პოჩეტინომ სანაკრებო დონეზე გადაინაცვალა – არგენტინელი აშშ-ის 2026 წლის მუნდიალზე საშინაო კედლებში გაწვრთნის

Marca-ს ინფორმაციით, ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო აშშ-ის ნაკრებს ჩაიბარებს. 52 წლის სპეციალისტი ბოლოს “ჩელსის” წვრთნიდა, საიდანაც ამ ზაფხულს დაითხოვეს. გამოცდილმა მენეჯერმა გრეგ ბერგლოჰტერი უნდა ჩაანაცვლოს, ვინაც 2024 წლის კოპა ამერიკაზე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. პოჩეტინო სანაკრებო დონეზე პირველად იმუშავებს და მისი მიზანი 2026 წლის მუნდიალზე კარგად გამოსვლა იქნება, სადაც აშშ საშინაო კედლებში ითამაშებს, ჩემპიონატი […]

რა დაგხვდებათ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში

სერიიდან “ყველაფერი ბიზნესისთვის” დღეს იმ ციფრული საბანკო პლატფორმებს გაგაცნობთ, რომელსაც თიბისი MSME სექტორს სთავაზობს. თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყონ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივი წვდომა ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. ასევე, მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება. თუმცა ეს ყველაფერი არაა, რასაც თიბისი ციფრულ ბანკში სთავაზობს […]

Times: ბრიტანეთი ითხოვს, უკრაინას ნება დართონ, რაკეტა Storm Shadow გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ

ბრიტანელი მინისტრები ფარულად ცდილობენ, დაარწმუნონ მოკავშირეები, რომ უკრაინის არმიას ნება დართონ, რუსეთს Storm Shadow ფრთოსანი რაკეტები ესროლონ. ამის შესახებ The Times-ი წერს. ფრთოსან რაკეტებს შეუძლიათ სამიზნეებზე დარტყმები 250 კილომეტრის მანძილზე. „შორი რადიუსის მოქმედების რაკეტები რუსებს და მანამდე საბჭოთა [ხელისუფლებას] აშინებს ხელმძღვანელობაზე და საკვანძო ობიექტებზე თავდასხმის საფრთხის გამო,“ – ამბობს ჯონ ფორმანი, ბრიტანეთის ყოფილი თავდაცვის ატაშე […]

კრისტალმა და FMO-მ 15 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმეს

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალმა” და ჰოლანდიის განვითარების ბანკმა FMO-მ ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საკრედიტო რესურსის გამოყოფის შესახებ.. აღნიშნული გარიგება კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს მხარეებს შორის არსებულ პარტნიორობას, რომელსაც საფუძველი 2017 წელს განხორციელებული პირველი ტრანზაქციით ჩაეყარა. ინვესტიცია ხაზს უსვამს FMO-ს ფოკუსს განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და ცხოვრების ხარისხის […]

მარანი ოდა აცხადებს, რომ გემო ფესტიდან პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს

საოჯახო მარანი ოდა აცხადებს, რომ სამეგრელოს გემო ფესტიდან პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს. მათი თქმით, მარანი ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საორგანიზაციო გუნდმა მიიწვია, შემდეგ კი მოულოდნელად მოხსნეს. “ძვირფასო ხალხო, ვიცით, რომ ბევრი ელოდით ოდას სამეგრელოს გემო ფესტზე. ჩვენც მოუთმენლად ველოდით თქვენთან შეხვედრას! სამწუხაროდ, ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო ამბის გაზიარება გვიწევს – გემო ფესტი / სამეგრელო ოდას, მარტვილის მარნის და […]

პლატონ იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარები და პანდუსები. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილზე გაეცნენ. აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანიამ „ლ ენდ ლ“ განახორციელა. იოსელიანის ქუჩაზე […]

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური […]

Яндекс Еда – რუსული „იანდექსი“ ბიზნესის გაფართოებას საქართველოშიც გეგმავს

„იანდექსი“, უკვე ფორმალურადაც, ისევ რუსული კომპანიაა. როგორც ცნობილი ხდება, სანქციების თავის არიდების მიზნით ნიდერლანდების ოფშორებში გადარეგისტრირებული და ამით, ფაქტობრივად, ცრუმაგიერად ქცეული რუსული პლატფორმული ბიზნესი, რომელიც ამ ეტაპზე, საქართველოში ძირითადად მგზავრთა გადაყვანის სერვისით არის დაკავებული, უკანვე „გადმოიყიდა“ და გაფართოების სერიოზული გეგმები აქვს ახლო სამეზობლოში. ბუნებრივია, „იანდექსის“ გაფართოების პოლიტიკის არეალში რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოც ხვდება… ახალი ამბავი […]

გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა – დეტალები

გაერო-ს უშიშროების საბჭომ, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოსტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადებით, 2008 წელს, საქართველოში შეჭრით, გამოვლინდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაძლიერება მისი მეზობელი ქვეყნებისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისადმი. მათ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა […]

რეინვესტიციის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 83.7%-ია

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3 პროცენტით აღემატება.