო განცხადება

რადიო თბილისის გვერდზე ხორციელდება არალეგიტიმური ხელისუფლების ტროლ/ბოტების და აღნიშნული ხუნტის მხარდამჭერი ტელეარხად წოდებული “იმედის” შეტევა მათთვის არასასურველ, ჩვენს მიერ გავრცელებულ პოსტებზე/ახალ ამბებზე. რაც მათი მხრიდან გამოიხატება ასეთი პოსტების და ამასთანავე, ჩვენი ფეისბუქ ანგარიშის “დარეპორტებით”. მაგალითად, ჩვენი გვერდიან ფეისბუქმა წაშალა “იმედზე” გაკეთებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის განცხადება “მამაკაცის რძესთან დაკავშირებით”. ასევე, საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდეტის […]
“მამების მარში” და კალათბურთელების მსვლელობა დაიწყო

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით “მამების მარში” დაიწყო. როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა: აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება, ხელახალი და სამართლიანი არჩევნები და ევროინტეგრაციაა. რესპუბლიკის მოედანზე მამების აქციას შეუერთდნენ კალათბურთის მოყვარულები და კალათბურთელები.
“ჩვენ მოგვატყუეს” – პუტინმა აღიარა, რომ უკრაინასთან ომისთვის მოუმზადებელი იყო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მედიის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან მრავალსაათიანი შეხვედრა გამართა. პუტინს ჰკითხეს, 2022 წლის თებერვალში რომ დაბრუნებულიყო დაიწყებდა თუ არა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას (უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს ამ ტერმინით მოიხსენიებენ რუსი მაღალჩინოსნები და მედია). “წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, იმის გათვალისწინებით ახლა რაც ხდება, ვიფიქრებდი, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უფრო ადრე უნდა დაგვეწყო”. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, […]