ბესო დონაძემ ევროპული საქართველო დატოვა და პარტია ახალს შეუერთდა

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ევროპული საქართველოს წევრი ბესო დონაძე პარტია ახალს შეუერთდა. “პარტიაში ერთადერთი ჩემი ნათესავი, ჩემი უსაყვარლესი რაჭის, ჩემი უსაყვარლესი თლუღის, ჩემი ბედნიერი ბავშვობის ნაწილი. გონიერი და მებრძოლი ბესიკ დონაძე. გამარჯობა, ახალო” – წერს გვარამია. მანამდე, ბესო დონაძე ევროპული საქართველოს წევრი იყო. პარტია რამდენიმე დღის წინ გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა დატოვეს და ახალი პარტია […]

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა წულუკიანს დავა მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან ქეთევან მაქარაშვილის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და კულტურის სამინისტროს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ქეთევან მაქარაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ასისტენტის პოზიციას 2020 წლის 10 სექტემბრიდან იკავებდა. 2022 წლის 12 აპრილს მაქარაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პარალელურად […]

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლო ბონდო გაგნიძე მშობლიურ შინდისში დაკრძალეს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე 17 აგვისტოს მშობლიურ სოფელ შინდისში სამხედრო პატივით დაკრძალეს. 30 ივლისს დაღუპული სამხედრო საქართველოში 14 აგვისტოს ჩამოასვენეს. ბონდო გაგნიძე ომის დაწყების პირველივე დღიდან ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ის ლუგანსკის მიმართულებით მებრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო. ბონდო გაგნიძე ლუგანსკის მისადგომებთან მასშტაბური საჰაერო დაბომბვისას დაიღუპა. თანამებრძოლებმა დაბომბვის […]

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოს ინტერესებში არ შედის, რომ ნებისმიერ სახელმწიფოთა შორის დაპირისპირების ინსპირატორი იყოს – ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ანტიჩინური ან ანტიამერიკული პროპაგანდის ადგილი გავხდეთ

საქართველოს ინტერესებში არ შედის, რომ ორ დიდ თუ ნებისმიერ სახელმწიფოთა შორის დაპირისპირების ინსპირატორი იყოს – ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ანტიჩინური ან, მითუმეტეს, ანტიამერიკული პროპაგანდის ადგილი გავხდეთ – ოპოზიციას ფუნდამენტური პრობლემა აქვს, მათ არ აქვთ ქვეყნის შიგნით არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი, ვერ შექმნეს და ვერც საგნობრივი კრიტიკა მოახერხეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა […]

ირაკლი კირცხალია – The New York Times-ის ყოფილი რეპორტიორი სტივენ კინზერი პირდაპირ აფრთხილებდა უცხოურ მთავრობებს, რომ ვაშინგტონი იყენებს NED-ს, რომ მისთვის არასასურველ მთავრობებს შეუქმნას პრობლემა და მოაწყოს გადატრიალებები

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები“, ის დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური […]

ლუკაშენკომ 1 400-მდე პოლიტმატიმრიდან 30 შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 30 პოლიტიკური პატიმარი შეიწყალა. ლუკაშენკოს ოფისის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 16 კაცს და 14 ქალს, მათ შორის, მოხუცებსა და მათ, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ. ბელარუსში დაფუძნებული ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის, Вясна-ს მიხედვით, ამჟამად ქვეყანაში 1 400-მდე პოლიტმატიმარია. მანამდე, ივლისში ბელარუსში პატიმრობიდან გაათავისუფლეს 18 პოლიტიკური პატიმარი, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდათ. ივლისში […]

ევროპის ზოგიერთ ქვეყანას სითბური ტალღა დაატყდა თავს

გუშინ სერბეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში მოსალოდნელია სითბური ტალღა, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდება. ტემპერატურა, სავარაუდოდ, 41 გრადუსს მიაღწევს. ისინი მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან ასეთმა ამინდმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც ადამიანების, ისე ცხოველების ჯანმრთელობას. მეტეოროლოგიურ სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში იქნება. რუმინეთშიც ისევ სითბური ტალღაა და ძალიან […]

“ესაა ავტობუსის მოსაცდელი, – ქველთუბნელების თქმით, ათეულობით ოჯახი ოპოზიციური შეხედულებების გამო ისჯება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქველთუბნის მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ათეულობით ოჯახი ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების გამო ისჯება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირაში ერთხელ, მოუწესრიგებელი გზები, არარსებული სანიაღვრე ქსელი და ნაგვის კონტეინერები – ეს ის პრობლემებია, რომლის მოგვარებასაც სოფლის მოსახლეობა ითხოვს. “ტრანსპორტი ჩვენ არ გვაქვს, ერთი პარასკევს მოგვივა ერთი […]

ალექსანდრ სირსკი ვოლოდიმირ ზელენსკის – უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს

უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ალექსანდრ სირსკიმ განუცხადა, რომ „უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს და სტაბილიზებული ტერიტორია გააფართოვეს“. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. „მადლობა ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს, რომლებსაც რუსი სამხედროები […]

ბიძინა ივანიშვილს ქონება რომ სდომებოდა, რუსეთში 2012 წელს კაპიკებში კი არ გაყიდდა, დაიტოვებდა – ნინო ფოჩხუა

როდემდე უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ ამდენ ტყუილსა და სიცრუეს. ნუთუ არ ეყო კაპიტან გიგაურს ის მხილება, რაც მან იკადრა ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით. ახლა რადიკალურმა მედიამ გაუგებარი ქაღალდი ააფრიალა და გიგაურისეული ყიდვა, ქონების გადაფორმებად გადაასწორა, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ ეკა გიგაურის და ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული […]