საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე დასაწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, – იტყობინება სფფ-ის პრესსამსახური. “ჯვაროსნები” ერთა ლიგის B1 ჯგუფში ასპარეზობას 7 სექტემბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთთან დაპირისპირებით იწყებენ. ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყო და თითოეულ მომხმარებელს ორი ბილეთის შეძენის უფლება ჰქონდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 25 453 მაყურებელს იტევს.
BMV – “რეალის” შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს

“რეალმა” უეფას სუპერ თასის შეხვედრაში “ატალანტა” 2:0 დაამარცხა და ეს თასი ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა, რაც აბსოლიტური რეკორდია. მატჩის შემდეგ პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ მადრიდელთა შემტევ ტრიოს ბელინგემს, მბაპესა და ვინისიუსს ახალი ზედმეტსახელი BMV მოუფიქრა. ადრე “რეალში” გარეთ ბეილის, კარიმ ბენზემასა და კრიშტიანო რონალდუს ტრიოს BBC-ის ეძახდნენ.
ქართულმა ოცნებამ პროპორციული სიის დელეგატების ნაწილი წარადგინა

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დელეგატების ნაწილი წარადგინა. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა და დელეგატების სისტემა შემოიღო. პარტია ამტკიცებს, რომ ეს ამით ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის გამყარება და ნაკლოვანების აღმოფხვრა სურთ. დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებზე იქნებიან მიმაგრებულნი. როგორც კობახიძემ […]
„ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს“ – პრემიერი პრეზიდენტზე, რომელმაც უარი თქვა ოლიმპიელები სამთავრობო ღონისძიებაზე დაეჯილდოებინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს სურს, მთავრობა კინკლაობაში ჩაითრიოს. ასე შეაფასა კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, ოლიმპიადაში გამარჯვებულები არ დააჯილდოოს დღეს დაგეგმილ სამთავრობო ღონისძიებაზე. „ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ მას ვერ ჩავყვებით… მიღებული პრაქტიკაა, ტრადიციაა, რომ, როცა სრულდება ოლიმპიური თამაშები, ტარდება ოფიციალური მიღება და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი […]
პალესტინელთა ჯანდაცვის უწყება: ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 40 ათასზე მეტია

პალესტინელთა ტერიტორიის – ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების თანახმად, 40 ათასზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული ჰამასის (აშშ-ში, ბრიტანეთში და ევროპის კავშირის ქვეყნებში ტერორისტულად შერაცხილი) წინააღმდეგ ისრაელის ომის განმავალობაში. ეს განცხადება გავრცელდა 11-თვიანი კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით შუამავლობის ახალი მცდელობების დროს. ამ მონაცემების შეგროვებისას არ არის გაყოფილი სამოქალაქო და სამხედრო პირების შესახებ მონაცემები. AP-ის თანახმად, ის ასახავს ღაზის […]
პრემიერი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგოს – ჩვენი ამოცანაა, ოპოზიცია 30 მანდატის ფარგლებში დარჩეს და ძალიან კარგი შანსები აქვთ ამისთვის

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგოს – შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით 30 მანდატის ფარგლებში დარჩეს ოპოზიცია და ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსები აქვთ ამისათვის , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შანსებზე საუბრისას განაცხადა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გორბის“ კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ 6 მანდატი აკლდება საკონსტიტუციო […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 აგვისტოს 05:00 საათიდან 07:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, გლდანი, წიწამური. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე – აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, ზემო წეროვანი, მისაქციელი, წილკანი, კვლევითი […]
“ჯივიპი” ისნის რაიონში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ახალ ინფრასტრუქტურას აწყობს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ, მაგისტრალურ მილსადენზე წყლის ნაკადების მართვისთვის აუცილებელ თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურას აწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტექნიკური ჯგუფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს, 16 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. „სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, ქსელზე ახალი მარეგულირებელი ურდული […]
პრემიერი – ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი გვაქვს – გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი აქვს. მთავრობის მეთაურის თქმით, მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი განპირობებულია მშვიდობის, სტაბილურობის, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით, რაც ინვესტორებისთვის მიმზიდველი ფაქტორია. „ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი გვაქვს. ბოლო 3 წლის საშუალო ზრდა 9.7-%-ი გვქონდა. მიმდინარე წელს, პირველო ორი კვარტლის მონაცემებს თუ ავიღებთ გვაქვს 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც […]
პრემიერი – ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ის, თუ რას ამბობს სხვა, მნიშვნელოვანია, დადგინდეს სიმართლე ღალატის შესახებ, რომელიც ჩადენილი იქნა 2008 წელს

დღეს მნიშვნელოვანია, რომ გამოუძიებელი არ დარჩეს 2008 წლის ომი – ეს ადამიანები დღესაც ცდილობენ, რომ ჩაითრიონ ჩვენი ქვეყანა ომში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ აღნიშნული კომენტარი გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გააკეთა. როგორც კობახიძემ განმარტა, წინა ხელისუფლებამ, აგვისტოს ომის შემდეგ, სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის შესახებ […]