ელენე ხოშტარია – ჩვენს მიერ შეთავაზებული კოალიცია მართლაც მოიტანს ცვლილებებს, არავის მისცემს საშუალებას, ქვეყანა თავად იმსახუროს, არამედ თვითონ იქნება ქვეყნის მსახური

ჩვენი გამარჯვების გზა გადის ერთობაზე, მრავალფეროვნებაზე და კოალიციის შეთავაზებაზე, რომელიც ჩვენი მომავალია,- ამის შესახებ “კოალიცია თავისუფლებებისთვის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კოალიცია, რომელსაც ისინი საზოგადოებას შესთავაზებენ, არის კოალიცია, რომელიც მართლაც მოიტანს ცვლილებებს და არავის არ მისცემს საშუალებას, რომ ქვეყანა თავად იმსახუროს. „ჩვენი გამარჯვების გზა გადის ერთობაზე, მრავალფეროვნებაზე და კოალიციის შეთავაზებაზე, რომელიც ჩვენი მომავალია. […]

ახალი ოპოზიციურ გაერთიანება, კოალიცია ცვლილებისთვის ფართოვდება

კოალიცია ცვლილებისთვის ფართოვდება – ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას რესპუბლიკური პარტია და ორგანიზაცია აქტივისტები მომავლისთვის შეუერთდნენ. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა, პროგრესი, ადამიანზე ორიენტირებულობა მაშინ გახდება პრიორიტეტული, როდესაც 26 ოქტომბერს ამჟამინდელი ხელისუფლება შეიცვლება.

თბილისის მშრალ პორტში ინვესტირებით, AD Ports Group-ი შუა დერეფანს აძლიერებს – მედია

AD Ports Group-მა თბილისის მშრალი პორტის 60-პროცენტიანი წილის დიდი ნაწილის უზრუნველყოფა ოფიციალურად დაასრულა, იტყობინება Trend. კომპანიის განცხადებით, ეს სტრატეგიული ნაბიჯი აძლიერებს ჯგუფის გავლენას შუა დერეფანში, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს. AD Ports Group-ის რეგიონულმა აღმასრულებელმა დირექტორმა აბდულაზიზ ზაიდ ალშამსიმ განაცხადა, რომ „თბილისის მშრალი პორტის შესყიდვის დასრულება ხაზს უსვამს მათ ვალდებულებას გლობალური მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებისკენ. „ჩვენ ვაღიარებთ […]

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკში კიდევ ერთი ხიდი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა კურსკის ოლქზე შეტევის დროს სოფელ ზვანნოეში, მდინარე სეიმზე მდებარე ხიდი გაანადგურეს, რომელიც რუსი სამხედროებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა. „კურსკის მიმართულება. მინუს კიდევ ერთი ხიდი. საჰაერო ძალების ავიაცია აგრძელებს მტრის ლოგისტიკური შესაძლებლობების განადგურებას, რაც საგრძნობლად მოქმედებს საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე“, – წერს […]

არჩილ გორდულაძე – 2023 წლისთვის ჩვენ გვაქვს იმის გარანტია, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით, დემოკრატიული განვითარებითა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით შევძლებთ, მზად ვიყოთ ევროკავშირის წევრობისთვის

2023 წლისთვის ჩვენ გვაქვს იმის გარანტია, რომ ამ მშვიდობიანი პოლიტიკით, დემოკრატიული განვითარებითა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით შევძლებთ, მზად ვიყოთ ევროკავშირის წევრობისთვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ისინი ყოველთვის ყველაფერ იმას გააკეთებენ, რაც ქვეყნის მომავლისთვის იქნება აუცილებელი. „იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი სრულფასოვნად გავხდეთ, აუცილებელია რომ გვქონდეს […]

ირაკლი შატაკიშვილი – NED-ის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული ცრუ ინფორმაცია სწორედ იმ დეზინფორმაციული და ფეიკ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ადგილი ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით

NED-ის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული ცრუ ინფორმაცია სწორედ იმ დეზინფორმაციული და ფეიკ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ადგილი ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საუბრობს, რომლის თანახმადაც „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაციებს, „ორგანიზებული კრიმინალისა და […]

როდის გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც დონორების 329 630 734 ლარიანი ფინანსური მხარდაჭერით შენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. ჯერ კიდევ მარტში ჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მიზანს გზის ტურისტულ სეზონამდე გახსნა წარმოადგენდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალურ პასუხში არაა დაკონკრეტებული უშუალოდ როდის გაიხსნება ეს გზა და მხოლოდ მითითებულია, რომ ის წლის ბოლომდე გაიხსნება. ბათუმის შემოვლითი […]

ვენესუელაში, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებულად გამოცხადების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გრძელდება

ვენესუელას დედაქალაქ კარაკასსა და სხვა ქალაქებში ქვეყანაში 28 ივლისს ჩატარებული არჩევნების შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. მედიის ინფორმააციით, საპროტესტო აქციები გუშინ მსოფლიოს 350-ზე მეტ ქალაქში გაიმართა, მათ შორის ბუენოს აირესში, ბოგოტაში, მეხიკოში, მადრიდში, პარიზში, სიდნეისა და ტოკიოში. ოპოზიცია ითხოვს მთავრობას, რომ არჩევნებში გამარჯვებულად საპრეზიდენტო კანდიდატი ედმუნდო გონსალესი გამოცხადდეს, რომელიც არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, […]

გიორგი ანწუხელიძის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თუშეთში მისი მემორიალი გაიხსნა

თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა. მათ შორის, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გიორგი ჭიჭინაძემ და მთავარმა სერჟანტმა, გიორგი გოგოჭურმა. ღონისძიებაზე ესწრებოდნენ ანწუხელიძის ცოლი – მაკა ჩიკვილაძე და შვილი, ანა ჩიკვილაძე. “18 აგვისტო ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს, მის მშობლიურ თუშეთში, აბანოს […]

ლუკაშენკა აცხადებს, რომ უკრაინასთან მთელ საზღვარზე ჯარებია განთავსებული

სააგენტო Reuters-ი რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს, რია-ზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ბელარუსის მმართველმა, ოლიაქანდრ ლუკაშენკამ 18 აგვისტოს განაცხადა უკრაინა-ბელარუსის საზღვრის გასწვრივ ჯარების განთავსების შესახებ. რია იტყობინება, რომ ლუკაშენკას თქმით, უკრაინამ ბელარუსის საზღვრის გასწვრივ განათავსა 120 ათასი სამხედრო და მინსკმა საპასუხოდ სამხედრო ნაწილები გააგზავნა მეზობელ სახელმწიფოსთან მთელი საზღვრის გასწვრივ. ამ ორ ქვეყანას ყოფს 1084 კილომეტრიანი საზღვარი. ლუკაშენკა […]