დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თრანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ადგილობრივმა მკვიდრმა 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი. მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“. „ნებისმიერი სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას სახელმწიფო […]

რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე – ნატო რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება

ნატო აგრძელებს მზადებას რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის და თავდაცვის სფეროში დაგეგმვის პროცესში ალიანსის აგრესიული ქცევის გათვალისწინება ხდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა. „რუსეთი თანმიმდევრულად იცავს პირდაპირი კონფლიქტის თავიდან აცილების პოლიტიკას, მათ შორის ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებით. რაც შეეხება ნატო-ს ზოგად კურსს, ის საფრთხეს უქმნის როგორც რუსეთს, ასევე გლობალური და რეგიონული […]

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს მეორედ ხვდება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, ვიზიტის ფარგლებში, მეორედ ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. ალენ ბერსე პრემიერთან შესახვედრად ადმინისტრაციის შენობაში, რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ცნობისთვის,საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსემ პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან 18 დეკემბერს გამართა. გარდა ამისა, ის შეხვდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ასევე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, აქციაზე […]

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ უწყებისა და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება“ – შსს

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ უწყებისა და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება“ – შსს ბოლო დღეებში, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების პირადი ნივთების ჩამორთმევასა და გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყება განმარტავს, რომ “პოლიციის […]

კიევზე სარაკეტო შეტევა იყო

დღეს, 20 დეკემბერს, დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევებმა ხანძრები გამოიწვია ქალაქის ოთხ რაიონში. კიევის სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანებულია სახლები, საოფისე შენობები და გაზსადენი. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგი პოპკოს განცხადებით, საოკუპაციო ძალებმა კიევს სავარაუდოდ, აერობალისტიკური რაკეტებით „კინჟალი“ […]

მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები გახანგრძლივდა

მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები გახანგრძლივდა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება. „დღეის მდგომარეობით, აღწერის ფარგლებში გამოკითხულია 3 მილიონზე მეტი მოქალაქე, თუმცა პროცესი აქტიურად მიმდინარეობს დღესაც, რომლის დასრულებასაც კიდევ სჭირდება რამდენიმე დღე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება პროცესის მიმდინარე თვის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ასევე, პარალელურად გვინდა […]

აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისთვის სასათბურე მეურნეობები მოეწყო

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისთვის გარდაბნის, წყალტუბოსა და სენაკის მუნიციპალიტეტებში სასათბურე მეურნეობები მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად პირადად მოინახულა. უწყებს ცნობით, სასათბურე მეურნეობები ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის – „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ ფარგლებში მოეწყო და მისი […]

მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით GCCA-ის მიერ საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების გზამკვლევი დოკუმენტი მომზადდა

მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით GCCA-ის მიერ საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების გზამკვლევი დოკუმენტი მომზადდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტის მომზადებაში ჩართულნი იყვნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები. „ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში ფასების გამჭვირვალობის, ბაზრის გამართულად ფუნქციონირების, არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის თავიდან არიდების, მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების […]

პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა. საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

სანქცირების შემდეგ კობახიძემ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

აშშ-სა და დიდ ბრიტანეტში სანქციების დაწესების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ბრძანებას ხელი დღეს, 20 დეკემბერს მოეწერა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა“, – წერია პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავარობაში სამი […]