ComCom-მა პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის „მთავარი არხი“ დააჯარიმა, „პოსტვ“ კი წერილობით გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2500 ლარით დააჯარიმა, ხოლო „პოსტვ“ წერილობით გააფრთხილა. ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ივლისში მაუწყებლებმა ეთერში ვიდეორგოლები განათავსეს, რომლებიც პოლიტიკურ რეკლამას განეკუთვნებოდა, კერძოდ: „მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლებში, ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, […]

Walmart-მა მოსალოდნელზე უკეთესი მოგება მიიღო

ამერიკულმა Walmart Inc.-მა, ქვეყნის უმსხვილესმა საცალო კომპანიამ, 2025 ფისკალური წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება 43%-ით შეამცირა, მაგრამ კორექტირებული მაჩვენებელი ექსპერტების მოლოდინებზე უკეთესი იყო. კომპანიის პრესრელიზის თანახმად, წმინდა შემოსავალმა მაის-ივლისში შეადგინა $4,501 მილიარდი, ანუ 56 ცენტი თითო აქციაზე. ვრცლად interfax

ლარის ხვალინდელი კურსი ცნობილია – დოლარი და ევრო ისევ ძვირდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6928 ლარი ეღირება, ევრო – 2.9648 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4613 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6927 ლარი ღირდა, ევრო – 2.9676 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4582 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 აგვისტოს […]

არ მუშაობს, მაგრამ უსაფრთხოდ დაცულია – შემოსავლების სამსახური ამტკიცებს რომ აშშ–ს სკანერის საყრდენის კონსტრუქცია მზადდება

შემოსავლების სამსახურის მტკიცებით, “სიმართლეს არ შეესაბამება” ინფორმაცია, რომ ყაზბეგის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აშშ-ის მიერ გადმოცემული აპარატურა უყურადღებოდაა მიტოვებული. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აპრილის თვეში, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთ-ერთი პროექტის (EXBS) ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გადაეცა საბარგო რენტგენო ინსპექტირების 3 სკანერი (RAPISCAN 628XR), რომლის ჯამური ღირებულებაა 300 000 აშშ […]

“ოცნება” კრემლის საინფორმაციო ოპერაციას ეხმაურება” – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი

“ქართული ოცნება” კრემლის ნარატივს ავრცელებს” – ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი 2008 წლის ომის შესახებ ივანიშვილის გუნდის პოზიციის საპასუხოდ წერს, რომლის განცხადებასაც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ პლატფორმა “X”-ზე აქვეყნებს. საქართველოს მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ნარატივი, რომელიც ეხმაურებოდა კრემლის საინფორმაციო ოპერაციას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ძალადობის გამართლებას საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიის მიერ ადრე კოლონიზებული […]

ე.წ. ფანდრაიზინგი საარჩევნოდ ჩვეულებრივი მოვლენაა – კობახიძე ბიზნესის შეწირულობებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო პერიოდში ბიზნესის მხრიდან “ფანდრაიზინგი” ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის შესახებ “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „იცით, რომ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვარ. ე.წ. ფანდრაიზინგი საარჩევნოდ ჩვეულებრივი მოვლენაა. მათ შორის ის, რომ კონკრეტული რეგიონიდან ხდება კონკრეტული დროის მონაკვეთში თანხების მობილიზება, ესეც არის ფანდრაიზინგის შედეგი, ანუ მიზანმიმართულად ხდება თანხების მოზიდვა […]

პრემიერი – „ჩემი შენ გითხარიო“ – ეს არის ერთადერთი შეფასება, რომელიც ჰელსინკის დასკვნაზე შეიძლება, ითქვას

„ჩემი შენ გითხარიო“ – ეს არის ერთადერთი შეფასება, რომელიც ჰელსინკის დასკვნასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. არ შეიძლება მხარს უჭერდე კეზერაშვილის მიერ პენსიონერების ძარცვას და თან იმავეს აბრალებდე სხვა სუბიექტს, რომელსაც ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს – რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი და ქოლ -ცენტრები? კეზერაშვილში ხომ არ გეშლებათ? შვილზე მთავრდება ორივე , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა […]

ირაკლი კობახიძე – მგონი, სალომე ზურაბიშვილს ხალხის უნდა ეშინოდეს, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება – მანაც პასუხი უნდა აგოს ღალატისთვის, რომელსაც მუდმივ რეჟიმში სჩადის

მგონი, სალომე ზურაბიშვილს ხალხის უნდა ეშინოდეს, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება – მანაც პასუხი უნდაა აგოს ღალატისთვის, რომელსაც მუდმივ რეჟიმში სჩადის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. კერძოდ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა მედიის კითხვას პრეზიდენტის განცხადებაზე ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მცდელობები კინკლაობის კიდევ ერთი გამოვლინებაა. პარალელურად, პრემიერის […]

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში? გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 18 აგვისტოდან უნალექო ამინდი იქნება. ქ. თბილისში 16-17 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. […]

„ქართულმა ოცნებამ“ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან – როდის გახდება საარჩევნო სია ცნობილი?

„ქართულმა ოცნებამ“ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან – როდის გახდება საარჩევნო სია ცნობილი? „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა 22 დელეგატი, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძის განაცხადა, „ქართული ოცნება“ დელეგატებს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში წარადგენს. „დავით სონღულაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო; ირაკლი ქადაგიშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; არიან მოქმედი დეპუტატები, […]