„თუ დიდი აქტივობა იქნება, ხელისუფლებაც შეიცვლება“ – ელისაშვილი

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერის ალეკო ელისაშვის აზრით, თუ დიდი აქტივობა იქნება, ხელისუფლებაც შეიცვლება. „მინდა, რომ ხალხი დავარწმუნოთ, როგორ შევცვლით ხელისუფლებას. ბევრი ხალხი თუ მივა არჩევნებზე, დავირაზმებით და მივალთ. არჩევანი გაჩნდა, აქამდე სულ ისმოდა რომ “ოცნება“ არ ვარგა, იპარავენ, მათი გაკეთებული ინგრევა და ფუჭდება, მაგრამ წინა ხელისუფლების დაბრუნება არ გვინდაო. მინდა ამ ხალხს ვუთხრა, ახლა გაჩნდა […]
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 18 აგვისტოს ისრაელში ჩავა. Reuters-ისს ინფორმაციით, 19 აგვისტოს ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. მოსალოდნელია, რომ ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მოუწოდებს რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდეს.
მომხმარებლის სასარგებლოდ ავტობიზნესში პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ავტობიზნესის სექტორში, შპს „კია საქართველოსთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. როგორც “კომერსანტს” GCCA-დან აცნობეს, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა: – გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს; – მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს […]
არგენტინაში ტერორისტული დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომლებიც არგენტინის უშიშროების სამინისტროს ინფორმაციით, ებრაულ თემზე თავდასხმებს გეგმავდნენ

არგენტინაში ტერორისტული დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომლებიც ებრაულ თემზე თავდასხმებს გეგმავდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას არგენტინის უშიშროების სამინისტრო ავრცელებს. არგენტინის უშიშროების სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ტერაქტები ქალაქ მენდოსაში აღკვეთა და „ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის“ შვიდი წევრი დააკავა. დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები, დანები და ელექტრონული მოწყობილობები ამოიღო.
ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიულ მაქსიმუმი დააფიქსირა და 11- წლიანი პროგრესით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა

ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიულ მაქსიმუმი დააფიქსირა და 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-იანი სისტემით 81,5% დაიმსახურა. ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსი განიმარტება, როგორც „სახელმწიფო ინსტიტუტების უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიონ მთავრობას ინფორმაციის მოთხოვნით, თანამდებობის პირების დაკითხვით და […]
ეს გამოძიება საქართველოს ინტერესებში შედის – ნანა კაკაბაძე 2008 წლის აგვისტოს ომზე
ოპოზიციის წარმომადგენლებს თავისი უცხოელი პატრონებისგან მიცემული აქვთ დავალება, რომ არჩევნების წინ, ნებისმიერი თემა, რომელიც კი არ უნდა წამოწიოს ხელისუფლებამ, მათმა ოპონენტებმა ერთხმად და კოლექტიურად აუცილებლად უნდა მონათლონ პრორუსულ ნარატივად, პუტინის დავალებად, რუსული ინტერესების გატარებად და ანტიევროპულ ქმედებებად, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ოპოზიციას ქართველი ხალხი ბნელი ჰგონია, ვინაიდან, […]
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 19 აგვისტომდე

საქართველოს ცალკეულ რაიონში დღეს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხვალიდან კი უნალექო ამინდი იქნება. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. თბილისში დღეს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 […]
“როგორც მითხრეს, რომელიღაც მუნჯ დეპუტატს ხმა ამოუღია და ჩემთვის ორმაგი აგენტი უწოდებია” – რას წერს ხუხაშვილი?

ბატონი ხუხაშვილის ნებისმიერი კომენტარი არასერიოზულია, რა თქმა უნდა. იგი ჩვენ გავაგდეთ ჩვენი გუნდიდან, შესაბამისად, არის გაბოროტებული, შურით სავსე პიროვნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა. მისი თქმით, ხუხაშვილის ვარაუდი, თითქოს, აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილმა ან ირაკლი შოთაძემ მმართველი გუნდის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია ჩაიტანეს, რასაც ჰელსინკის კომისიის განცხადება მოჰყვა, „სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან […]
GCCA-მ სწრაფი მოხმარების პროდუქტების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), სწრაფი მოხმარების პროდუქტების(FMCG) ბაზარზე, კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. როგორც “კომერსანტს” სააგენტოდან აცნობეს, GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ FMCG ბაზრის საცალო დონეზე, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას 12 000-მდე კომპანია ახორციელებდა. არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) შეადგენს 399 ერთეულს, ხოლო FMCG ბაზრის საბითუმო სადისტრიბუციო დონეზე კონცენტრაციის […]
ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ ოპტიმისტურად არის განწყობილი

ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ ოპტიმისტურად არის განწყობილი. „მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დასრულებამდე ჯერ შორს არის. კიდევ რამდენიმე საკითხია. ვფიქრობ, ჩვენ შანსი გვაქვს“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში გაემგზავრება.