მკვლელობა სოფელ დიღომში – დაკავებულია 4 პირი

მკვლელობა სოფელ დიღომში – დაკავებულია 4 პირი თბილისში, სოფელ დიღომში მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 4 პირი დააკავეს. შსს- ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ლ.ქ., ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის დაკავებული არიან – 1989 წელს დაბადებული ო.ბ. და 2005 წელს დაბადებული ნ.ფ., ხოლო განსაკუთრებით […]

„მევენახეობა-მეღვინეობის დარგი საქართველოს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული დასაქმებასთან“

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო დელეგაცია, რომელსაც მკვლევარი და მევენახე ენდი ფლესი ხელმძღვანელობდა, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზას ეწვია. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს ჯიღაურას სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ქართული ვაზის ჯიშების კოლექცია დაათვალიერებინა და ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო პროექტები გააცნო. დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი მევენახეობისა და მეღვინეობის სფეროში ურთიერთობების […]

ტაილანდის პარლამენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი აირჩია

ტაილანდის პარლამენტმა ახალ ლიდერად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტაქსინ შინავატრას ქალიშვილი პაეტონგტარნ შინავატრა აირჩია. ტაილანდის თანამედროვე ისტორიაში 37 წლის პაეტონგტარნ შინავატრა ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა, მას 491 დეპუტატიდან 319-მა დაუჭირა მხარი, 145 წინააღმდეგი იყო. ორი დღის წინ ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სრეტა ტავისინის თანამდებობიდან გადაყენების განკარგულება გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრეტა ტავისინმა „ეთიკის წესები“ დაარღვია, როდესაც მინისტრთა […]

კომპანიებს მოვუწოდებ, ენერგეტიკულ ბირჟაზე შევიდნენ და ივაჭრონ – მაია მელიქიძე

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძე კომპანიებს ენერგეტიკულ ბირჟაზე შესვლისა და ვაჭრობისკენ მოუწოდებს. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, დარწმუნებულია, რომ კერძო სექტორი დაკვირვებიდან აქტიურ რეჟიმში გადავა, რადგან უკვე დადებულმა გარიგებებმა აჩვენა, რომ ამ პროცესს კომპანიებისთვის პრობლემა არ შეუქმნია. როგორც მაია მელიქიძე განმარტავს, მნიშვნელოვანია, კერძო სექტორი 2025 წელს საათობრივი დაბალანსების ამოქმედებამდე პროცესს შეეჩვიონ. […]

AD Ports Group-ი Tbilisi Dry Port-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

AD Ports Group-ი Tbilisi Dry Port-ის წილის შესყიდვის პროცედურის დასრულებაზე აცხადებს, შედეგად, კომპანიის ინფორმაციით, ის 60%-იანი წილის მფლობელი გახდა. უმსხვილესი არაბული კორპორაციის მონაცემებით, ინტერმოდალური ლოგისტიკური ჰაბი ექსპლუატაციაში 2024 წლის ოქტომბერში გაეშვება. კომპანია იმედოვნებს, რომ ამ გზით კიდევ უფრო გაძლიერდება ჯგუფის როლი „შუა დერეფნით“ აზიისა და ევროპის დაკავშირებაში. „თბილისის მშრალი პორტი“ ითვალისწინებს ინტეგრირებული საპორტო-ლოგისტიკური ობიექტების განვითარებას, […]

სოფელ დიღომში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე 4 პირი დააკავა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი თბილისში მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. „განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ლ.ქ., ცრუ […]

მედია – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კატარში დღეს განახლდება

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები კატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს განახლდება, – ინფორმაციას Reuters-ი კატარელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. დოჰაში გამართულ დისკუსიებთან დაკავშირებით ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, Reuters-ს განუცხადა, რომ ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ […]

ბაზისბანკმა EFSE და GGF ფონდისგან 20 000 000 ევროს სუბორდინირებული და გრძელვადიანი მწვანე სესხი მიიღო

ბაზისბანკს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის ევროპულ ფონდს (EFSE) და Green for Growth Fund (GGF) ფონდს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო ფართოვდება. დაფინანსების პაკეტი მოიცავს EFSE-ს მიერ გამოყოფილ 10 მილიონი ევროს ოდენობის და GGF-ის მიერ გამოყოფილ 5 მილიონი ევროს ოდენობის 7-წლიან სუბორდინირებულ სესხს, რომელიც მეორადი კაპიტალის რესურსის გამყარებას და ბანკის მიერ დაკრედიტების გაფართოებას, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ზომის […]

სუპერგოლთან ძალიან ახლოს – “გრანადაში” წიტაიშვილის დებიუტი შედგა [VIDEO]

ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში “გრანადა” “ალბასეტესთან” შინ, 1:2 დამარცხდა. “გრანადას” რიგებში გიორგი წიტაიშვილის დებიუტი შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა. გიორგი 28-ე წუთზე სუპერგოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა. “გრანადა” ჩემპიონატში მორიგ მატჩს 24 აგვისტოს, სტუმრად, “ფეროლის” წინააღმდეგ გამართავს.

ავარია რუსთავში – დაშავებულია ახალგაზრდა კაცი

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა, – ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.