გაერო-ს უშიშროების საბჭომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი დაგმო და შეშფოთება გამოთქვა

2024 წლის 14 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა გაეროსთან მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, ფრანჩესკა გატი, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია […]

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 38.6%-ით შემცირდა, ყირგიზეთიდან 133.8%-ით გაიზარდა

2024 წლის ივლისში საქართველომ ფულადი გზავნილების სახით 298.1 მლნ აშშ დოლარი (815.0 მლნ ლარი) მიიღო, რაც 1.8%-ით (5.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი […]

პირველად თბილისში MAN-ის ტრენინგები გაიმართა – საერთაშორისო შეხვედრებს „თეგეტა აკადემიამ“ უმასპინძლა

„თეგეტა აკადემიამ“ გერმანული საავტომობილო ბრენდის, MAN-ის საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა. გერმანიიდან და გაერთიანებული საამიროებიდან მოწვეულმა ტრენერებმა დამსწრეებს MAN-ის სატვირთო ავტომობილების უპირატესობები დეტალურად გააცნეს. ორდღიანი კომპლექსური შეხვედრები, რომლებიც, თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა, გაყიდვების ჯგუფებისათვის იყო განკუთვნილი. საერთაშორისო ტრენინგ-სემინარს, Tegeta Truck&Bus-ის თანამშრომლებთან ერთად, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული გაყიდვების მენეჯერებიც ესწრებოდნენ. კომბინირებულ სწავლებაში, საერთო ჯამში, 15 მსმენელი იყო […]

მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკის გამო ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი მსოფლიოს ახალი ვირუსული ინფექციის – მაიმუნის ყვევილის შესახებ აფრთხლებს. მისი გავრცელების რისკის გამო ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჯანმოს ინფორმაციით, ვირუსის გავრცელება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიწყო. თუმცა, ახლა იგი შემაშფოთებელი ტემპით ვრცელდება აფრისკის სხვა ქვეყნებშიც. 14 აგვისტოს გამართულ საგანგებო კომიტეტზე, რომელსაც ჯანმოს წარმომადგენლები და იმ ქვეყნების ექსპერტებიც ესწრებოდნენ, სადაც […]

32 წლის ასაკში შაქირი უკლუბოდ დარჩა

MLS-ის ბინადარმა “ჩიკაგო ფაიარმა” გვაუწყა, რომ გამოცდილ შვეიცარიელ შემტევ ხერდან შაქირისთან კონტრაქტი ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. 32 წლის ფეხბურთელი აშშ-ის კლუბის ღირსებას 2022 წლის თებერვლიდან იცავდა, რა დროშიც ჩატარებულ 75 შეხვედრაში თავი 16 გოლითა და 20 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. MLS-სამდე შაქირი “ბაზელის”, “სტოკის”, “ბაიერნის”, “ლივერპულის”, “ინტერისა” და “ლიონის” ღირსებასაც იცავდა.

კურსკში მიმდინარე ბრძოლაში უკრაინამ კიდევ ორი სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა ჩართო – „ფორბსი“

კურსკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლაში უკრაინის არმიის კიდევ ორი, 82-ე და 95-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადები ჩაერთო, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საერთო ჯამში, კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის ექვსი ბრიგადა, ორი დამოუკიდებელი ბატალიონი და უპილოტო აპარატების, არტილერიის, სადაზვერვო და სპეცრაზმის დამხმარე ქვედანაყოფები შევიდნენ. უკრაინამ კურსკში, ჯამში, 15 000-მდე ჯარისკაცი შეიყვანა. გამოცემა წერს, რომ კურსკის რეგიონში […]

საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის – როგორ მოიპოვა საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოები – ინტერვიუ თორნიკე კუპრაშვილთან

პრესტიჟულმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი, ახლახან, საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდოს ფარგლებში, 45 ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა. ფინანსური ინსტიტუტი საუკეთესოდ ორი მიმართულებით დასახელდა: როგორც საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის, ასევე საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის. საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი, ინოვაცია და ტრანსფორმაცია, SME პლატფორმა, ღია ბანკინკის API-ები – ამ და სხვა არაერთი მიმართულებით საქართველოს ბანკმა გამორჩეული პერფორმანსი აჩვენა. […]

ბელგოროდის ოლქში, საგანგებო მდგომარეობა ფედერალურ დონეზე გამოცხადდა

ბელგოროდის ოლქში, საგანგებო მდგომარეობა ფედერალურ დონეზე გამოცხადდა, – ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კურენკოვმა სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ლიკვიდაციის სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. „გთავაზობთ, ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ საგანგებო მდგომარეობას ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობის სტატუსი მივანიჭოთ და რეაგირების ფედერალური დონე დავაწესოთ“, – განაცხადა ალექსანდრე კურენკოვმა. მისივე თქმით, […]

პაატა მანჯგალაძე – ვერანაირი მანიპულაციები, ეს იქნება „გორბის” ვითომ კვლევა თუ „დაჩის ზღაპრები”, ქართველი ხალხის არჩევანს ვერ შეცვლის

ძალიან ბევრი რეგიონი მოვიარეთ, უამრავ ადამიანს შევხვდით და ერთი რამ ნათელია, ქართველ ხალხს ივანიშვილის რეჟიმისთვის განაჩენი გამოტანილი აქვს, შესაბამისად, ვერანაირი მანიპულაციები, ეს იქნება „გორბის” ვითომ კვლევა თუ „დაჩის ზღაპრები”, ქართველი ხალხის არჩევანს ვერ შეცვლის, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მარტივ კითხვას, თუ როგორ […]

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა თითქმის ორი მლრდ დოლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3 პროცენტით აღემატება. საქსტატის ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით ასე გადანაწილდა – მთლიანი მოცულობიდან 1.21 მილიარდი დოლარი სააქციო კაპიტალმა შეადგინა, 83.7 მლნ […]