არის თუ არა მსგავსება საქართველოსა და ბაიდენის ადმინისტრაციასა და აშშ-მექსიკას ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს შორის, მკითხველმა თავად უნდა განსაჯოს

მექსიკა აშშ-თან დიპლომატიური ომის ახალ ფაზაში შედის – ამჯერად, ჩვენთვის ძალზე კარგად ნაცნობი სცენარით, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. დავით ქართველიშვილი აშშ-მექსიკის პოლიტიკურ ურთიერთობას მიმოიხილავს და პარალელს საქართველოსთან ავლებს. მისი თქმით, არის თუ არა მსგავსება საქართველოსა და ბაიდენის ადმინისტრაციასა და აშშ-მექსიკას ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს შორის, მკითხველმა თავად უნდა განსაჯოს, ხოლო სჭირდება თუ […]

ბექა ოდიშარია – „დემოკრატიის ფესტივალს“ არც ფესტივალთან და არც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს

„დემოკრატიის ფესტივალს“ არც ფესტივალთან და არც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა და სახელწოდება ხელოვნურია. „მეტად ანტიდემოკრატიული, ქართველი ხალხის მიერ აღიარებული მწვალებელი და მკვლელი რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ხსნის, გათავისუფლების და გათეთრების კამპანიას, რატომ მოიფიქრეს და მოიგონეს საერთოდ ეს პლატფორმა […]

ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების მოგვარების საკითხს განიხილავენ

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის ერთ-ერთი თემა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების მოგვარების საკითხი იქნება, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტები გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირების თემაზე. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანს სახელმწიფო ვიზიტით 18-19 აგვისტოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანელ კოლეგას ბაქოში შეხვდება.

ბლინკენი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ესწრაფვის. ისრაელმა ახალი თავდასხმები მოაწყო

18 აგვისტო, ისრაელის თავდასხმების შედეგად, ღაზაში დაიღუპა სულ ცოტა, 21 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი, განაცხადა პალესტინის ჯანდაცვის უწყებამ, რეგიონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტის წინ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებისთვის ბიძგის მიცემას ცდილობს. Reuters-ის ცნობაში მოყვანილია ჯანდაცვის უწყების თანამშრომლის სიტყვები, რომ ბავშვები და მათი დედა დაიღუპნენ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად სახლზე, ქალაქ დეილ-ალ-ბალაჰის […]

თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავსხდებით, უკრაინა განადგურდება – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, თუ კიევი და მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან, იქნება ესკალაცია, რომელიც უკრაინის განადგურებით დასრულდება. „ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და განვიხილოთ საკითხები, მაგრამ თუ მოხდება ის, რაც კურსკში, იქნება ესკალაცია, რომელიც უკრაინის განადგურებით დასრულდება“, – განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს იქიდან, სადაც სტამბოლში დასრულდა. „მოდით, დავსხდეთ […]

ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა

ქობულეთში სოფელ ხუცუბანში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, მოზარდის საცხოვრებელ სახლში მოხდა. გოგონა ადგილზე დაიღუპა. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ამბობენ, კამალა ჰარისის ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ლამაზი ქალია, ამაზე არასდროს მიფიქრია, მე მასზე უკეთ გამოვიყურები – ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის „დემოკრატების“ კანდიდატ კამალა ჰარისზე უკეთ გამოიყურება. “არასოდეს უწოდო ქალს ლამაზი, რადგან ეს შენი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება, მაგრამ მე ვამბობ, რომ მე ბევრად უკეთ გამოვიყურები, ვიდრე კამალა. ამბობენ, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ლამაზი ქალია. ამაზე არასდროს მიფიქრია. მე […]

უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოება უარესდება – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო

უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოება უარესდება – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება უარესდება ახლომდებარე ტერიტორიაზე დრონით თავდასხმის გამო. „კიდევ ერთხელ ვხედავთ ბირთვული საფრთხეების ესკალაციას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის. უკიდურესად შეშფოთებული ვარ და ვიმეორებ მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, მაქსიმალურად გამოიჩინონ თავშეკავება. ელექტროსადგურზე ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება გაუარესდა“, – […]

რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს

რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს მიმდინარე თვეში დედაქალაქზე განხორციელებული მესამე ბალისტიკური შეტევაა. „რუსებმა, ზედიზედ მესამედ, დიდი ალბათობით, KN-23 ტიპის ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს და ისევ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა […]

OCCRP-ის „ჟურნალისტურ გამოძიებაში“ ბიძინა ივანიშვილისთვის ჩირქის მოცხებაზე იყო საუბარი, ამას აჰყვა ე.წ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – ორივე ორგანიზაციის დამფინანსებელი არის NED-ი – გორდულაძე

OCCRP-ის „ჟურნალისტურ გამოძიებაში“ ბიძინა ივანიშვილისთვის ჩირქის მოცხებაზე იყო საუბარი, ამას აჰყვა ე.წ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – ორივე ორგანიზაციის დამფინანსებელი არის NED-ი – გორდულაძე კონკრეტული დონორი ორგანიზაციების მიერ, ამ ქვეყანაში ხორციელდება გარკვეული პირების, გარკვეული ორგანიზაციების დაფინანსება, რაც კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. როგორც გორდულაძემ განმარტა, “დემოკრატიის ეროვნული ფონდი” (NED) აფინანსებს “ორგანიზებული […]