ხოლოში, საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ₾1.4 მლნ დაიხარჯება

ხულოში, ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებში 1.4 მლნ ლარი დაიხარჯება. ტენდერი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოვლენილია, ანუ უკვე ცნობილია კომპანია, რომელმაც სამუშაოები 2025 წლის 1 ნოემბრამდე უნდა შეასრულოს. ესაა 2000 წელს დარეგისტრირებული შპს იბერია-ჯ, რომელიც ჯამბულ თავართქილაძეს ეკუთვნის და დირექტორიც თავადაა. კომპანიას 16.6 მლნ ლარის 32 მოგებული ტენდერი აქვს. ასევე […]
გოლი და საგოლე პასი – ზივზივაძის მაგარი მატჩი “ლოტესთან” [VIDEO]

გერმანიის თასზე “ლოტე” “კარლსრუეს” მასპინძლობს, 83-ე წუთისთვის სტუმრები 5:0 იგებენ. “კარლსრუედან” ბუდუ ზივზივაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ქართველმა 21-ე წუთზე ჯერ საგოლე პასი შეასრულა, 69-ე წუთზე კი თავადაც გაიტანა.
წელს პედოფილიის მსხვერპლი 115 მოზარდი გახდა – საქართველოს 6 თვის სტატისტიკა

პედოფილიის მსხვერპლი საქართველოში, მხოლოდ 2024 წლის პირველ 6 თვეში, 115 არასრულწლოვანი გახდა. ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემია პროკურატურის მიერ ამ სამსახურისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში 20 მოზარდი გაუპატიურების [სსკ-ის 137-ე მუხლი] მსხვერპლი გახდა. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ არასრუწლოვნების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირია გარყვნილი ქმედების [სსკ-ის 141-ე […]
კვარაცხელიამ მოედანი დაზიანების გამო დატოვა – “ვერონასა” და “ნაპოლის” მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, განსაკუთრებით კვარაცხელია აქტიურობდა, რომელსაც ეუხეშებოდნენ და ტშატშუას ყვითელი ბარათი მიაღებინა. თუმცა, ნეაპოლელებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველი შანსი ანგისას მიეცა, მაგრამ მან დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი მიზანს ააცილა. შემდეგ ანგისამ მეკარის შეცდომით ვერ ისარგებლა და საჯარიმოს გარედან ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ცოტა ხანში კარგი კომბინაცია ლობოტკამ ვერ დააგვირგვინა.მერე ხვიჩა მეკარე მონტიპოსთან […]
ბლინკენი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობს, ისრაელმა ახალი თავდასხმები მოაწყო

18 აგვისტო, ისრაელის თავდასხმების შედეგად, ღაზაში დაიღუპა სულ ცოტა, 21 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი, განაცხადა პალესტინის ჯანდაცვის უწყებამ, რეგიონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტის წინ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებისთვის ბიძგის მიცემას ცდილობს. Reuters-ის ცნობაში მოყვანილია ჯანდაცვის უწყების თანამშრომლის სიტყვები, რომ ბავშვები და მათი დედა დაიღუპნენ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად სახლზე, ქალაქ დეილ-ალ-ბალაჰის […]
ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 2.9%-ით შემცირდა – ხაჭაპურის ინდექსის მაჩვენებელი

მიმდინარე წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალება ღირებულება 2.9%-ით შემცირდა. ISET-ის კვლევის თანახმად, ივლისში ხაჭაპურის მომზადება 5.78 ლარი ჯდებოდა, წინა თვეს კი ფასი 6 ლარი იყო. კვლევის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით, ხაჭაპურის ინგრედიენტების ნაწილზე ფასები ზომიერად გაიზარდა: ფქვილი (+2.7%), რძე (+1.6%) და კარაქი (+0.7%). ნაწილზე კი შემცირდა: ყველი (-6.4%), კვერცხი (-4.3%), […]
WSJ: ისრაელმა ჰაკერების დახმარებით მოკლა “ჰეზბოლას” მეთაური, შუქრი

ისრაელმა მოახერხა მოეკლა ფუად შუქრი – რადიკალური ლიბანური, აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური – სადაზვერვო სამსახურების მაღალტექნოლოგიური ოპერაციებისა და ჰაკერების დახმარებით, რომელთაც ორგანიზაციის შიდა საკომუნიკაციო ქსელი გატეხეს. ამის შესახებ იტყობინება The Wall Street Journal-ი ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. გაზეთი წერს, რომ 30 ივლისს, საღამოს, ბეირუთში, შუქრი თავის ოფისში იმყოფებოდა, საცხოვრებელი შენობის მეორე სართულზე. […]
ესპანეთი ძლიერ ხანძრებს ებრძვის – ცეცხლი 200 ჰექტარ ტყეს უკიდია

ტყის ხანძრები ესპანეთში – ძლიერი სტიქიის გამო ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, პორტუგალიის საზღვრის მახლობლად, ცეცხლი 200 ჰექტარ ტყეს უკიდია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტყის ხანძრების გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რა დროსაც 65 წლის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. ხანძარი 17 აგვისტოს, კასტილიისა და ლეონის პროვინციის ზამორას მუნიციპალიტეტის ტყეში, პორტუგალიის საზღვრიდან, დაახლოებით, 10 კილომეტრში გაჩნდა.
ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინასთან მთელ საზღვარზე ჯარებია განთავსებული

სააგენტო Reuters-ი რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს, რია-ზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ბელარუსის მმართველმა, ოლიაქანდრ ლუკაშენკამ 18 აგვისტოს განაცხადა უკრაინა-ბელარუსის საზღვრის გასწვრივ ჯარების განთავსების შესახებ. რია იტყობინება, რომ ლუკაშენკას თქმით, უკრაინამ ბელარუსის საზღვრის გასწვრივ განათავსა 120 ათასი სამხედრო და მინსკმა საპასუხოდ სამხედრო ნაწილები გააგზავნა მეზობელ სახელმწიფოსთან მთელი საზღვრის გასწვრივ. ამ ორ ქვეყანას ყოფს 1084 კილომეტრიანი საზღვარი. ლუკაშენკა […]
რეექსპორტისთვის იზრდება, მაგრამ ადგილობრივი ექსპორტი ერთ ადგილს ტკეპნის – ეკონომისტის შეფასება

ივლისში ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მატება 29.5%-ია და მოცულობამ – 682.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკაში დიდი წილი რეექსპორტს უჭირავს და ეს უკანასკნელი ქვეყანაში შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს. უშუალოდ ადგილობრივი ექსპორტი, რამაც შემოსავლებთან ერთად, დოვლათიც უნდა შექმნას, რეექსპორტის მსგავსად ვერ იზრდება, თუმცა განვითარება ამ კუთხითაც აშკარაა. „2024 წლის იანვარ-ივლისში იმპორტი 2.9%-ით გაიზარდა […]