“გაგუდეს და ცხედარი ჭაში ჩააგდეს” – რა მოხდა გურჯაანში

საქართველოს პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გურჯაანის რაიონში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის თქმით, 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონში, სოფელ ველისციხეში ორმა პირმა, შურისძიებით მოტივით დაზარალებულ პირს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ, გაგუდეს. სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი სოფელ […]
პუტინი 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანს ეწვევა

16 აგვისტოს კრემლის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე სახელმწიფოს მეთაურები განიხილავენ მოსკოვსა და ბაქოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სამომავლო განვითარებას, სტრატეგიულ პარტნიორობას. ვიზიტის შედეგების მიხედვით ხელი მოეწერება სამთავრობათაშორისო შეთანხმებებს. აპრილში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მიზნით მოსკოვს ეწვია.
რა ეღირება ლარი ხვალ 17-18 აგვისტოს?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6903 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6928 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9566 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9648 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0082 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]
რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში დაადასტურეს კურსკის მახლობლად მათი ჯარისკაცების დატყვევება

სულ მცირე რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. მათ შორის შეიძლება იყვნენ წვევამდელი ჯარისკაცები. ამის შესახებ გამოცემა „ვიორსტკას“ განუცხადა ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ოფიცერმა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიებაშია ჩართული. მან პატიმრების ზუსტი რაოდენობა ვერ დაასახელა. საუბარია ბრინსკის რაიონში, კლინცში განლაგებულ სამხედრო ნაწილზე No1272, რომლის წვევამდელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონის საზღვარზე იმყოფებოდნენ უკრაინის […]
რუსთავი-თბილისის ავტობუსებს დედაქალაქში გაჩერებებზე მგზავრის აყვანა შეეძლებათ

რუსთავი-თბილისის ხაზებზე მოძრავ ავტობუსებს დედაქალაქში გაჩერებებზე მგზავრების აყვანა შეეძლებათ. დადგენილება, რომლითაც ამ კონკრეტულ ხაზზე მოძრავ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს თბილისში გადაადგილების დროს შეჩერების უფლება მისცეს, დედაქალაქის საკრებულომ დღეს, 16 აგვისტოს მიიღო. · დადგენილების ასამოქმედებლად მისი გამოქვეყნებაა საჭირო – როგორც წესი, ამას რამდენიმე საათი ან დღე სჭირდება ხოლმე. · ცვლილებები არ შეეხებათ ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს, მათ მხოლოდ ბოლო […]
AstraZeneca-ს ფილტვის კიბოს წამალმა FDA-ს ავტორიზაცია მიიღო

AstraZeneca-ს არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტმა, Imfinzi-მ ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) ავტორიზაცია მოიპოვა. მარეგულირებელი ორგანოს მიერ AstraZeneca-ს პრეპარატი არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე ზრდასრულ პაციენტებში დამატებით მკურნალობად დამტკიცდა. პაციენტებში Imfinzi ოპერაციის შემდეგ გამოიყენება. ცნობისთვის, AstraZeneca-ს პრეპარატი აშშ-ში, ამავე დაავადების გვიანი სტადიის მქონე პაციენტებისთვის ამ დრომდეც დამტკიცებული იყო. Imfinzi გამოიყენებოდა იმ შემთხვევებში, როდესაც […]
ელევატორებმა II კვარტალში ₾80.7 მლნ-ის პროდუქცია გაყიდეს

2024 წლის II კვარტალში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (31.0 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (17.2 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 13.8 პროცენტი ფუნქციონირებს იმერეთის რეგიონში, 10.3 პროცენტი კახეთში, 10.3 პროცენტი – ქ. თბილისში, 10.3 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 6.9 პროცენტი კი – გურიის რეგიონში. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალის განმავლობაში […]
ამერიკამ “ჰეზბოლასა” და ჰუთების წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა

ვაშინგტონი თეირანზე და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებზე ზეწოლას აძლიერებს და დამატებით სანქციებს აწესებს. 15 აგვისტოს, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა ჰუთებისა და ლიბანში ბაზირებული “ჰეზბოლას” სავაჭრო ქსლების წინააღმდეგ, დამატებითი სანქციების პაკეტი აამოქმედა. „დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს მუდმივ ერთგულებას შეაფერხოს ირანის დაფინანსების ძირითადი წყარო, მისი რეგიონალური ტერორისტული მარიონეტებისთვის, როგორიც არის ლიბანის “ჰეზბოლა” და ჰუთები“,- წერია ხაზინის დეპარტამენტის […]
“ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორიც რუსულიც იყო გამჭვირვალობის კანონი” – მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს ომზე

“ყველაზე პრიმიტიული პიარკამპანია იმაში მდგომარეობს, რომ რაც არ მოსწონთ, ყველაფერს რუსულს ეძახიან. ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორიც რუსულიც იყო გამჭვირვალობის კანონი. რაც არ მოსწონთ, აზიანებთ, ააშკარავებთ, მათთვის რუსულია ყველაფერი. ჩვენ სტრასბურგიც მოვიგეთ და ჰააგაც. კრინტიც არ დაგვიძრავს მაგალითად, მე-11 პუნქტზე, სადაც ეწერა, რომ შესაძლო ომის დანაშაული ჩაიდინეს ქართველმა სამხედროებმა. დღეს რუსებმა და “ნაცებმა” რაც უნდა […]
“ვქმნი პარტიას “ამაყი კონფედერალისტები და ანარქისტები”! – რას ფიქრობთ, ხომ ჟღერს?” – ნიკოლეიშვილი

-ჯერ არავისთვის მითქვამს. -რადგან ჯერ არავისთვის მითქვამს, თანამოაზრეებიც ჯერ არ მყავს. (საქართველოში ესეც მოსულა). ანბანის ყველა ასოზე რომელიღაც ქართული პარტიის სახელწოდება იწყება. იდეოლოგიებს გადავხედე და საქართველოში ყველა იდეოლოგიური ნიშაც გადაჭედილია (კომუნისტების და ნაციონალ-სოციალისტების გარდა. ესენი მეც არ მხიბლავს!) მოკლედ, ვქმნი პარტიას “ამაყი კონფედერალისტები და ანარქისტები”! რას ფიქრობთ, ხომ ჟღერს? “Анархиа мать порядка!” “Свобода не дочь, […]