წყნეთის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ ავტობუსების გადაადგილება დროებით შეიზღუდება – თბილისის მერია

ბაგების დასახლებაში, წყნეთის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ არსებულ მოედანზე, სადაც მოხვევა იყო შესაძლებელი, 17 და 18 აგვისტოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მუნიციპალური ავტობუსები: N345 და N351, წყნეთის გზატკეცილის N6-ის ნაცვლად, მგზავრებს დროებით კუს ტბის ასახვევამდე მოემსახურებიან. რაც შეეხება კუს ტბის ასახვევიდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის […]
„ექთნების და ექიმების მინიმალური ხელფასის განსაზღვრამ ბაზარზე კადრების დეფიციტი ვერ შეავსო“

სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები კადრების მწვავე დეფიციტზე საუბრობენ. როგორც ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, ექთნების და ექიმების მინიმალური ხელფასის განსაზღვრამ ბაზარზე კადრების დეფიციტი ვერ შეავსო. „მინიმალური ხელფასის განსაზღვრის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულებები თავიანთი შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, სხვა ინდუსტრიებთან შედარებით არაკონკურენტუნარიანები არიან. ხდება ხოლმე ისე, რომ საერთოდ ტოვებენ თავიანთ პროფესიას ეს ადამიანები და შეიძლება სხვა […]
ალექსანდრე ტაბატაძე – გავრცელებული დეზინფორმაცია ზიანს აყენებს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძის შეფასებით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს და იგი ზიანს აყენებს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და მთლიანობაში საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ალექსანდრე ტაბატაძე მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ეროვნული ინტერესებისათვის დამაზიანებელია. „პრემიერ-მინისტრის ბრძანება […]
“კალაძე იქნება სანგარში თუ მდინარაძეს ეჭირება ტყვიამფრქვევი? ბიძინა ბერას გაგზავნის წინა ხაზზე? ტანკს იყიდის?” – ტაბლიაშვილი

ისე, ჩვენში დარჩეს და, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე მინდა თუ არა ომი?.. თქვენ ხომ, ომის შემთხვევაში, მოხევთ, ანუ, მოცუცქავთ აქედან?!.. აბა, კალაძე იქნება სანგარში თუ მდინარაძეს ეჭირება ტყვიამფრქვევი? ეშმაკმა უწყის, სად იქნება ორივე მათგანი! და რომელ სოროში იქნება შემძვრალი ირაკლი კობახიძე! რა მნიშვნელობა აქვს ამას მაგალითად ვასიკო ჩიგოგიძისათვის?! რუსებთან ვერ დაალაგებს თუ რა? და […]
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ […]
გლდანში, მეტროსთან, სავაჭრო ცენტრში ხანძარია

ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრ „მარიამში“, რომელიც „გლდანი მოლს“ ესაზღვრება. ადგილზე უკვე მისულია სახანძრო ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცეცხლი სავაჭრო ცენტრის სახურავზე გაჩნდა. განახლება: დაახლოებით 19:00 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხანძარი ჩააქრეს.
პატრუშევი ამბობს, რომ რუსეთზე თავდასხმა უკრაინამ დასავლეთის დახმარებით შეძლო

რუსეთში პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ერთ-ერთი გავლენიანი მაღალჩინოსანი ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც ახლა პრეზიდენტის თანაშემწეა, ამბობს, რომ კურსკის რეგიონზე უკრაინის თავდასხმის უკან დასავლეთი დგას. 16 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ საუბრისას, პატრუშევმა განაცხადა, რომ უკრაინულ ძალებს რუსეთზე თავდასხმაში სწორედ ნატომ და დასავლეთის ქვეყნებმა აღმოუჩინეს დახმარება. ის ადრე რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი იყო. „კურსკის რეგიონში ოპერაცია დაიგეგმა ნატოსა […]
“კრეტინიზმსაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?!”– ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია: კრეტინიზმსაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?! ატეხეს ამბავი ოპოზიციონერებმა – მაჟორიტარული სისტემით არჩევნები მოიხსნა და ოცნებამ მაინც დაასახელა კანდიდატები საარჩევნო ოლქების მიხედვითო… აუფ!.. მაგარი გამოიჭირეს აი… სიებში კვოტირების პრინციპი მაინც არ გაგიგიათ, თქვე მართლა კვოტაშეზღუდულებო? ჰო და, პარტიულ სიებში რა პრინციპით და როგორი თემატურობით მოხდება კვოტირება, ეგ მხოლოდ პარტიის საქმეა და მისი […]
საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკი იქმნება

თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი კვლევის დაფინანსება დაემატება, რაც საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შექმნას შესაძლებელს გახდის, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის შექმნა ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ორგანიზაციასთან […]
ვლადიმერ ბოჟაძე – ოპოზიციას სამი საკითხი არ აქვს დაყენებული, რომლებსაც შეიძლებოდა მათივე ამომრჩევლის ან სხვა ნებისმიერი თბილისელის ცხოვრება შეეცვალა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა და მათ ამომრჩეველს მიმართა. როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, ამ ამომრჩევლებმა არა პოლიტიკურ სუბიექტებს, არამედ ცარიელ სკამებს მისცეს ხმა. „მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც 2021 წელს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და სხვა პოლიტიკურ პარტიებს დაუჭირეს მხარი: აი, ეს არის თქვენი არჩევანი, აი, […]