ტყიბულში ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონის, ილია სულამანიძის დახვედრის ღონისძიება გაიმართა

ტყიბულში ძიუდოში ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონის, ილია სულამანიძის დახვედრის ღონისძიება გაიმართა. ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონს მშობლიურ ქალაქში, ადგილობრივი მოსახლეობა, მეგობრები და გულშემატკივრები სპორტის სასახლეში შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. ილია სულამანიძე ტყიბულის ძიუდოს სკოლის აღზრდილია. საზეიმო ღონისძიებას ძიუდოს ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხობის ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა

დღეს, ხობის ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსწავლეებს სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედლებზე დამთავრება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ მიულოცა და სიგელები გადასცა. „ღონისძიებას ასევე ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლების […]

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაგეგმილი სამუშაოების წარმოების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტის მხრიდან მონასტრის გახსნაზე შეზღუდვა მოხსნილია და რჩება რა მონასტერი კვლავ დახურულ რეჟიმში, ეს ადგილობრივი ეპარქიის – მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანეს გადაწყვეტილებაა, მონასტრის შიდა ცხოვრებიდან გამომდინარე. „როგორც ცნობილია, […]

ბრაზილია 2034 წლისთვის ნავთობის მოპოვების თითქმის 1,5-ჯერ გაზრდას გეგმავს

ბრაზილია გეგმავს 2034 წლისთვის დღეში 4,4 მილიონი ბარელი ნავთობის მოპოვებას, რაც 47%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით – ამის შესახებ ნათქვამია ბრაზილიის მაღაროების და ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზში. ნავთობის მოპოვების პიკი, სავარაუდოდ, 2030 წელს 5,3 მილიონ ბარელს დღეში მიაღწევს. interfax

პატრუშევი: 2008 წელს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა ამერიკელებმა მოაწყვეს

გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში, რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ამჟამად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარე ნიკოლაი პატრუშევი ამბობს, რომ „2008 წელს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა“ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწყო. „სიცრუე და პროვოკაციები – ეს ვაშინგტონისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების პოლიტიკის თანმდევია. კონკრეტულად ამერიკელებმა მოაწყვეს 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ ამასთან […]

კახაბერ ლაბუჩიძე – წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 62 ათასი აღსაზრდელი წავა – ეს უპრეცედენტო ციფრია

ახალ სასწავლო წელს დედაქალაქი უკვე არსებულთან ერთად ხუთი ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღით ხვდება. ეს დამატებით 1500-მდე ახალი ადგილია ჩვენი პატარებისთვის. ჯამში სულ ჩვენი დედაქალაქის 62 ათასი პატარა მცხოვრები წავა წელს ბაღში. ეს უპრეცედენტო ციფრია, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ გააკეთა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტყვით […]

“კვარაცხელიას ხარისხი უზარმაზარია და ჯერ ბოლომდე არ გვინახავს” – “ნაპოლის” ყოფილი მწვრთნელი

“ნაპოლიმ” ბოლო ორ მატჩში, “ჟირონასთან” და “მოდენასთან” შთამბეჭდავად ნამდვილად ვერ ითამაშა. მიუხედავად ამისა, ნეაპოლური გუნდის ყოფილი მწვრთნელის, ვალტერ ნოველინოს აზრით, მათ წარმატებული სეზონი ელით. ამის შესახებ მან რადიო CRC-ის ეთერში ისაუბრა: “ანტონიო კონტე ძალიან კარგად იცნობს სერია A-ს, ნაპოლის” და აურელიო დე ლაურენტისს, რომელმაც ვიქტორ ოსიმენის პრობლემა უნდა გადაჭრას. ცხადია, არსებობს სირთულეები, თუმცა დარწმუნებული ვარ, […]

გლდანში, სავაჭრო ცენტრში ხანძარია

გლდანში, ვეკუას ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „მარიამში“ ხანძარია. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სავაჭრო ცენტრის სახურავს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი. რამ გამოიწვია ხანძარი ჯერჯერობით უცნობია.

ძლიერდება ღაზაში ომის შეჩერებისა და მისი გავრცელების პრევენციისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა

ღაზაში მიმდინარე ომის უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდის პრევენციისთვის, 16 აგვისტოს, საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდა. ამ მიზნით, ისრაელს ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ. პარალელურად, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, საერთაშორისო შუამავლობით კატარში მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უნდა გაიმართოს. საერთაშორისო დილომატიური ძალისხმევის გაძლიერებულ ტალღას, წინ უსწრებდა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული […]

საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლითაც მოტოციკლებს თბილისის BUSLane-ებში გადაადგილება შეეძლებათ

თბილისის მერია მიიჩნევს, რომ მოტოციკლების და მოპედების საავტობუსო ზოლებში გადაადგილებით შემცირდება საგზაო შემთხვევების რაოდენობა და ამის მაგალითად ავსტრია და ესპანეთი მოჰყავს. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს“, – მისწერა მერიამ საკრებულოს. თბილისის საკრებულოს დადგენილების თანახმად: · 1 სექტემბრიდან […]