Emirates ბალის მიმართულებით A380-ით ფრენებს აორმაგებს

ავიაკომპანია Emirates-მა დუბაისა და ბალის შორის A380-ით მეორე ყოველდღიური ფრენების დაწყების შესახებ განაცხადა. აღნიშნული რეისები შესრულდება 1 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში, რათა ავიაკომპანიამ პიკური სეზონის განმავლობაში კუნძულზე მოგზაურობის გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. 2024 წლის 1 სექტემბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, Emirates-ის რეისი EK398/399 დუბაის (DXB) და ბალის (DPS) შორის გადაინაცვლებს Airbus A380-ზე, რომელიც შეცვლის ამჟამინდელ Boeing 777-ს. […]

“ასეთ შემთხვევაში მამარდაშვილი განვითარებას შეაფერხებს…” – პოლ რობინსონმა გიორგის “ლივერპულში” შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბრიტანულ მედიაში გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულში” შესაძლო ტრანსფერი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. The Telegraph-ის ჟურნალისტმა ლუკ ედვარდსმა BBC Radio 5 Live-ის ფეხბურთის ყოველდღიური Podcast-ში საუბრისას, ყურადღება სწორედ ჩვენებურის შესახებ გაამახვილა. “დარწმუნებული არ ვარ, რომ “ლივერპულს” ამ ზაფხულს მეკარის პოზიციაზე ამდენი ფულის დახარჯვა ესაჭიროება. თუ მამარდაშვილი პრემიერ ლიგაში გადავა და “მერსისაიდელთა” ფორმას მოირგებს, მაშინ ის იჯარით წავა, […]

პაატა მანჯგალაძე – ის, რომ რუსეთი „ქართული ოცნების“ გამონათქვამს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ, ცხადი მავნებლობაა – ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი, პასუხი გაცემულია და ვინც ამის გადახედვას შეეცდება, პოლიტიკური ნაძირალაა

ის, რომ რუსეთი „ქართული ოცნების“ გამონათქვამს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ცხადი მავნებლობა – საკითხზე, თუ ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი, პასუხი გაცემულია და ყველა, ვინც ამ საკითხის გადახედვას შეეცდება, ჩემთვის არის პოლიტიკური ნაძირალა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსული მხარის მოხსენებას გამოეხმაურა. […]

ალექსანდრე კრევო-ასათიანი – საერთაშორისო სასამართლოებმა, გინდა ჰააგაში, გინდაც სტრასბურგში, ასევე საერთაშორისო რეზოლუციებმა როგორც ეუთოს, ასევე ევროსაბჭოს მხრიდან, უკვე დაადასტურეს ქართველი ხალხის სიმართლე

საერთაშორისო სასამართლოებმა, გინდა ჰააგაში, გინდაც სტრასბურგში, ასევე საერთაშორისო რეზოლუციებმა როგორც ეუთოს, ასევე ევროსაბჭოს მხრიდან, უკვე დაადასტურეს ქართველი ხალხის სიმართლე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შესახებ საუბრისას განაცხადა. ალექსანდრე კრევო-ასათიანის განცხადებით, რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო უკანონო და აგრესიული ომები მეზობლების წინააღმდეგ. „საერთაშორისო სასამართლოებმა, […]

თეონა ჭალიძე – წინა არჩევნებთან შედარებით, 39%-ით გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა ოდენობა – 2024 წლის ივლისის მონაცემებით, 677495 პირია პირდაპირ ან ირიბად საარსებო შემწეობაზე დამოკიდებული

დღევანდელი მონაცემებით ხელისუფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს 190 000-ით მეტი საარსებო შემწეობის მიმღებით ხვდება, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და 203 000-ით მეტით, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ხვდებოდა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, ჯამში, 2024 წლის ივლისის მონაცემებით 677495 პირია პირდაპირ ან ირიბად საარსებო შემწეობაზე დამოკიდებული. […]

ბელგოროდის ოლქში ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში რეგიონული დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობით შეიცვალა. გადაწყვეტილება დღეს, 15 აგვისტოს, გამოაცხადა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ. მინისტრ ალექსანდრ კურენკოვის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის „შეიარაღებული ფორმირებების ტერორისტული შეტევების” გამო, რომელთა შედეგად დაღუპული და დაჭრილი არიან მოქალაქეები, დანგრეულია სახლები და ინფრასტრუქტურის ობიექტები, რასაც ფედერალურ დონეზე რეაგირება სჭირდება. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები […]

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, […]

შავი ზღვის წყლის ხარისხის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 14 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განახორციელა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასია ნათქვამი, შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მიღებული შედეგები […]

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განახორციელა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 14 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განახორციელა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მიღებული შედეგები ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე […]

ირაკლი ნადირაძე – ვინც აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებს, პუტინი და “ქართული ოცნებაა” – 26 ოქტომბერს არჩევნებს წააგებენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ვინც აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებს, არის პუტინი და „ქართული ოცნება“. ნადირაძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდება. „2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე არაერთი ეუთოს და ევროსაბჭოს რეზოლუცია. ერთადერთი, ვინც ამ გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ […]