გურამ ოქროპირიძე – მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური ნაკრების ყოველი წევრი მიიღებს ფინანსურ ჯილდოს

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, განცხადება გააკეთა. დეპუტატმა სიტყვით გამოსვლა მილოცვით დაიწყო და პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, ოლიმპიურ ჩემპიონებს, პრიზიორებს, სამწვრთნელო შტაბს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა. „საამაყო და სასიხარულოა, რომ საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწია და ჩვენი ოლიმპიელები მედლებით დაბრუნდნენ სამშობლოში. მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური […]

თინათინ ნიბლოშვილი – რისთვის შექმენით ალტერნატიული საბჭო, რატომ არ დაუჭირეთ მხარი სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმს

ბოლო პერიოდში ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს ძალადობის მსხვერპლი ქალების ხელშეწყობისა და რეაბილიტაციის დაწესებულებების დისკრედიტაცია. მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჩვენს რიგებშიც არიან და არასოდეს არაფერი გაუკეთებიათ ქალების გაძლიერებისთვის, – აღნიშნულის თაობაზე განცხადება დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. როგორც ნიბლოშვილმა აღნიშნა, სამაგიეროდ პირდაპირ ეთერში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ფემიციდის […]

მთავრობამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena ჩამოართვა

მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena ჩამოართვა – შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ირკვევა, რომ საკონცერტო დარბაზი და მისი მართვის უფლება მთავრობის ადმინისტრაციაზე გადავიდა. გამოცემა BM.GE წერს, რომ Black Sea Arena უკვე მეორე წელია სუბსიდირებული კონცერტების პროექტ Starring Georgia-ს ახორციელებს, შესაბამისად აღნიშნულ პროგრამაზე ზედამხედველობას ახლა კულტურის სამინისტროს ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს. Starring Georgia-ს […]

გლდანში, სავაჭრო ცენტრში ხანძარია

გლდანში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის “მარიამი” სახურავზე ხანძარია. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელბს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებულმა დახმარების შეჩერებამ საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზეც იმოქმედა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულმა დახმარების შეჩერებამ საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზეც იმოქმედა. როგორც საელჩოში აცხადებენ, აღნიშნული დახმარება შეჩერდა მთავრობის ცრუ ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ. „საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულმა [დახმარების] შეჩერებამ იმოქმედა საქართველოს სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე. […]

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია – ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დავით ფაცაციამ, ზაზა ვაშაყმაძემ და ტარიელ პაპინაშვილმა აფხაზეთიდან დევნილებს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს

დღეს, 16 აგვისტოს, აფხაზეთიდან დევნილებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებისა და გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს” ჰუმანიტარული დახმარება – 25 ფუთა ტანსაცმელი და 500 კგ. ბრინჯი გადაეცათ. „აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აფხაზეთის ავტონომიური […]

რევაზ სოხაძე – მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხილვისას გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს

ყველა სამშენებლო საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტი – მერია და საკრებულო გადაწყვეტილებას ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებას ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობისთვის დამატებითი სართულების მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, აღნიშნული მშენებლობისთვის ხდება […]

ანა კილაძე – ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყანაში მშვიდობას, კეთილდღეობას, ღირსებით ევროპისკენ სწრაფვას დაუჭერს მხარს

თბილისი საკრებულოს წევრმა, უმრავლესობის წარმომადგენელმა ანა კილაძემ საკრებულოს სხდომაზე სრულიად საქართველოს და ყველა სპორტსმენს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები მიულოცა. ,,ვულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა სპორტსმენს და ყველა იმ პირს, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ უდიდეს წარმატებაში. მინდა მივულოცო და წარმატებები ვუსურვო ყველა ოლიმპიელ ლიცენზიანტს, რომლებმაც პარიზის ოლიმპიადაზე დიდი გამოცდილება მიიღეს და გვჯერა, რომ 2028 წელს, ოლიმპიურ თამაშებზე […]

ანა ნაცვლიშვილი „ევოლუშენ ჯორჯიას“ მოშიმშილე თანამშრომლებს შეხვდა

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ევოლუშენ ჯორჯიას” მოშიმშილე თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუღებელია, როცა ქვეყანაში თვეზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკითხი სამართლიანად გადაწყდეს. „ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანები იძულებული არიან პროტესტის უკიდურეს ზომას – შიმშილობას მიმართონ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად. ამ ხელისუფლების […]