ბი-ბი-სის ცნობით, ჰამასს არ სურს “მოლაპარაკებაში მოლაპარაკებისთვის” მონაწილეობა

ბი-ბი-სის აცნობა ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში, ასევე ბრიტანეთში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება), ხელმძღვანელობის წევრმა, რომ დაჯგუფება არ მიიღებს მონაწილეობას ახალ მოლაპარაკებაში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ. ჰამასსა და ისრაელს შორის შუამავლების გზით მოლაპარაკება უნდა განახლებულიყო კატარში 15 აგვისტოს. ისრაელმა მასში მონაწილეობა დაადასტურა. ჰამასის წარმომადგენელმა უთხრა ბი-ბი-სის, რომ “დაჯგუფებას არ სურს მოლაპარაკებაში მოლაპარაკებისთვის მონაწილეობა, რის […]

„საქართველოს მშპ-სთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებთან შედარებით“

„საქართველოს მშპ-სთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებთან შედარებით“ „ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში 5,4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დააზუსტა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები, რომელიც, ბოლო სამ წელში 456 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი მანამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით. […]

მიხაილო პოდოლიაკი – უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებებთან საერთო არაფერი აქვს

უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებებთან საერთო არაფერი აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა. „ასეთი ქმედება შეიძლება მხოლოდ ფართო ტექნიკური და ფინანსური რესურსით განხორციელდეს და ვის ჰქონდა ეს ყველაფერი აფეთქების დროს? მხოლოდ რუსეთს. უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებებთან საერთო არაფერი აქვს“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, გუშინ, გერმანულ მედიაში ინფორმაცია […]

პრეზიდენტმა უარი თქვა, ოლიმპიელები მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაეჯილდოებინა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს, პარიზის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენების მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაჯილდოებაზე. მან ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მიზეზებზე ისაუბრა. დღეს, 20:00 საათზე, მთავრობა ოლიმპიელების დახვედრის ღონისძიებას მართავს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია ავლაბარში), სადაც შესვლა შეუძლიათ მიწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს, თუმცა არა სპორტსმენების ნახვის მსურველ რიგით ადამიანებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ღონისძიების შესახებ […]

ლენგლე ლა ლიგაში რჩება, მაგრამ “ბარსელონაში” აღარ ითამაშებს

ესპანური პრესის ინფორმაციით, “ბარსელონას” მცველი კლემან ლენგლე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს დატოვებს. გავრცელებული ცნობით, ფრანგმა მცველმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” პირველად შეთანხმებას მიაღწია და კარიერიასაც სწორედ დიეგო სიმეონეს გუნდში განაგრძობს. ახლა კატალონიელები “როხიბლანკოს” სატრანსფერო ფასზე უნდა შეუთანხმდნენ და გარიგებაც ოფიციალურად დაიხურება. ლენგლემ გასული სეზონი იჯარით “ასტონ ვილაში” გაატარა, სადაც 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა […]

პრეზიდენტი ოლიმპიელთა და პარაოლიმპიელთა ცალ-ცალკე დაჯილდოებას დისკრიმინაციას უწოდებს

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოლიმპიელთა დახვედრისა და დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია, რომელიც დღეს, 20:00 საათზეა დაგეგმილი, 13:00 საათზე მიაწოდეს. მისი თქმით, სპორტსმენთა “აჩქარებულ ტემპში” დაჯილდოება არ შეიძლება და ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს. კერძოდ, ზურაბიშვილის საუბრობს იმაზე, რომ სპორტსმენების გამარჯვება მთელი ქვეყნის ზეიმია და ის “სადღაც ჩაკეტილ სივრცეში” არ უნდა აღინიშნებოდეს. ამასთან […]

კოალიცია ცვლილებებისთვის: ოცნების განცხადება აგვისტოს ომზე ქვეყნის ინტერესების ღალატია

კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერებმა ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ ქართული ოცნების პოლიტასბჭოს განცხადებაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა, ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება “ფაქტობრივი, სამართლებრივი ტყუილია და უტოლდება ქვეყნის ღალატს”. ნიკა გვარამიას თქმით, ოცნების განცხადება არის მცდელობა, ჩამორეცხოს რუსეთს უმძიმესი დანაშაული, რაც აზიანებს ქვეყნის იმიჯს მსოფლიოში და ხელს უშლის […]

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო – ომის დაწყების შემდეგ 40 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა

ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელთან ომის დაწყების შემდეგ 40 005 პალესტინელი დაიღუპა. უწყების ცნობით, რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რაოდენობა 92 400-ს აჭარბებს. ამასთან, პალესტინის ხელისუფლებაში არ აკონკრეტებენ, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის. ისრაელმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან ღაზაში „ჰამასის“ 14 000-ზე მეტი მებრძოლი მოკლა. შეგახსენებთ, ისრაელმა […]

ლაშა ბაქრაძე – „დემოკრატიის ფესტივალისთვის“ ხელის შეშლა მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რათა ეს არჩევნები არც თავისუფალი იყოს და არც სამართლიანი

„დემოკრატიის ფესტივალისთვის“ ხელის შეშლა მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რათა ეს არჩევნები არც თავისუფალი იყოს და არც სამართლიანი, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არ სურს, რომ ოპოზიციას ჰქონდეს საშუალება, დაელაპარაკოს საკუთარ ხალხს. „კარგად ვიცით, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რათა ეს არჩევნები არც თავისუფალი იყოს […]

სალომე ზურაბიშვილი – ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება ოლიმპიელების სასწრაფოდ დაჯილდოება – ვაპირებ, სახალხო ზეიმი მოვაწყო, როგორც გამოვაცხადე

ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება ოლიმპიელების სასწრაფოდ დაჯილდოება – ვაპირებ, სახალხო ზეიმი მოვაწყო, როგორც გამოვაცხადე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ოლიმპიადაზა მოპოვებული გამარჯვება ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ერთად, სახალხო ზეიმი უნდა იყოს. „მინდა ყველას მივულოცო ეს არაჩვეულებრივი გამარჯვება, არამხოლოდ იმათ, ვინც მედლებით დაბრუნდა და ძალიან გაახარა საზოგადოება, არამედ […]