დინამო არენა მზადაა, 41 000-ზე მეტ მაყურებელს უმასპინძლოს – სტადიონის დირექტორის წერილი

დინამო არენას დირექტორის 6 ავისტოს წერილის მიხედვით, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი მზადაა, უეფას ერთა ლიგის მატჩები ჩაატაროს და 41 000-ზე მეტ მაყურებელს უმასპინძლოს. თემურ პირტახია ფეხბურთის ფედერაციას მეორე იარუსით, ვიპ ბოქსებით და ლაუნჯებით სარგებლობას სთავაზობდა. რაც შეეხება პირველ იარუსს, რომელიც 12 995 მაყურებელს იტევს, დინამო არენას დირექტორი წერს, რომ ის დეტალურად უნდა შემოწმდეს. “თქვენი […]

212 779 ლარიანი გრანტით ქუთაისში მზის ფოტო-ელექტრო სადგური მოეწყო

ქუთაისის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში მზის ფოტო-ელექტრო სადგური მოეწყო. როგორც “კომერსანტს” ქუთაისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, 100 კილოვატიანი სიმძლავრის ფოტო-ელექტრო სადგური პროექტის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში დამონტაჟდა. პროექტის განსახორციელებლად ქუთაისის მერიას გრანტის სახით 212 779 ლარი გადაეცა. სამუშაოები კომპანია “მობილფონმა” შეასრულა. ინოვაციური პროექტის გასაცნობად სატრანსპორტო კომპანიაში იმყოფებოდნენ: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი […]

ეკოაქტივისტებმა გერმანიის ოთხი ძირითადი აეროპორტის მუშაობა შეაფერხეს

გერმანელმა ეკოაქტივისტებმა გერმანიის ოთხი ძირითადი აეროპორტის მუშაობა შეაფერხეს. აქციის მონაწილეები მთავრობისგან მოითხოვენ, 2030 წლისთვის სრულად შეწყდეს წიაღისეული საწვავის მოხმარება. გერმანიის მთავრობაში აქტივისტთა ქმედებას სახიფათო ნაბიჯად აფასებენ. ბოლო ინფორმაციით, შეფერხება დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. კლიმატის ცვლილების მოწინააღმდეგე აქტივისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს გერმანიის ოთხ მთავარ აეროპორტში. ისინი წებოწასმული ხელებით ასაფრენ ბილიკზე გაწვნენ. აქციაში გერმანელ აქტივისტთა ჯგუფის რვა […]

ტერიტორია, რომელიც თეა წულუკიანმა 12 მილიონად გასცა, ექსპერტიზამ 93 მილიონად შეაფასა – ოპოზიცია

18.000 კვ.მ. ტერიტორია, რომელიც თეა წულუკიანმა გადასცა ნოშრევან ნამორაძეს 12 მილიონად, ექსპერტიზის მიერ შეფასებულია 93 მილიონად, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია მინიმალური ვალდებულებებით არის გადაცემული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა. „ჭავჭავაძის 49-ში ნოშრევან ნამორაძისთვის ამ უსახურ შენობაზე კიდევ 12 სართულის დამატება არ არის საკითხი მხოლოდ […]

რუსმა სამხედროებმა მკვდარ უკრაინელ ჯარისკაცს თავი მოკვეთეს და სარზე შესვეს – მედია

რუსმა ჯარისკაცებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც სარზე შესმული უკრაინელი ჯარისკაცის მოჭრილი თავი ჩანს. უკრაინული წყაროების ცნობით, ეს ამბავი რუსეთის ბელგოროდის ოლქში მოხდა, სადაც 12 აგვისტოს უკრაინელთა მცირე ჯგუფის შეჭრის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. უკრაინსკაია პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რომელიც სავარაუდოდ რუსი ჯარისკაცების საუბრის ჩანაწერებს ეფუძნება, იუწყება, რომ რუსებმა კოლოტილოვკას საგუშაგო პუნქტთან სულ 4 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს და […]

უკრაინა კურსკის ოლქში მორიგ წინსვლაზე იუწყება

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კურსკში მორიგი წინსვლა აქვს – ამჯერად 1-დან 3 კილომეტრამდე. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინული ძალების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ, დღევანდელ თათბირზე პრეზიდენტ ზელენსკის მოახსენა. „ჯარი აგრძელებს ბრძოლას. გვაქვს წინსვლა ზოგ მიმართულებაზე, ერთიდან სამ კილომეტრამდე. ფრონტის მთელ ხაზზე ბრძოლა გრძელდება. მთლიანობაში, სიტუაცია კონტროლირებადია“, – განაცხადა სირსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ ამ მომენტში მიმდინარეობს […]

1906 წლის 17 აგვისტოს ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და წიგნის ილუსტრატორი უჩა ჯაფარიძე დაიბადა

უჩა ჯაფარიძე XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეში ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს. უჩა ჯაფარიძის შემოქმედება მოიცავს პერიოდს 1930 წლიდან გარდაცვალებამდე (1988წ.). ამ დროის მონაკვეთში მხატვარმა შექმნა მრავალრიცხოვანი საინტერესო და ეტაპობრივი ნამუშევარი. უჩა ჯაფარიძის შემოქმედება გამოირჩევა როგორც დარგობრივი მრავალფეროვნებით (ჟანრი, პორტრეტი, კედლის მონუმენტური მხატვრობა, წიგნის ილუსტრაციები), ისე მის ნამუშევრებში მრავალფეროვანი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (აკვარელი, გუაში, […]

ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 20 სტუდენტი გაიტაცეს

ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 20 სტუდენტი გაიტაცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნიგერიის პოლიცია ავრცელებს. პოლიციის ცნობით, შემთხვევა ბენუეს შტატში მოხდა, როდესაც სტუდენტები ქვეყნის სამხრეთში, კონფერენციაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელმა დაჯგუფებამ გაიტაცა სტუდენტები.

“დინამოს” სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა… მასში ამ პრობლემებზეა საუბარი…” – კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი “დინამო არენაზე”

“დინამოს” სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა… მასში ამ პრობლემებზეა საუბარი…” – კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი “დინამო არენაზე” სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბარში იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც საქართველოს ნაკრების მატჩი “დინამო არენაზე” არ გაიმართება. კობიაშვილი ასაჯაროვებს იმ დოკუმენტს, რომელიც სტადიონის ადმინისტრაციისგან ფედერაციამ მიიღო. წერილში საუბარია, რომ ერთ-ერთი იარუსი […]

რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე

17 აგვისტოს გამთენიისას, დაახლოებით დილის 6 საათზე რუსეთმა იერიში მიიტანა ქალაქ სუმის ცენტრზე – ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ქალაქის მეთაურის, ალეკსეი დროჟდენკოს თქმით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია ორი ადამიანი, თავისუფლების გამზირზე დაიწვა ათამდე მანქანა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ჯამში მთელი გასული ღამის განმავლობაში სუმის რეგიონში რუსულმა არმიამ 18 საჰაერო […]