ნავთობის ფასი შემცირდა

2024 წლის 14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 80,69 (- 1,61) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 76,76 (- 1,07) დოლარი/ბარელზე. oilnews.ge
საქართველოს ბანკის გადახდების მენეჯერს ბმულით გადახდა დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესებს, რომლებიც რეგულარულად იღებენ გადახდებს, გამორჩეულ ციფრულ პლატფორმას – გადახდების მენეჯერს სთავაზობს. ეს არის ერთიანი სივრცე, საიდანაც შესაძლებელია, როგორც არსებული გადახდების ნახვა და მართვა, ასევე ახალი გადახდის მეთოდების დამატება. პლატფორმა ახლახან განახლდა – გაუმჯობესდა მისი ინტერფეისი და დაემატა ბმულით გადახდის მეთოდი.
თიბისი ლიზინგი MICHELIN-ის ოფიციალური პარტნიორია

თიბისი ლიზინგმა ლეგენდარულ ფრანგულ ბრენდთან MICHELIN-თან თანამშრომლობის მემორანდუმი დადო, რომლის ფარგლებშიც, კომპანიის ოფიციალური პარტნიორი ხდება საქართველოში. აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში, მომხმარებელი განსაკუთრებულ შეთავაზებებს მიიღებს. „ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ სპეციალური სალიზინგო პირობებით, არამედ დამატებითი ღირებულებებით გაანებივროს მომხმარებელი. სწორედ ამიტომ, MICHELIN-თან თანამშრომლობით შევქმენით სპეციალური სასაჩუქრე ნაკრებები, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილის დაფინანსებისას გადავცემთ საჩუქრად. ვფიქრობთ, რომ თავი […]
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვისა და მართვის პრინციპებს შეიმუშავებს

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვისა და მართვის პრინციპებს შეიმუშავებს. ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც საბჭოს აპარატის უფროსის ლევან ღირსიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, ქვეყანაში ადრეული შეტყობინების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავებასა და შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადებაზე იმსჯელეს. უწყების განმარტებითვე, ყურადღება გამახვილდა […]
შემოსავლების მტკიცებით, სიცრუეა, რომ ლარსზე აშშ-ის აპარატურა უყურადღებოდაა მიტოვებული

შემოსავლების სამსახური ირწმუნება, რომ “სიმართლეს არ შეესაბამება” ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ყაზბეგის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აშშ-ის მიერ გადმოცემული აპარატურა უყურადღებოდაა მიტოვებული. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე განთავსებულია “სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის პირველადი/საყრდენი ტექნიკური ნაწილები, რომლებიც 24/7 რეჟიმში უსაფრთხოდ არის დაცული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საბოლოო პროცედურები”. “საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის […]
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოები წარმატებით გრძელდება – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოები წარმატებით გრძელდება – ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აქტიურ სამუშაოებს განაგრძობს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ხარაჩოს მოწყობა ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს დაზიანებული ლორფინის გადახურვის ნაწილის აღდგენისთვის.პარალელურად, არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით საეპისკოპოსო სახლის კონსტრუქციული მდგრადობის დასადგენად ნატურაში გრძელდება საინჟინრო კვლევითი […]
„ახალი პროექტები, ინვესტიციები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები განიხილავდნენ, ყველაფერი დაპაუზებულია“ – კახა ხაზარაძე

„ახალი პროექტები, ინვესტიციები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები განიხილავდნენ, ყველაფერი დაპაუზებულია“, – ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა მის კომპანიასა და პარტნიორებს შორის ურთიერთობა დროებით შეაჩერა და ორივე მხარე არჩევნების მოლოდინშია. „ცვლილებები ასე მალე არ ხდება. ეს ურთიერთობები, რომლებიც ჩვენმა კომპანიამ 30 წლის განმავლობაში დაამყარა, […]
არქიმ არქელ ოლიმპიურ ჩემპიონებს ფულადი ჯილდოები გადასცა და საზეიმო დახვედრა მოუწყო

ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ 14 აგვისტოს არქი ცენტრალური პარკის ეზოში არქელ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს, გენო პეტრიაშვილსა და ვიცე-ჩემპიონ ტატო გრიგალაშვილს საზეიმო დახვედრა მოუწყო. ღონისძიებაზე მისალოცად და მადლიერების გამოსახატად არქის დიდი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. არქის დირექტორმა შიო ხეცურიანმა ჩემპიონებს ფულადი ჯილდო პირადად გადასცა. „ძალიან ვამაყობთ ჩვენი არქელი სპორტსმენებით, მათ ისტორია დაწერეს და თითოეული ჩვენგანი გაგვახარეს. […]
ბექა ოდიშარია – ივანიშვილი ძებნილთა სიაში ვერასდროს იქნება, როგორც არ უნდა ილოცოთ – „ქართული ოცნება” ბეჭებზე დაახეთქებს ამ მარგინალ ოპოზიციას

წარმოუდგენელია, ეს ხალხი არიან ბოლივუდის პროდიუსერები, რეჟისორები თუ სცენარისტები? რაებს იგონებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია რაღაც კუთხით თურმე, ჩართულია ქოლ-ცენტრებში და აქედან ფინანსდება – ყოველგვარ ბინძურ ხერხს იყენებენ იმისთვის, რომ რამენაირად დააზიანონ. არ ზიანდება ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი]!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, ქოლ-ცენტრებთან […]
გერმანიის კანცლერი და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები მოლდოვას ეწვევიან

გერმანიის კანცლერი და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები მოლდოვას ეწვევიან, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი პრეზიდენტ მაია სანდუს მიწვევით 21 აგვისტოს მოლდოვაში ჩავა. მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ოლაფ შოლცის ვიზიტი გერმანიასა და მოლდოვას შორის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს ადასტურებს. ასევე, 27 აგვისტოს, მოლდოვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, ლატვიის […]