გურამ ოქროპირიძე – მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური ნაკრების ყოველი წევრი მიიღებს ფინანსურ ჯილდოს

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, განცხადება გააკეთა.
დეპუტატმა სიტყვით გამოსვლა მილოცვით დაიწყო და პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, ოლიმპიურ ჩემპიონებს, პრიზიორებს, სამწვრთნელო შტაბს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.
„საამაყო და სასიხარულოა, რომ საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწია და ჩვენი ოლიმპიელები მედლებით დაბრუნდნენ სამშობლოში. მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური ნაკრების ყოველი წევრი მიიღებს ფინანსურ ჯილდოს. რა თქმა უნდა, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე სპორტული ინფრასტრუქტურისა და პროგრამების განვითარების მხარდაჭერა გაგრძელდება და უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენი ეყოლება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო